loading...

რა არის ბიტკოინი?


რა არის ბიტკოინი?
ბიტკოინი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელსაც არცერთი კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი არ აკონტროლებს. ამ კრიპტოვალუტის ფუნქციონირების ყველა წესი მხოლოდ უშუალოდ ვაჭრობის ოპერაციისას წარმოიქმნება, რთული მათემატიკური პროცესების შედეგად. გარდა ამისა, კრიპტოვალუტის გადარიცხვა სპეციალური დაცული სერვერებით ხორციელდება და ყოველი გადარიცხვისას ანონიმურობის დასაცავად მომხმარებელი 33 სიმბოლოიანი გასაღებით სარგებლობს. ბიტკოინით შესაძლებელია სხვადასხვა სერვისების გადახდა, აგრეთვე შესაძლებელია ბიტკოინის გადაცვლა სხვადასხვა ვალუტაში.  ყიდვა/გაყიდვა
როგორ ვიყიდო ბიტკოინი?

დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა/გაყიდვა“, აირჩიეთ „ყიდვა“ და ველში „მე მინდა დავხარჯო“ მიუთითეთ თანხა ლარებში, თუ რამდენი ლარის დახარჯვას აპირებთ ბიტკოინის საყიდლად. პროგრამა ავტომატურად დაგითვლით მისაღებ ბიტკოინს და დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“.

როგორ გავყიდო ბიტკოინი?
დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა/გაყიდვა“, აირჩიეთ „გაყიდვა“, შეიყვანეთ თქვენთვის სასურველი ბიტკოინების რაოდენობა ველში „მე მინდა გავყიდო“ და დააჭირეთ ღილაკს „გაყიდვა“.

როგორ მოვითხოვო მეგობრისგან ბიტკოინი?
დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა/მოთხოვნა“ და აირჩიეთ „ბიტკოინის მოთხოვნა“, ველში „ვისგან“ ჩაწერეთ იმ მომხმარებლის ელფოსტა ან ბიტკოინის მისამართი, რომლისგანაც ითხოვთ ბიტკოინის გამოგზავნას და დააჭირეთ ღილაკს „ბიტკოინის მოთხოვნა“.

როგორ გადავუგზავნო მეგობარს ბიტკოინი?
დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა/მოთხოვნა“ ველში „მიმღები“ ჩაწერეთ მიმღების ელფოსტა ან ბიტკოინის მისამართი, მიუთიეთ ბიტკოინების რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს „ბიტკოინის გაგაზავნა“.

როგორ ვნახო ბიტკოინის კურსის სტატისტიკა?
დააჭირეთ ღილაკს „კურსის სტატისკა“, სადაც მოცემულია თვეების და დღეების მიხედვით ბიტკოინის კურსის სტატისტიკა.

loading...