loading...

"მიზეზი უბრალოდ შოკისმომგვრელია..." - ნახეთ სინამდვილეში რატომ მოკლა კახეთში შვილების თვალწინ ქმარმა ცოლი


თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით "ნიუპოსტისთვის" დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილი.
48 წლის ქალის ნათესავების ინფორმაციით, მკვლელობა ეჭევიანობის ნიადაგზე მოხდა.
როგორც გავარკვიეთ, ქალი მეუღლესთან დაშორების შემდეგ დუბაიში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, სასტიკ მკვლელობას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილმა ქმარმა მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მამაკაცს მძიმე ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
loading...