loading...

რონალდუ: რეკორდები ჩემთან თავისით მოდის


იუვენტუსისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ორშაბათს, უკრაინის (1:2) წინააღმდეგ კარიერის მე-700 გოლი გაიტანა.

სუპერვარსკვლავი მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც 700-იან ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

 ყველას არ შეუძლია ამ ნიშნულს მიაღწიოს. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, კოლეგებსა და მწვრთნელებს, რომლებიც მთელი კარიერაა მეხმარებიან.
 
რამდენი რეკორდი მაქვს? არ ვიცი. რეკორდებს ბუნებრივად ვამყარებ, მათი დამხობა ჩემი მიზანი არ არის. რეკორდები ჩემთან თავისით მოდის.  


კრიშტიანუ რონალდუს 700 გოლი გუნდების მიხედვით ასე ნაწილდება: მადრიდის რეალი - 450, მანჩესტერ იუნაიტედი - 118, პორტუგალიის ნაკრები - 95, ტურინის იუვენტუსი - 32 და ლისაბონის სპორტინგი - 5.
loading...