loading...

გიორგი გახარია: 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.
გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

loading...