loading...

ნამდვილი მამა ის კი არ არის, ვინც გადასახადებს იხდის, არამედ ის, ვისაც ესმის, რომ ოჯახი პირველ ადგილზეა

ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია შექმნას პირადი ცხოვრება და გახდეს მამა. მამები და ზოგადად მშობლები ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები არიან. მამებისგან ბევრს ვსწავლობთ, მისი როლი, დედასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ბავშვის აღზრდის თვალსაზრისით, ამიტომ ფსიქოლოგების აზრით, ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო მოვალეობისთვის ბევრად მეტია საჭირო.


ნამდვილი მამა არ არის ის, ვინც იშოვის საკმარის ფულს, რათა შვილები ელიტარულ სკოლაში გაგზავნოს ან დაკისრებული გადასახადები გადაიხადოს.

ნამდვილი მამა არის ის, ვისაც ესმის, რომ ოჯახი პირველ ადგილზეა ცხოვრებაში

ის ვინც არ ტოვებს ოჯახს მარტო პრობლემების გასამკლავებლად. ის ვინც არ ამბობს, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა ვერ შეძლო. ნამდვილი მამა მზად არის ოჯახში დრო და ძალისხმევა ჩადოს, მაშინაც კი, თუ კომფორტის ზონის გარეთ არის.
ერთგულია მამა, რომელიც შვილებს უპირობო სიყვარულს და მხარდაჭერას დაუმტკიცებს. ის ვინც მზად არის კომპრომისზე წავიდეს, თუნდაც ამისთვის საკუთარი საჭიროებისა თუ სურვილის დათმობა მოუწიოს.
ნამდვილი მამა შვილებს მოთმინების, კეთილსინდისიერების და ერთგულების მნიშვნელობას ასწავლის. ასეთი მამები შვილებს ასწავლიან, როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობა ნდობისა და პატივისცემის საფუძველზე და არასდროს მანიპულირებენ ოჯახის თემით.

ნამდვილი მამა შვილებს ასწავლის სწორად ქცევის მნიშვნელობას. ის არასდროს მოიხსენიებს შვილებსა და მეუღლეს ისეთი სიტყვებით, როგორიცაა: “უსარგებლო”, სულელი” ან “სუსტი”. პასუხისმგებლიანი მამები ცდილობენ, შვილებს მუდმივად ასწავლონ და დაანახონ გზა, როგორ გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
ჭეშმარიტი მამა არის ის, ვისზეც ბავშვებს შეუძლიათ ამაყად თქვან: ”ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, მასწავლებელი და მწვრთნელი. ის არის მამის ეტალონი ”
loading...