loading...

699 თუ 700 - რამდენი გოლი დაუფიქსირდა კრიშტიანო რონალდოს კარიერაში?


ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ ლუქსემბურგის კარში გაიტანა, ხოლო პორტუგალიამ ევრო 2020-ის შესარჩევის მატჩში 3:0 გაიმარჯვა.

ეს პორტუგალიელის კარიერაში 699 გოლი გახდა. კრიშტიანო რონალდოს ამ ნიშნულის მისაღწევად 973 მატჩი დასჭირდა, საიდანაც 457-ში გაიტანა. საერთო ჯამში მას 12 სხვადასხვა ტურნირზე აქვს გატანილი.

რონალდოს "სპორტინგის" მაისურით 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა, "მანჩესტერ იუნაიტედში" 292 შეხვედრაში 118 ბურთი შეაგდო, ხოლო "რეალში" 438 მატჩში 450 გოლი, "იუვენტუსის" მაისურით კი 51 მატჩში 32 გოლი შეაგდო. გარდა ამისა ნაკრების მაისურით 161 შეხვედრაში 94


გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალი" და სპორტული გაზეთი Marca მიიჩნევენ, რომ კრიშტიანო "სამეფო კლუბის" მაისურით 451 გოლი აქვს გატანილი. აზრთა სხვაობა 2010 წლის სექტემბერში "სოსიედადის" კარში გატანილმა გოლმა გამოიწვია. იმ მატჩში მადრიდელებმა რონადოს ჯარიმის შემდეგ გაიტანეს - ბურთი პეპეს მოხვდა და კარში ისე შევიდა და ლა ლიგამაც გოლი პეპეს ჩაუთვალა.

თუმცა "რეალი" და Marca დღემდე ამ გოლს რონალდოს მიაწერს და მათი სტატისტიკით მის ანგარიშზე არა 699 არამედ 700 გოლია.

აქვე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით: ყველაზე ხშირად რონალდოს "სევილიასთვის" (27) გაუტანია, შემდეგ მოდიან "ატეტიკო" (25), "ხეტაფე" (23), "სელტა" (20) და "ბარსელონა" (18).
loading...