loading...

24 წლისა ვიყავი პირველად როდესაც გავიგე რომ თურმე იმ დიდი სიამოვნებისთვის რასაც ორგაზმი ჰქვია მამაკაცი სულაც არ მჭირდებოდა, მას შემდეგ...


ჰაზელ ევანსი არის მწერალი, მსახიობი და „მასტურბაციის ადვოკატი“, რომელიც თავისი სექსუალური გამოცდილების შესახებ ღიად საუბრობს.
„გვიანი შემოდგომის თბილი საღამო იყო. სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, ფეხსაცმლები და ტანსაცმელი გავიხადე და ლოგინზე დავწექი. მომენტალურად ხელი დაბლა წავიღე და ფანტაზია ჩავრთე. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ რამე მოხდეობდა, თუმცა გონება დავძაბე და მთელი საღამო საკუთარ თავთან დავრჩი, რათა გამეგო საკუთარ თავს მივანიჭებდი თუ არა ორგაზმს.

მე არ ვიცნობდი ჩემს სხეულს მანამ, სანამ რამოდენიმე ვიდეოს არ ვუყურე და აღმოვაჩინე კლიტორი - ჩემი სხეულის ნაწილი. ეს წინა კვირაში რამოდენიმეჯერ ვცადე და ვგრძნობდი, რომ ახლოს ვიყავი, თუმცა ფინიშამდე მაინც ვერ მივედი. 2018 წლის 10 მაისს კი მე ეს შევძელი და საკუთარ თავს ორგაზმი მივანიჭე. მე 24 წლის ვიყავი.
ამ მომენტამდე მჯეროდა, რომ ორგაზმის მისაღწევად მამაკაცი მჭირდებოდა, თუმცა ვცდებოდი და მივხვდი, რომ მარტოსაც შემეძლო სექსუალური ცხოვრება მქონოდა.
როდესაც დავგუგლე, თუ რა ასაკი იყო მიჩნეული მასტურბაციისთვის, გავარკვიე, რომ ეს 12 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. როგორც ჩანს 12 წლით დავაგვიანე.
ერთხელ, როდესაც 16 წლის ვიყავი, შეყვარებულმა მითხრა, რომ საკუთარ თავს შევხებოდი და მეც ასე მოვიქეცი, თუმცა არა ჩემი, არამედ მისი სიამოვნებისთვის.
ვფიქრობ, რომ სექსუალური განათლება მნიშვნელოვანია და მისი ადგილი სკოლებში, სახლებსა და მედიაში უნდა იყოს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მე 24 წლის ასაკში არ გავიგებდი, რომ სიამოვნების მისაღებად კაცი სულაც არ არის საჭირო.
მე არ მინდა სხვა ქალებმა გამოტოვონ ეს საოცარი შეგრძნება. მსოფლიოს სჭირდება უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი ქალები - ქალები, რომლებიც გრძნობენ და იცნობენ საკუთარ სხეულს და რომლებსაც საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ.“
loading...