loading...

მერაბ შარიქაძე: “გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ფიჯისთან განცდილი მარცხის (10:45) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ქართველ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.


“თავი საკმარისად კარგად ვერ დავიცავით, ფიჯელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით, მაგრამ ზოგჯერ ბრძოლა საკმარისი არ არის. მინდა, ჩვენ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს მატჩი. ძალიან ვწუხვართ, რომ მათი გახარება ვერ შევძელით”, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 ოქტომბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
loading...