Breaking

loading...

როგორ ვიყიდო კრიპტოვალუტები სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან?


შეგახსენებთ, რომ MyCoins-ზე კრიპტოვალუტების ყიდვა შესაძლებელია 3 მეთოდით:
  1. MyCoins-ის ბალანზე არსებული თანხით (ლარი, დოლარი)
  2. MyCoins-ის ანგარიშეზე გადაბმული ბარათიდან
  3. MyCoins-ის ანგარიშეზე გადაბმული ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან
წინა ბლოგში ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ ხდება MyCoins ბალანსის შევსება და კრიპტოვალუტების შეძენა საბანკო გადმორიცხვით.
ამჯერად, კი გვსურს გაგაცნოთ MyCoins-ის ბალანსის შევსების კიდევ ერთი მეთოდი – სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ბალანსის შევსება, რომელიც მოსახეხებელია მაშინ, როდესაც:
  • არ გაქვს საბანკო ანგარიში და ბარათი, ან დროებით ვერ სარგებლობ აღნიშნული საბანკო პროდუქტებით
  • თანხა გაქვს ქეშად და გსურს მომენტალურად შეავსო MyCoins ბალანსი
რომელი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან შეგიძლია შეავსო MyCoins-ის ბალანსი:
  • TBC Pay – საკომისიო – 0%
  • 365 (ყოფილი LB PAY) – საკომისიო – 0%
  • Express Pay – საკომისიო – 1%
  • PayBox – საკომისიო – 2%
ვალუტა: ლარი
ერთჯერადი ტრანზაქციის ლიმიტი: 1,500 ლარი
გადარიცხვის სისწრაფე: თანხა, მომენტალურად აისახება შენს MyCoins ბალანსზე როგორც, სამუშაო ისე არასამუშაო საათებში
როგორ ხდება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან MyCoins ბალანსის შევსება:
– აირჩიე eMoney სერვისი ( eMoney/MyCoins-ის ანგარიშები საზიაროა, ამიტომ ჩარიცხვა ხდება კომპანია eMoney-ს ანგარიშზე)
– შეიყვანე შენი MyCoins ანგარიშის 9 ნიშნა რიცხვი
– ანგარიშის იდენტიფიკაციის შემდგომ შეიტანე სასურველი თანხა
შეგახსენებთ, რომ MyCoins-ზე კრიპტოვალუტების ყიდვა შეგიძლიათ როგორც MyCoins ანგარიშზე არსებული ბალანსიდან, ასევე პირდაპირ ანგარიშზე გადაბმული ბარათიდან.
თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს MyCoins ანგარიში, დარეგისტრირდი უფასოდ და ისარგებლე თანამედროვე კრიპტოსერვისებით.
loading...

ssss