loading...

კალაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონი იქნება

დედაქალაქის მერმა თბილისი მთავრობის სხდომა 2020 წლის ბიუჯეტზე საუბრით დაიწყო. თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით მილიარდ 200 მილიონი იქნება, რაც 2019 წელთან შედარებით 130 მილიონით მეტია.


"მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიარდ ლარს ასცდა და ამ ეტაპზე შეადგენს მილიარდ 79 მილიონ ლარს. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტს - ამ თემაზე ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, პრემიერმინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, საკმაოდ დეტალურად გავიარეთ ის პროგრამა და პროექტები, რომლებიც შეიძლება თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2020 წელს განხორციელდეს და შევთანხმდით, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არ იქნება 2019 წლის ბიუჯეტზე ნაკლები. თბილისის ბიუჯეტის მოცულობა იქნება, დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე. ეს კი ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება 2020 წელს.
ასევე თქვენ იცით, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტი დამატებით 200 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებს შეისყიდის. ასე რომ, მინდა, თბილისის მოსახლეობას დავპირდე, 2020 წელი კიდევ უფრო ეფექტური და მასშტაბური იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ.
loading...