loading...

ბრძოლის შემდეგ კომაში ჩავარდნილი მოკრივე გარდაიცვალა

27 წლის ამერიკელი მოკრივე, პატრიკ დეი ჩარლს კონუელის წინააღმდეგ გამართული ბრძოლიდან 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
კონუელმა მეათე რაუნდში დეი ნოკაუტში ჩააგდო. სამწუხაროდ რინგზე პატრიკის გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. დეიმ ტვინის დაზიანებები მიიღო და კომაში ჩავარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და პრომოუტერის, ლუ დიბელას ინფორმაციით დეი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.
დიბელამ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ: „მინდა პატრიკის ოჯახის, მისი მეგობრებისა და კოლეგების სახელით მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაგიხადოთ. დეის მოკრივის კარიერის დაწყება არაფერში სჭირდებოდა. მას ფულის გამომუშავება სხვა გზებითაც შეეძლო. მიუხედავად ამისა, მან მაინც კრივი აირჩია. დეის მშვენივრად მოეხსენებოდა რინგზე გასვლა რა საფრთხეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ... პატს კრივი ძალიან უყვარდა. რინგზე გასვლისას იგი ხალხის შთაგონების წყარო ხდებოდა და თავს ცოცხალ ადამიანად გრძნობდა“.

loading...