loading...

"ეშმაკის ადვოკატის როლს თამაშობს ნიკა გვარამია..." - ამას არვინ მოელოდა, თამთა თოდაძე მოულოდნელი მიმართვა


უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ თამთა თოდაძის საქმის განხილვა მთავარი პროკურორის დონეზე წყდება და ის ხელოვნურად არის შეჩერებული.

„პროცესმა გადმოინაცვლა გარეთ, მედიაში, რელურად ბრალდებას ვუყენებ მე ილია ჯიშკარიანის ეშმაკის ადვოკატის როლს თამაშობს ნიკა გვარამია, მსაჯულის როლს კი საზოგოდოება. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ პროკურატურა არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას. მე მინდა მივმართო თადუმაძეა მიცეს პროკურორს მუშაობის საშუალება, დარწმუნებული ვარ ეს საქმე წყდება მთავარი პროკურორის დონეზე. არავის არ მივცემთ საშუალებას ეს საქმე ჩაიფარცხოს“, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქციის გამართვას აპირებენ. თოდაძე ამბობს, რომ მსგავსი ისტორია სხვა ბევრ ქართველ ქალსაც გამოუცდია და მათ მხარდაჭერას სთხოვს. „მარტო მე არ ვიბრძვი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქალი დამეთანხმება. ისე გამოდის, რომ მარტო ვარ დღეს და ყველაზე მეტად თქვენი თანადგომა მჭირდება“, – ამბობს თოდაძე.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურას თოდაძესთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია.
loading...