Breaking

loading...

სიზმრების ახსნა


პამიდორი - პამიდვრის ჭამა გამოჯანმრთელებას ნიშნავს. პამიდორი ბოსტანში–ბედნიერ ოჯახს გპირდებათ

პანორამა - სიზმარში ნანახი პანორამა პროფესიის ან ადგილსამყოფელის შეცვლაზე მეტყველებს. ეს ასევე მიგანიშნებთ, რომ საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება გაკლიათ

პანტერა - თუ სიზმარში პანტერას დანახვაზე შიშის გრძნობა შეგიპყრობთ, მოემზადეთ თქვენთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანი კონტრაქტის დარღვევისათვის. თუ პანტერა მოკალით–საქმეში წარმატება გარანტირებული გაქვთ, უფრო მეტიც, ბედის წყალობა თქვენს გარემომცველ ადამიანებზეც გადავა.
თუ სიზმარში პანტერა გესხმით თავს, თქვენი საქმიანი პარტნიორი თავის დანაპირებს არ შეასრულებს. სიზმარში პანტერას გამყინავი ყვირილი იმაზე მიანიშნებს, რომ გელით არასასიამოვნო ინფორმაცია თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და თქვენი ავტორიტეტი საზოგადოების თვალში შეირყევა. ამავე დროს, რაც მეტად შეგეშინდებათ სიზმარში, მით უფრო გაგიჭირდებათ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა

პანტომიმა - თუ გესიზმრებათ, რომ უყურებთ პანტომიმას, მეგობრებისაგან მოტყუებას ელოდეთ. თუ თავად მონაწილეობთ პანტომიმაში, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ ან დაუმსახურებელ ბრალდებას წაგიყენებენ; მოსალოდნელია უსიამოვნებანი საქმიან ურთიერთობებშიც

პარაზიტები - თუ გესიზმრებათ შემაწუხებელი პარაზიტები, მაშინ თქვენს ცხოვრებაში თავს იჩენს დამანგრეველი ფაქტორი. თუ სიზმარში პარაზიტები ვინმე სხვას აწუხებენ–რაღაც არასასიამოვნო ამბავი დიდი ხნით გამოგიყვანთ მწყობრიდან

პარიკი - სიზმარში პარიკის ნახვა თქვენი ცხოვრებისა და მდგომარეობის შესაცვლელად გაწეული ქმედებების არასასიკეთო დასასრულს მოასწავებს; თუ სიზმარში პარიკი დაკარგეთ, მტრების დაცინვის ობიექტი გახდებით. პარიკიანი ადამიანები სიზმარში იმის მაუწყებელია, რომ თქვენ სიცრუის ხლართებში ხართ

პარიკმახერი - პარიკმახერი სიზმარში იმის ნიშანია, რომ საქმეში თქვენი პრინციპულობა და კეთილსინდისიერება წარმატებას მოგიტანთ. თუ გოგონას ესიზმრება პარიკმახერი, ე.ი. მისი კეთილდღეობა მხოლოდ გარეგნული, მოჩვენებითია და ცხოვრებისაგან კმაყოფილებას ვერ მიიღებს.
თუ სიზმარში პარიკმახერთან მიდიხართ–გელოდებათ სენსაციური თავგადასავალი, რომლის უშუალო მონაწილეც თქვენ იქნებით. ქალს ასეთი სიზმარი ოჯახში უსიამოვნებებს უქადის და ამაში იგი თავადაა დამნაშავე. პარიკმახერის მიერ გაკეთებული ლამაზი ვარცხნილობა უმნიშვნელო მოვლენებისადმი ქარაფშუტულ სწრაფვას მოასწავებს

პარკი (ბაღი) - მოვლილი პარკი სიზმარში სიხარულსა და გართობას მოასწავებს. თუ პარკში მამაკაცთან ერთად სეირნობთ–ბედნიერი ქორწინება გელით. მოუვლელი, მიტოვებული პარკი–მოვლენების მოულოდნელ და არასასიამოვნო შემობრუნებას ნიშნავს

პარმაღი- - თუ გესიზმრებათ პარმაღი, ე.ი. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ რაღაც ახალ საქმეში, თქვენი მომავალი კი გაურკვეველი დარჩება. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება, რომ თავის რჩეულთან ერთად დგას პარმაღთან, ე.ი. მას ეჭვი ეპარება მის პატიოსნებაში. თუ აშენებთ პარმაღს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ თავზე იღებთ ახალ ვალდებულებას

პასუხისმგებლობა - საპასუხისმგებლო სამუშაო სიზმარში ცხადში ნიშნავს უმნიშვნელო წარმატებებს სავაჭრო და სამართლებრივ სფეროში; თუ სიზმარში ხართ დიდი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირი–თქვენი რისკიანი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდება

პატარძალი - გოგონა, რომელსაც ესიზმრება, რომ პატარძალი გახდა, მიიღებს მდიდარ მემკვიდრეობას; მაგრამ თუ სიზმარში მას აწუხებს გათხოვების პერსპექტივა–ელის იმედგაცრუება. თუ რეალურ პატარძალს ესიზმრება, რომ იგი გულგრილია მომავალი ქმრის მიმართ, ე.ი. მისი ცხოვრების დასაწყისი წინააღმდეგობებით იქნება სავსე.
თუ სიზმარში პატარძალს აკოცეთ, აუცილებლად შეურიგდებით მეგობრებს. თუ პატარძალმა გაკოცათ, ჯანმრთელობას ნიშნავს. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა მეგობარმა ქალმა მემკვიდრეობა მიიღოს. თუ გესიზმრებათ, რომ პატარძალი სხვებს კოცნის–გელით ახალი მეგობრობა და მრავალი სასიამოვნო რამ.
თუ პატარძალს კოცნისას ამჩნევთ, რომ ის დაღლილი და უკმაყოფილოა,–წარმატებები, რომელსაც თქვენ აღწევთ, სიხარულს ვერ მოგიტანთ და მეგობართა საქციელითაც უკმაყოფილო დარჩებით

პატიების თხოვნა (პატიება) სიზმარში თუ იძულებული ხართ პატიება ითხოვოთ იმ ქმედებისათვის, რომელიც არ ჩაგიდენიათ, ცხადში თქვენი საქმეების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. თუ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ–შეეცდებით გაერკვეთ ამ სიტუაციაში. თუ სიზმარში პატიება მიიღეთ, ცხადში წარუმატებლობის პერიოდი დამთავრდება და წარმატების დრო დაგიდგებათ

პატიმარი, ტუსაღი - სიზმარში ტუსაღის ნახვა უბედურების, კატასტროფისა და ცუდი ახალი ამბების მაუწყებელია.
თქვენი თავი ნახოთ პატიმრად–შეგაშფოთებთ რაღაც საქმე, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეძლებთ გაუგებრობის თავიდან აცილებას ან შეცდომების გამოსწორებას. თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს ტუსაღის ტანსაცმელში–ცხადში მას ექნება მის სიყვარულში ეჭვის შეტანის საფუძველი

პატრონი, მეპატრონე - თუ თქვენ მეპატრონე გყავთ სიზმარში, ეს თქვენი არაკომპეტენტურობის ნიშანია, რის გამოც ხელმძღვანელ თანამდებობას ვერ დაიკავებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ რაიმე ქარხნის მეპატრონე გახდით, ე.ი. თქვენი უნარები დაფასდება, ხოლო თქვენ მაღალ თანამდებობას მიიღებთ

პელიკანი - პელიკანი იმის ნიშანია, რომ წარმატებები და წარუმატებლობები ცხადში ერთმანეთს შეენაცვლებიან, თუ თქვენ სიზმარში პელიკანი დაიჭირეთ, სევდიან გრძნობებს მოერევით. თუ სიზმარში კლავთ პელიკანს–სინამდვილეში გარემომცველთა უფლებებს უხეშად დაარღვევთ. მფრინავი პელიკანი ბედისადმი შეგუების მაჩვენებელია

პენსია, შემწეობა - თუ დაგესიზმრათ, რომ პენსიას იღებთ–გექნებათ მეგობრის მხარდაჭერა. თუ პენსიის მისაღებად დიდი ძალისხმევის დახარჯვა გიწევთ და მაინც ვერ ღებულობთ, ცხადში სამუშაოს ან კარგ მეგობარს დაკარგავთ

პეპელა - სიზმარში მწვანე ბალახებსა და ყვავილებში მფრინავი პეპლის ნახვა ძალიან კარგი ნიშანია–სიმდიდრისა და კეთილდღეობის მომასწავებელი. ეს სიზმარი მიგითითებთ, რომ მალე მიიღებთ ამბავს მისგან, ვისთანაც დაცილებული ხართ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბედნიერი სიყვარულის ნიშანია, რომელსაც მტკიცე ოჯახის შექმნა მოჰყვება

პერანგი - თუ სიზმარში პერანგს იცმევთ, ცხადში თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენზე გული აუცრუვდება და ეს თქვენი თავქარიანობის ბრალი იქნება. თუ პერანგი რაიმეთია დასვრილი–ავადმყოფობა გელით. პერანგის დაკარგვა ცხადში უსინდისო საქციელის ჩადენას ნიშნავს; დახევა–უბედურების ნიშანია. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ ბოროტი ადამიანები ცხოვრებას გაგიმწარებენ

პიკნიკი - პიკნიკი სიზმარში წარმატებისა და სიხარულის ნიშანია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდებს ესიზმრებათ. პიკნიკის დროს მოულოდნელი შეფერხებები და ჭექა–ქუხილი–მატერიალურ მოგებას მოგიტანთ; გაგიმართლებთ ასევე საქმესა და სიყვარულში

პინცეტი - პინცეტი ძალზე უხერხულ სიტუაციას მიანიშნებს და იგი თქვენ ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ. მოერიდეთ მეგობრებს, ისინი უღირსად მოგექცევიან

პირამიდა - პირამიდები დიდი ცვლილებების მომასწავებელია, სიზმარში პირამიდებზე ასვლა მოსალოდნელია მოგზაურობის მიმანიშნებელია. ამ მგზავრობაში მარტო წახვალთ და თქვენს ჩანაფიქრებს განახორციელებთ. გოგონას ეს სიზმარი აფრთხილებს იმაზე, რომ მისი მომავალი საბედო უღირსი კაცი აღმოჩნდება. პირამიდების საიდუმლო ცხადში სიყვარულში გამართლებას მოასწავებს. მისი ამოხსნით თქვენ კიდევ უფრო სრულყოფილად შელებთ ამ ხელოვნების დაუფლებას

პირღებინება - თუ სიზმარში გაღებინებთ, ცხადში ავადმყოფობა ან უსიამოვნო სკანდალური ისტორია გელით. სისხლიანი ღებინება–ავადმყოფობაა. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმეს გული ერევა–ის ადამიანები, ვისაც ენდობით და გიყვართ, გიღალატებენ და მიხვდებით, რომ ისინი თქვენ მიმართ გულწრფელნი არ არიან. თუ ქალმა ფანტასტიკურ სიზმარში ნახა, ღებინებასთან ერთად ბარტყებიც გამოფრინდებიან, მისი ოცნებები და იმედები გაცრუვდება

პირშუშხა - თუ პირშუშხა დაგესიზმრათ, მოგიწევთ თქვენი დონის ხალხთან ურთიერთობა. თუ პირშუშხათი რაიმე საჭმელს კმაზავთ–ცხადში მეგობრული გათამაშების ობიექტი გახდებით

პისტოლეტი - პისტოლეტი სიზმარში უბედურებას მოასწავებს. თუ პისტოლეტი, რომელიც სიზმარში ნახეთ, თქვენ გეკუთვნით, ცხადში თქვენს ამაღლებულ გრძნობებს არ უწერიათ ასრულება და ამის მიზეზი თქვენთვის ჩვეული აფორიაქება იქნება.
პისტოლეტიდან სროლა ნიშნავს, რომ თქვენ შური გიღრღნით გულს და ცდილობთ სამაგიეროს გადახდას იმ ბოროტებისათვის, რომელიც რეალურად თქვენთვის არ მოუყნებიათ. თუ სიზმარში პისტოლეტზე ლაპარაკობენ, ცხადში შეძლებთ თქვენ წინააღმდეგ მომართული არასასიამოვნო საუბრების დროულად აღკვეთას

პისუარი - პისუარი სიზმარში სახლში უწესრიგობისა და არეულობის ნიშანია

პლანეტა - თუ პლანეტა გესიზმრებათ, მძიმე მოგზაურობა და სამუშაო გელით

პოლარული დათვი - პოლარული დათვი მოასწავებს სიცრუეს, უბედურებას, რომელიც სიკეთის ნიღბით გამოგეცხადებათ. თქვენი მტრები საუკეთესო მეგობრებად მოგევლინებიან და სანამ თქვენ გაერკვევით, შეეცდებიან ზიანი მოგაყენონ. პოლარული დათვის ტყავი–კარგი წინასწარმეტყველებაა. თქვენ გადალახავთ ყველა წინააღმდეგობებს და დროულად გაანადგურებთ მტრებს

პოლიტიკოსი - თუ დაგესიზმრათ, რომ ურთიერთობა გაქვთ ცნობილ პოლიტიკოსთან, ცხადში გემუქრებათ უინტერესო ადამიანებთან დროის ტყუილი ფლანგვა. თუ პოლიტიკურ დებატებში ხართ ჩართული, ე.ი. ვიღაც მოხერხებულად იყენებს თქვენ წინააღმდეგ რაღაც გაუგებრობას ან თქვენს ცუდ განწყობილებას. თუ გოგონა სიზმარში დაინტერესდა პოლიტიკოსით, უნდა უფრთხილდეს მოტყუებას

პოლიცია - პოლიციელის დასიზმრება ნიშნავს, რომ მაღალი მდგომარეობის მქონე პირები შეგავიწროვებენ. თუ პოლიციამ დაგაპატიმრათ იმ დანაშაულისათვის, რაც თქვენ არ ჩაგიდენიათ, ცხადში მოწინააღმდეგეებზე გაიმარჯვებთ. თუ სიზმარში სამართლიანად დაგაპატიმრეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ცხადში მძიმე პერიოდი დაგიდგებათ და უსიამოვნებები ერთმანეთს მიჰყვებიან. თუ თავდებით გამოგიშვეს, თქვენი ცხოვრება არასტაბილური იქნება

პოლიციის აგენტი, მაძებარი - თუ სიზმარში მაძებარი გითვალთვალებთ, ხოლო თქვენ იცით, რომ დამნაშავე არ ხართ, წარმატება და ბედნიერება გიახლოვდებათ; მაგრამ თუ თქვენი უდანაშაულობა საეჭვოა, ცხადში არ აგცდებათ სასჯელი იმ საქციელის გამო, რომელიც ოდესღაც ჩაგიდენიათ. განსაკუთრებით ცუდია ეს სიზმარი ახალგაზრდა გოგონასათვის

პოლკა (ცეკვა) - თუ სიზმარში პოლკას ცეკვავთ, ცხადში სასიამოვნო დროსტარება გელით.

პოლკოვნიკი - თუ დაგესიზმრათ პოლკოვნიკი, რომელთანაც მსახურობთ, ცხადში ვერ დაიკავებთ შესაფერის საზოგადოებრივ მდგომარეობას. სამაგიეროდ, თუ სიზმარში მხრებზე პოლკოვნიკის სამხრეები გიკეთიათ, ბედი სხვა წარმატებას გიმზადებთ: თქვენ მეგობრებს შორის ლიდერი გახდებით

პონი - პონი სიზმარში მოკრძალული, მაგრამ სარფიანი გარიგების ნიშანია

პორთფელი - პორთფელი–ეს გაფრთხილებაა იმაზე, რომ სამსახური არ დაგაკმაყოფილებთ და მოგიწევთ სხვა სამსახურის მოძებნა

პორტი - საპორტო ქალაქის ნახვა სიზმარში ნიშნავს, რომ ცხადში მოგეცემათ სასიამოვნო მგზავრობის შესაძლებლობა, მაგრამ საღირო იქნება ხასიათის სიმტკიცის გამჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის განხორციელებას ვერ შეძლებთ

პორტრეტი - ლამაზი ქალის პორტრეტი იმაზე მიანიშნებს, რომ სილამაზის უკან ხშირად ბოროტება იმალება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გესიზმრებათ პორტრეტები, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ზარალს მოგიტანთ

პროცესია - როცა სიზმარში პროცსია გხვდებათ, ე.ი. თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს სამომავლო გეგმებში. სამგლოვიარო პროცესია გაუწყებთ სევდას, რომელიც თქვენს ახლანდელ ბედნიერებას ჩრდილში მოაქცევს. ჩირაღდნებიანი პროცესია თქვენს მონაწილეობას ნიშნავს საეჭვო სახის საქმეებში, რის გამოც თქვენს მეგობრებს თქვენზე წარმოდგენა უარესობისაკენ შეეცვლებათ

პუდინგი - პუდინგი სიზმარში ნიშნავს მსხვილი კაპიტალდაბანდებით მხოლოდ მცირეოდენი მოგების მიღებას. თუ თქვენ პუდინგს ჭამთ–ეს თქვენი საქმის კრახია. თუ გოგონა პუდინგს აკეთებს–მისი შეყვარებული უღირსი გამოდგება და მასზე გათხოვებით ის თავს დაიღუპავს

პულსი - სიზმარში თქვენი პულსის შეგრძნება იმის მაუწყებელია, რომ ძალზე წუხხართ თქვენი ჯანმრთელობისა და საქმიანობის გამო. სხვა ადამიანის პულსის მოსმენა ნიშნავს, რომ თქვენ უარს ამბობთ სასიამოვნო სიტუაციაზე.

პუნში - პუნშის დალევა ზოგჯერ ნიშნავს, რომ თქვენ, უატყოფთ რა, საზოგადოებრივ მორალსა და შეხედულებებს, დამორჩილდებით თქვენს ეგოისტურ ზრახვებს. ხშირად ასეთი სიზმარი თქვენი ცხოვრებისეული გეგმების შეცვლას მოასწავებს

პური - თუ ქალი სიზმარში პურს ჭამს, ცხადში, შესაძლოა, რაღაც უბედურება ეწვიოს. თუ პურს ვინმეს უნაწილებთ–თქვენს კეთილდღეობას არაფერი ემუქრება. გამხმარი პური–გაჭირვებისა და წვალების ნიშანია. პურის ნამცეცები–იმაზე მიანიშნებს, რომ საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო შესაძლოა სამუშაო დაკარგოთ. ჭვავის პური თქვენს სახლში დიდი ხნით სიკეთისა და მხიარულების დამკვიდრებას მოასწავებს

პურის ოთხკუთხედი (ბუხანკა) - ეს პური შეგახსენებთ სიფრთხილეზე, რომელიც თქვენ, როგორც ჩანს, არ გყოფნით. თუ სიზმარში ხედავთ დიდ კექსს, გიხაროდეთ; ეს სიზმარი წარმატების მომასწავებელია სიყვარულსა და სიმდიდრეში. დატეხილი პურები შეყვარებულებს შორის კამათს ნიშნავენ. თუ ხედავთ, რომ თქვენ თვალწინ იზრდება პურების რაოდენობა, ბედი დიდ წარმატებას გიმზადებთ. შეყვარებულები გაიხარებენ ნამდვილი ბედნიერებით

ჟანგი - დაჟანგული საგნები მიგანიშნებენ, რომ თქვენი ურთიერთბები გარშემომყოფებთან ჩიხში შევიდა და ნაცნობების შეძენის მცდელობა შემდგომშიც წარუმატებელი იქნება: შესაძლოა, ისევ არასანდო მეგობრები შეიძინოთ

ჟასმინი - ჟასმინის დასიზმრება გპირდებათ ძალიან სასიამოვნო განცდებს, რომლებიც, სამწუხაროდ, მალევე გაფრინდებიან

ჟიური, ნაფიცი მსაჯულები - თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ ნაფიც მსაჯულად, ცხადში ძალიან უკმაყოფილო იქნებით თქვენი სამუშაოთი და მისი რეზულტატით და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიწყებთ ახალი სამუშაოს ძებნას.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ წარდექით სასამართლოს წინაშე და გაგამართლეს, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც გსურთ. სასამართლოს მსაჯულების მიერ მსჯავრის დადება გაფრთხილებთ იმის აუცილებლობაზე, რომ იყოთ მედგრად მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში

ჟოკეი - ჟოკეის დასიზმრება მოულოდნელი საჩუქარია. თუ ახალგაზრდა ქალი თავის გვერდით ხედავს ჟოკეის ან აცნობიერებს, რომ ის მისი შეყვარებულია, ეს ნიშნავს, რომ ის გათხოვდება თავისი წრის ადამიანზე.
ცხენიდან ჩამოვარდნილი ჟოკეის ნახვა გაფრთხილებთ, რომ ვიღაც უცნობი ადამიანები მოგმართავენ დახმარებისათვის

ჟოლო - ჟოლო სიზმარში მოასწავებს სიძნელეებს, რომელთა გადალახვა თქვენთვის სასიამოვნოც კი იქნება. ქალისთვის ჟოლოს ჭამა ნიშნავს, რომ მას ჭორები დააზარალებენ

ჟურნალისტი - თუ გესიზმრებათ ჟურნალისტი, რომელიც, რატომღაც, იწვევს თქვენს მტრობას, მოგიწევთ ჭორიკნობა და, შესაძლოა, ყველაზე მდაბალ ფორმებში ჩხუბი. თუ სიზმარში თქვენ თავს ხედავთ ჟურნალისტად–ცხადში შემოგთავაზებენ მოგზაურობას და, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და უსიამოვნებებთან, თქვენ მოიხვეჭთ პატივს და მიიღებთ დიდ ჯილდოს



რაიმეს დათვლა - თუ დაგესიზმრათ, რომ ბავშვებს ითვლით, თქვენი საკუთარი შვილები პრობლემებს არ შეგიქმნიან და ზრდასთან ერთად მხოლოდ სიხარულს მოგიტანენ. თუ სიზმარში ფულს ითვლით, თქვენი მატერიალური მდგომარეობა ძალზე მყარი იქნება. ფულის გადათვლა სხვისთვის გადასაცემად–ცუდი ნიშანია. იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც რაიმე ნივთებს ითვლით. თუ ყოველივე ამას თქვენთვის აკეთებთ, სიზმარი სიკეთისაა; თუ სხვისათვის–უბედურება

რაკეტა - აფრენილი რაკეტა სწრაფ და მოულოდნელ წარმატებას ნიშნავს; ზოგ შემთხვევაში ეს სიზმარი წარმატებულ მაჭანკლობას ან კარგ ადამიანთან ნაცნობობას მოასწავებს. რაკეტის ჩამოვარდნა წარუმატებელი ქორწინებაა

რევანდი (მცენარე) - რევანდი ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო გართობას ნიშნავს. სიზმარში რევანდისაგან საჭმლის მომზადება–გიწინასწარმეტყველებთ დიდ კამათს, რის შედეგადაც მეგობარს დაკარგავთ. თუ რევანდს ჭამთ–სამსახურით უკმაყოფილო იქნებით

რევმატიზმი - თუ სიზმარში ნახეთ, რომ რევმატიზმი გაქვთ, დასახული გეგმები განუსაზღვრელი ვადით გადაგედებათ

რეზინი - რეზინის ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი ერთხელ არჩეული გადაწყვეტილების მიმართ თქვენს მტკიცე პოზიციას ნიშნავს, რითაც კარგ რეპუტაციას დაიმკვიდრებთ. თუ ეს ფეხსაცმელი ან ტანსაცმელი სიზმარში გაგეხათ, წინდახედულება გამოიჩინეთ–შესაძლოა, თქვენი სახელის ირგვლივ სკანდალი წარმოიშვას.
თუ დაგესიზმრათ, რომ რეზინის ხელები და ფეხები გაქვთ, ცხადში მოტყუება ან სამსახურში უსიამოვნება გელით. რეზინის ნივთები სიზმარში თქვენი გულდახურულობის ნიშანია, რეზინის გაწელვა კი თქვენ მიერ ჩაფიქრებული მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას მოასწავებს

რელიგია - თუ სიზმარში რელიგიურ თემებზე ლაპარაკობთ ან რელიგიის მოზღვავება იგრძენით, თქვენი სიმშვიდე დაირღვევა. თუ მორწმუნე გოგონას უცებ რელიგიური ფანატიზმი დაემუქრა, ცხადში იგი შეყვარებულს ძალიან გააღიზიანებს თავისი პატიოსნების დემონსტრაციით.
თუ გოგონა არ არის რელიგიური, მაგრამ არც ცოდვილია, ასეთი სიზმარი მისთვის გარშემომყოფთა პატივისცემას მოასწავებს. თუ მან იცის, რომ დაარღვია რელიგიური აღთქმა, ცხადში ცხოვრება მას დაანახვებს, რომ არ შეიძლება მორალური ნორმების ხელყოფა.
თუ გოგონას სევდა იპყრობს რელიგიური იდეალების გამო, ცხადში მას სიყვარულში იმედგაცრუება ელოდება. თუ რელიგიური ღვთისმსახურების დროს თქვენ სინდისი გქენჯნით, ცხადში საკუთარ თავს მსხვერპლად მიიტანთ ისეთი პიროვნებისათვის, რომელსაც ადრე პატივს სცემდით.
თუ სიზმარში რაიმე სექტის რელიგიურ რიტუალს ესწრებით, ცხადში ოჯახური უსიამოვნებები გელით. თუ თავად ხართ ამ პროცესის მონაწილე, ცხადში თქვენი საქციელი გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევს

რემონტი - თუ ქალს ესიზმრება, რომ იგი რემონტს აკეთებს, ცხადში სიამოვნებით დაეხმარება მეუღლეს სხვადასხვა საქმეში და ოჯახში თანხმობა დაისადგურებს. ძველი და ჭუჭყიანი ტანსაცმლის საკუთარი მცდელობით შეკეთება ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელ მომენტს შეარჩევთ. თუ ტანსაცმელი სუფთაა, საგრძნობ მოგებას მიიღებთ

რეცხვა - რეცხვა სიზმარში ჩხუბს ნიშნავს, რომლიდანაც თქვენ გამარჯვებული გამოხვალთ. თუ სარეცხი კარგად გარეცხეთ, იმედები გაგიმართლდებათ, მაგრამ თუ გგონიათ, რომ იგი ისევ ჭუჭყიანია–წარუმატებლობა გარდაუვალია. თუ სიზმარში ლამაზი გოგონა რეცხავს სარეცხს, ეს მის აკრძალულ სიამოვნებაზე მიუთითებს

რკინა - რკინის ნახვა სიზმარში უბედურების ნიშანია. სიზმარი, რომელშიც თქვენ რკინის წნეხის ქვეშ გრძნობთ თავს და ცდილობთ იქიდან გათავისუფლებას, გიქადით სულიერ დაბნეულობას და მატერიალურ დანაკარგს. რკინით დარტყმა ნიშნავს, რომ თქვენზე დამოკიდებული ადამიანებისადმი გამოიჩენთ ეგოიზმსა და უხეშობას.
თუ სიზმარში ამუშავებთ რკინას, ე.ი. ცხადში, გამდიდრებისათვის, ისარგებლებთ მიუღებელი მეთოდებით. თუ სიზმარში ყიდით რკინას–გელით საეჭვო წარმატება, თქვენი მეგობრები კი აღმოჩნდებიან საკმაოდ უწესო ადამიანები.
სიზმარში დაჟანგული რკინის ნახვა მაუწყებელია სიღარიბისა და იმედგაცრუებისა. ნახვა, თუ როგორ ეცემა ფასი რკინაზე–თვალის ახელაა: თქვენ მალე მიხვდებით, რომ წარმატება ყველაზე სანდო ფაქტორი არ არის თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ ფასი იწევს–მალე თქვენ გვირაბის ბოლოში დაინახავთ სინათლეს. გამოწრთობილი ფოლადი გიქადით წარუმატებლობას, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი ენერგიის ბოროტად გამოყენებით.

რკინიგზა - თუ გესიზმრებათ რკინიგზა, ე.ი. თქვენი საქმე თქვენგან მალე მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას, რადგან ვიღაც შეეცდება ხელის შეშლას და ინიციატივის ხელში აღებას რთულ სიტუაციაში. ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც დაესიზმრა რკინიგზა, შესაძლოა, მალე გაემგზავროს მეგობრებთან და ცნობილი გახდეს. შეფერხება რკინიგზაზე ნიშნავს დაბრკოლებას საქმეში.
თუ სიზმარში დადიხართ შპალებზე, ეს მიგანიშნებთ, რომ დადგა შიშისა და მძიმე შრომის დრო. რელსებზე სიარული იმის ნიშანია, რომ მიაღწევთ წარმატებასა და ბედნიერებას, თუ გამოიჩენთ გერგილიანობას საქმეში.
სიზმარში სუფთა წყლით დატბორილი რკინიგზის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი სასიხარულო ცხოვრება მწუხარებით შეიცვლება, მაგრამ მსგავსად ფენიქსისა, რომელიც ფერფლიდან აღდგა, კვლავ ბედნიერი იქნებით.

რკო - რკოს დასიზმრება ყოველთვის სასიამოვნო მოვლენისა და მომავალი შენაძენის მაუწყებელია. თუ რკოს კრეფთ მიწიდან–ცხადში თქვენი მძიმე შრომა ღირსეულად დაფასდება.
თუ ქალი სიზმარში ჭამს რკოს, სიზმარი ჰპირდება მას ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას–ის მძიმე სამუშაოს იოლით შეიცვლის. რკოს ჩამოყრა ხიდან მაუწყებელია ბიზნესსა და სიყვარულში სანუკვარი ოცნების ასრულებისა.
მწვანე რკოები ტოტებზე ან დაყრილი მიწაზე–სიმბოლოა ცხოვრების საკეთილდღეოდ ცვლილებისა. მიწიდან რკოს აკრეფა კარგს არაფერს გიქადით. რკოს ჩამობერტყვა ხიდან–ე.ი. აჩქარებითა და უპასუხისმგებლობით თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებთ

როზეტი - თუ თქვენ კოსტიუმს როზეტი ამშვენებს–სიამოვნებისაკენ ზედმეტი სწრაფვა გაგიტაცებთ, თუმცა, საკუთარი გამოცდილებიდან იცით, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანთ

როზმარინი - როზმარინი სიზმარში მოწყენილობისა და უბედურების ნიშანია

რტო - ნედლი ფოთლებითა და ნაყოფით დახუნძლული რტო ნიშნავს სიმდიდრესა და მეგობრებთან გატარებულ საოცარ საათებს. გამხმარი რტოები–თქვენგან შორს მყოფ ადამიანზე სამწუხარო ცნობაა

რჩევა - სიზმარში თუ რჩევას ღებულობთ, ცხადში კეთილსინდისიერი გზით მიაღწევთ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას. თუ სიზმარში რჩევისთვის იურისტს მიმართავთ, ცხადში ეს მოასწავებს თქვენს საქმიან ოპერაციებში პარტნიორებისაგან ეჭვის შეტანას

რძალი - თუ თქვენი რძალი გესიზმრებათ, ელოდეთ უჩვეულო ამბავს, რომელიც სიხარულს მიგანიჭებთ იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად ექცევით, მაგრამ მწუხარებას, თუ პირიქით ხდება

რწყილები - ქალებისათვის რწყილები სიზმარში გაფრთხილებაა–ახლობელი ადამიანი თავისი ბოროტი ხრიკებით მიგიყვანთ გაგიჟებამდე, მეგობრები კი ცილს დაგწამებენ. თუ რწყილს ხედავთ შეყვარებულზე, სიზმარი მიგითითებს მის ვერაგობასა და მოღალატეობაზე

რუკა - სიზმარში რუკის ნახვა ნიშნავს ცვლილებებს, რომელიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში: გაბედული ცვლილებებითა და დროებითი იმედგაცრუებით მოხდება შემოსავლის გაზრდა. თუ სიზმარში ეძებთ რუკას–თქვენი გარემოცვით მოულოდნელი უკმაყოფილება აგავსებთ ახალი ენერგიით და მოგცემთ შესაძლებლობას, ახვიდეთ კეთილდღეობის ცოტა მაღალ საფეხურზე. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ ძლიერი თავმოყვარეობა დაეხმარება მას აიწიოს მაღალ წრეებში



საათი - სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.
თუ სიზმარში საათი მოგპარეს, ცხადში ვიღაც შეეცდება თქვენი კეთილი სახელის შებღალვას. თუ თავად ჩუქნით ვინმეს საათს, პირად უსიამოვნებებს უნდა ელოდეთ. თუ საათის რეკვის ხმა გესმით, უსიამოვნო ახალ ამბავს გაიგებთ

საამქრო, სახელოსნო - თუ თქვენი თავი სახელოსნოში დაგესიზმრათ, ცხადში მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ საკუთარი რეპუტაციის დაცვას

საბანი - თუ საბანი ჭუჭყიანია–ვერაგობასა და ღალატს ნიშნავს, ხოლო ახალი და სუფთა–მძიმე დაავადებისაგან განკურნებას, აგრეთვე, წარმატებას იქ, სადაც ჩავარდნა ელოდით

საბაჟო- თუ დაგესიზმრათ საბაჟო–ცხადში სამუშაო თქვენგან სრულ დატვირთვას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში კონკურენტები შეგავიწროვებენ. თუ სიზმარში საბაჟოს შენობაში შედიხართ, ცხადში იმ სოციალური სტატუსისათვის მოგიწევთ ბრძოლა, რომლისკენაც თქვენ დიდი ხანია მიისწრაფვით; მაგრამ თუ სიზმარში გამოდიხართ საბაჟოდან, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გაუარესდება და სავაჭრო საქმეებში წარუმატებლობა მოგელით

საბრძოლო მასალები - საბრძოლო მასალები თუ ნახეთ, ე.ი. წარმატებით დაამთავრებთ დაწყებულ საქმეს. თუ ბრძოლისას უეცრად გაგითავდათ საბრძოლო მასალები–რაღაცის მცდელობა და ბრძოლა შედეგს ვერ მოგიტანთ

სადავე - თუ სიზმარში სადავეები გიჭირავთ–გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას ბედნიერებისა და წარმატების გზაზე. თუ თავისით გაწყდა ან თქვენ გაწყვიტეთ მოულოდნელად, მოგიწევთ მტრებთან დათმობა

სადილი - თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით

სადღვებელი - სიზმარში თუ ხედავთ სადღვებელს–თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება

სათბური, ორანჟერია - სათბურის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიხდებათ ფარისევლური სიტყვების მოსმენა, რომლებიც, მათი მოკრძალული ფორმის მიუხედავად, თქვენთვის აშკარა გახდება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სათბურში ცხოვრობს–რაღაც უსიამოვნო მოვლენამ შეიძლება ავნოს მის რეპუტაციას

სათვალეები - სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია

სათითე - თუ სიზმარში კერვისას ხმარობთ სათითეს, უეჭველად კეთილშობილურად მოიქცევით, რითაც სიხარულს მიანიჭებთ გარშემომყოფთ. თუ სათითეთი კერავს სხვა ადამიანი, რაღაც მოვლენა სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
სიზმარში სათითეს დაკარგვა ნიშნავს გასაჭირსა და სევდას. თუ დაგესიზმრათ ძველი დაჟანგული სათითე, გაფრთხილებაა–დაუფიქრებლად ნუ იმოქმედებთ. თუ სიზმარში იყიდეთ ახალი სათითე–მოულოდნელი შეხვედრა გაგახარებთ. თუ სათითე ვერ მოირგეთ თითზე, უბედურება გელით, მაგრამ მასთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.

საიდუმლო საზოგადოება (ორდენი) - სიზმარში, რომელშიც მოვლენები დაკავშირებულია რაღაც საიდუმლო საზოგადოებასთან, ნიშნავს, რომ თქვენ მგრძნობიარე პიროვნება ბრძანდებით და მზად ხართ, უანგაროდ ემსახუროთ სათნოებისა და სიკეთის იდეებს, ამ გზაზე თქვენ შეიცნობთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახელს მოიხვეჭთ. ქალიშვილმა, რომელსაც რომელიმე ორდენის დამფუძნებელთა საბჭო ესიზმრება, დროულად უნდა მოიცილოს მავნე ჩვევები, რომელთაც მისი კომპრომენტირება შეუძლიათ.
თუ სიზმარში გოგონა ჩუმად ხდება საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელი, ცხადში ახალგაზრდული პირდაპირობით და უკომპრომისობით უარყოფს ცდუნებებს, რომელზეც ასე ეხმარებიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. თუ სიზმარში მას აწუხებს საკუთარი დედის წევრობა საიდუმლო ორდენში, მაშინ ცხადში ის იქნება სამაგალითო და მოსიყვარულე ქალიშვილი.
სიზმარში თუ გაიგებთ ამბავს საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ–საშინელი განცდები, რომელიც გელოდებათ, უახლოეს მომავალში მშვიდობიანად დასრულდება; მაგრამ თუ ხედავთ რომელიმე საიდუმლო საზოგადოების წევრებს ან თქვენ თვითონ შედიხართ მასში, ცხადში უბედურების აცილებაში მეგობრების ერთგულება დაგეხმარებათ.

საიდუმლოება - თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს.

საიუველირო ნაწარმი - გატეხილი ან ჩამოტეხილი საიუველირო ნაწარმი იმის მაუწყებელია, რომ დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ დიდი იმედგაცრუება გელით. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ მეგობრები ზურგს შეგაქცევენ და თქვენ დიდი ტვირთი დაგაწვებათ მხრებზე.

საკერებელი - თუ სიზმარში თქვენს ტანსაცმელზე დაინახავთ საკერებელს–მალე თქვენ მთელი სიამაყით მოიხსნით ვალდებულებას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნოდათ. თუ სიზმარში საკერებლით დადიან სხვები–ე.ი. გიახლოვდებათ სიღარიბე და გაჭირვება.
თუ ახალგაზრდა გოგონა სიზმარში თავის ახალ კაბაზე შენიშნავს საკერებელს–უბედურება თავს წაადგება იმ წამს, როდესაც ის თავს ჩათვლის უბედნიერესად. თუ ის შეეცდება, გარშემომყოფებს დაუმალოს საკერებელი–ცხოვრებაში შეეცდება, შეყვარებულთან არ გამოავლინოს თავისი უარყოფითი თვისებები.
თუ ახალგაზრდა ქალი ხედავს, რომ ტანსაცმელზე ადებენ საკერებელს, ცხოვრებაში თავისთავზე აიღებს არასასიამოვნო მოვალეობას. თუ ქალი მთელი ოჯახისთვის აკერებს ტანსაცმელს–ე.ი. მას ძალიან მეგობრული და მოსიყვარულე ოჯახი აქვს. თუ ქალი სიზმარში საკერავს ლამბავს, ე.ი. გულის სიღრმეში იგი ბრაზდება საკუთარ თავქარიანობასა და მფლანგველობაზე.

საკლასო დაფა - თუ ნახეთ, რომ თეთრი ცარცით წერთ დაფაზე, ნიშანია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ცუდი ცნობისა ან დიდი კატასტროფისა; შესაძლებლია, თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა შეირყეს კომერციულ წრეებში პანიკის შედეგად

საკონდიტრო ნაწარმი - თუ სიზმარში ხედავთ არეულ საკონდიტროს, ნიშნავს, რომ მტრები მეგობრის ნიღბით მოიპოვებენ თქვენს ნდობას და გახსნიან თქვენს საიდუმლოს

სალათი - თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.

სალამური, ფლეიტა- თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები

სალბი (შალფეი)- სალბი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მეურნეობას გონივრულად უძღვებით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ მის აფთიაქში დიდი რაოდენობით სალბია, იგი მწარედ ინანებს ადრე ჩადენილი საქციელის გამო, ეს განსაკუთრებით

სალესი ქვა - სიზმარში სალესი ქვა ნიშნავს მწვავე მღელვარებას და შეგახსენებთ იმაზე, რომ საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საქმეებს, თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, ამასთან, შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ არასასურველმა მგზავრობამ

სამალავი, თავშესაფარი - სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ

სამართლებრივი დაწესებულება - საკუთარი თავის ნახვა სამართლებრივი დაწესებულების წევრად–ნიშნავს, რომ იტრაბახებთ თქვენი სიმდიდრით და ცუდად განეწყობით ოჯახის წევრებისადმი. ასეთი სიზმარი არავითარ წინსვლას არ გიქადით სამსახურში

სამართლიანობა - თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება

სამაჯური - თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა

სამგლოვიარო კრეპი - სიზმარში სამგლოვიარო ტანსაცმლის ტარება ნიშნავს გაუმართლებლობას, წარუმატებლობას. თუ სხვებს ხედავთ სამგლოვიარო ტანსაცმელში–იგრძნობთ რაღაც აფორიაქებას, რომელიც მომდინარეობს თქვენი მეგობრებიდან და მოულოდნელად გაბრაზდებით და დაიბნევით. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაუგებრობასა და შესაძლო დაშორებაზე

სამელნე - ამომშრალი სამელნე იმის ნიშანია, რომ თქვენ შეძელით წარმატებით არიდებოდით საზოგადოების მხრიდან ისეთ გაკიცხვას, რომელსაც არ იმსახურებდით. მელნით სავსე სამელნე გაფრთხილებაა: თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ, მტრები ყველანაირად შეეცდებიან, ჩირქი მოგცხონ

სამეფო ტახტი - თუ დაგესიზმრათ, რომ სამეფო ტახტზე ხართ დაბრძანებული, ცხადში გელით საზოგადოებრივი მდგომარეობის სწრაფი ამაღლება, მაგრამ თუ ჩამოდიხართ სამეფო ტახტიდან–მოემზადეთ დიდი გულგატეხილობისათვის. თუ სამეფო ტახტზე ხედავთ სხვა ვინმეს, მიაღწევთ წარმატებას ვიღაცის მფარველობით

სამზარეულო - სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება

სამი ტყუპი - თუ თქვენ დაგესიზმრათ სამი ტყუპი, მაშინ ტყუილად შიშობთ დაწყებული საქმის წარმატებაში. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მისმა ცოლმა გააჩინა სამი ტყუპი, ე.ი. მის მიერ მიწოდებული ინიციატივა, გაჭიანურებული განხილვის შემდეგ, უფროსისათვის მისაღები გახდება.
თუ სიზმარში თქვენ გახდით სამი ტყუპის დაბადების მოწმე, მაშინ ცხადში არსებული უთანხმოებები, თქვენდა სასიხარულოდ, დამთავრდება შერიგებით. ქალიშვილი, რომელსაც დაესიზმრა, რომ მან გააჩინა სამი ტყუპი, იქნება მდიდარი, მაგრამ არა ბედნიერი

სამკაულები - თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.
სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ, რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ

სამკუთხედი - სამკუთხედი მოასწავებს მეგობრებთან განხეთქილებას და სიყვარულში გულგატეხილობას

სამლოცველო - სამლოცველო სიზმარში მოსალოდნელ ჭორებს ნიშნავს. თქვენ ისეთი პრობლემები გაგიჩნდებათ, რომელთა მოგვარებაც სასწრაფოდ მოგიწევთ. თუ სიზმარში სამლოცველოში შედიხართ, ცხადში საქმეებში მერყეობას გამოიჩენთ. შეყვარებულისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ არ არის გულწრფელი. ასეთი ქორწინება თქვენთვის შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს.

სამოთხე - თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ.

სამორინე - თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი

სამრეკლო - ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ

სამუშაო - თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით

სამხეცე - სიზმარში სამხეცეს მონახულება მოასწავებს უსიამოვნებას უახლოეს მომავალში

სანაპირო, ნავსადგური - ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.
თუ გესიზმრებათ, რომ სანაპიროს მიუყვებით, შფოთი და უბედურება გელით; მაგრამ თუ შეუჩერებლად, მშვიდობიანად გაიარეთ ბოლომდე. ცუდი არაფერი შეგემთხვევათ და ეს სიზმარიც წარმატებას გიქადით.
თუ თქვენ სიზმარში ცხენზე ხართ ამხედრებული–ნებისმიერ შემთხვევაში ვაჟკაცურად შეხვდებით და გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას კეთილდღეობისა და სიამოვნების გზაზე. თუ ფეხით მიდიხართ–ეს არის წინაპირობა ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლისა, რომლიდანაც ღირსეულად გამოსული დაჯილდოვდებით.

სანელებელი, სუნელი - სანელებლები–თქვენ გართობისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა. გოგონა, რომელიც საჭმელში დიდი რაოდენობით სუნელს ყრის, ლამაზ, მაგრამ უსინდისო ადამიანთან ურთიერთობით ბევრ ტკივილს ნახავს

სანთელი - სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ

სარდინი (თევზი) - თუ დაგესიზმრათ, რომ სარდინს მიირთმევთ, რაღაც დრამატული მოვლენა ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ სარდინებს გოგონა ამზადებს სადილისათვის, ისეთი თაყვანისმცემელი მოაბეზრებს თავს, რომელიც მას არ მოსწონს

სარეცხი ფიცარი - სარეცხი ფიცარი სიზმარში მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ მამაკაცს დაესიზმრა სველი სარეცხი ფიცარი, ცხადში ქალები მასზე იუფროსებენ. გატეხილი სარეცხი ფიცარი ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი საქციელი და უზრუნველი ცხოვრება უბედურებამდე მიგიყვანთ

სართავი ჯარა - სიზმარში სართავი ჯარა ოჯახში ბარაქას ნიშნავს, რომელიც თქვენი ძალისხმევითა და მომჭირნეობით გახდება შესაძლებელი

სარწეველა სავარძელი - სარწეველა სავარძლის დასიზმრება ნიშნავს მეგობრულ ურთიერთობას და ნებისმიერ გარემოებაში თავდაჯერების განცდას. თუ გესიზმრებათ დედა, ცოლი ან შეყვარებული სარწეველა სავარძელძი, ე.ი. გელით ყველაზე დიდი სიხარული. ცარიელი სავარძელი ნიშნავს დანაკარგსა და სიმარტოვეს.

საროსკიპო - თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით

სასამართლო - თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–"დამნაშავეა", მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს

სასამართლო პროცესი - თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობთ, მტრები შეეცდებიან თქვენ წინაშე განაწყონ საზოგადოებრივი აზრი. თუ სასამართლომ მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება, რთულ სიტუაციაში უღირსად მოიქცევით. თუ დაგესიზმრათ, რომ სასამართლოში მიდიხართ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ქცევას და უარი თქვათ წარმატების მიღწევის საეჭვო გზებზე. თუ სასამართლო შენობის წინ დგახართ, თქვენი საქმიანი აქტიურობა ამაღლდება

სასაფლაო - სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.
თუ დედას საფლავზე მიაქვს ყვავილები, ცხადში მას ელის ოჯახის ხანგრძლივი ჯანმრთელობა. თუ ახალგაზრდა ქვრივი სიზმარში მიდის სასაფლაოზე, ე.ი. ის თავის სამგლოვიარო ტანსაცმელს მალე შეიცვლის საქორწინოთი. თუ ის წუხს და თავს მარტოსულად თვლის, მას გაუჩნდება ახალი საზრუნავი. მოხუცებისათვის სასაფლაოს ნახვა მოასწავებს მათ სადმე გამგზავრებას, სადაც შესანიშნავად დაისვენებენ.
ნახვა პატარა ბავშვებისა, რომლებიც საფლავებს შორის აგროვებენ ყვავილებს და დასდევენ პეპლებს, მოასწავებს შესანიშნავ ცვლილებებს, კარგ ჯანმრთელობას და ბევრ მეგობარს, რომლებიც არ მიგატოვებენ ცხოვრების ბოლომდე.

სასახლე - თუ სიზმარში დაბორიალობთ სასახლეში და ათვალიერებთ მის მორთულობას, ე.ი. თქვენი საქმიანი პერსპექტივები გაფართოვდება და ღირსეულად მოიპოვებთ ახალ ტიტულს.
თუ სასახლის ჰოლში ხვდებით მხიარულად მოსაუბრე და მოცეკვავე ლამაზ ხალხს, ცხადში დაადგებით მომგებიან საქმეს. სიზმარში, რომელშიც ქალი ზომიერად ღებულობს მონაწილეობას სასახლის გართობაში, მოელის საზოგადოებაში წარმატება გათხოვების წყალობით ან ნათესავის გულუხვობით. ხშირად ასეთმა სიზმარმა შეიძლება ის დააბნიოს და გაიტაცოს არარეალურმა ოცნებებმა. ასეთი სიზმრის მერე მან უნდა პატიოსნად იცხოვროს, იმუშაოს და გათავისუფლდეს არასაჭირო ამბიციებისაგან, ასევე, ენდოს დედისა და მეგობრების რჩევებს

სასმელი - თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.
ის, ვისაც ესიზმრება, რომ სვამს რაიმე სასმელს, რეალურ ცხოვრებაში საეჭვო წარმოშობის ქონების პატრონი გახდება, თუმცა მისი სულგრძელობა მასვე დაეხმარება მეგობრების შეძენაში, რომლებიც დაეხმარებიან მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნაში.
კასრებში შენახული სასმელები, როგორც წესი, მიანიშნებენ მონაპოვარზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სახლში შეიძლება მოხდეს უსიამოვნებანი, რომელთა გამოც გარშემომყოფნი ზურგს შეგაქცევენ. სასმელი ბოთლებში მატერიალურ კეთილდღეობას მოასწავებს. თუ ქალი ნახავს სიზმარში, რომ ხელთ უჭირავს ჭურჭელი, რომლიდანაც სვამს სასმელს–მისთვის მოასწავებს გატაცებებსა და ბოჰემურ ცხოვრებას.

სასტუმრო - თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.
თუ თქვენს თავს ხედავთ სასტუმროს უფროსად, ცხადში გელით იდუმალი ბედი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეგეძლოთ. თუ სიზმარში მუშაობთ სასტუმროში, სინამდვილეში შეგეძლოთ გეშოვათ იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიდრე ახლა გაქვთ. სიზმარში სასტუმროს ძებნა–მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის გზაზე ვიღაც დაბრკოლებას შეგიქმნით

სასწორი - თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება

სატაცური - სატაცურის ფოთლები კეთილდღეობის ნიშანია. იგი სიყვარულსა და ოჯახში სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში სატაცურს მიირთმევთ, საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებები გელით.

სატრფო, შეყვარებული - თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება

საუზმე - ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია

საფარი - სიზმარში, რომელშიც თავს გესხმიან საფარიდან, ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით იმალება ხიფათი, რომელიც თავის დროს უცდის და თუ არ მიიღებთ უსაფრთხოების ზომებს–პრობლემები შეგექმნებათ. როცა საათობით წევხართ საფარში და ცდილობთ შურისძიებას, ე.ი. მზად ხართ, თქვენი მეგობრების მოტყუებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე, ჩაიდინოთ უღირსი საქციელი

საფეხურები - მაღლა მიმავალი საფეეხურები თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო გარდაქმნებს მოასწავებენ. ქვემოთ მომავალი საფეხურები–საქმეებში და სიყვარულში წარუმატებლობაა. თუ სიზმარში საფეხურებიდან ჩამოვარდით, ცხადში თქვენს თავზე გამოცდით შურსა და ბოროტებას. ფართო და ლამაზი კიბეები მოასწავებენ წარმატებასა და სიმდიდრეს. თუ სიზმარში კიბეებზე ჩამომავალი ადამიანები დაგესიზმრათ, თქვენს სიხარულს უსიამოვნო ამბები შეცვლიან. თუ საფეხურებზე ზიხართ, სიხარული მხოლოდ იშვიათად გეწვევათ

საფირონი - საფირონი–სოლიდურ მოგებას მოასწავებს. თუ ქალს საფირონი დაესიზმრა, მას შეუძლია თავისი შეყვარებულის მიმართ მეტი მომთხოვნელობა გამოიჩინოს.

საფოსტო მარკები - საფოსტო მარკები საქმეების მოწესრიგებას და სამსახურში დაწინაურებას მოასწავებენ. თუ სიზმარში იყენებთ გაცრეცილ მარკებს–ცხოვრებაში წინდაუხედავი საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს რეპუტაციას. მარკების შეგროვება–მალე თქვენ საქვეყნოდ ცნობილი გახდებით. დახეული მარკები–რთულ ცხოვრებისეულ გზას მოასწავებენ

საფრთხე - თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს

საფულე - თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ

საფურთხებელი - ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გაიძულებთ საქმეებზე უარის თქმას. საფურთხებელში გადაფურთხება–ცხადში თქვენი რეპუტაციის შელახვას ნიშნავს.

საქორწინო კაბა - საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს

საქსოვი დაზგა - თუ თქვენ სიზმარში საქსოვი დაზგის მუშაობას ადევნებთ თვალყურს, მაშინ, რეალურ ცხოვრებაში, თქვენი თავის მიმართ გაღიზიანება და წყენა გელით. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ დაზარალდებით უაზრო ჭორების გამო. თუ გესიზმრებათ, რომ დაზგასთან ლამაზი ქალი ზის, მაშინ სიყვარულში სრული წარმატება გელით.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ის მუშაობს ძველებურ საქსოვ დაზგაზე, მას ეყოლება შეძლებული ქმარი და შესანიშნავი შვილები, რომელიც მის ცხოვრებას ბედნიერს გახდიან. გაუმართავი დაზგა იმის მომასწავებელია, რომ ვიღაცის ჯიუტობა გახდება თქვენი უამრავი საზრუნავის მიზეზი

საღამო - საღამოს მოახლოების შეგრძნება აუხდენელი ოცნებების მანიშნებელია–თქვენი ბოლო მოქმედებები არასწორია. ვარსკვლავებით მოჭედილი ნათელი საღამოს ნახვა ნიშანია სწრაფი განცდისა , რომელიც მალევე შეიცვლება დიდი წარმატებით. შეყვარებულებისათვის საღამოს გასეირნება ცუდი ნიშანია–ერთ–ერთი მათგანი შეიძლება მოკვდეს

საღებავები - ახალშეღებილი სახლის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ჩანაფიქრის წარმატებით შესრულებას. თუ თქვენი კაბა საღებავებითაა გასვრილი–ცხადში გელით სხვა ადამიანთა დაუფიქრებელი განსჯით გამოწვეული უსიამოვნებანი. თუ თქვენ ღებავთ რაიმეს ფუნჯით, ე.ი. სავსებით კმაყოფილი იქნებით თქვენი ახლანდელი საქმიანობით.
ზეთის საღებავით შესრულებული ნახატის ნახვა ნიშნავს, რომ მეგობრები თქვენ მიმართ არასწორ პოზიციას დაიკავებენ, თქვენ კი აღმოაჩენთ, რომ კმაყოფილება მაცდურია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხატავს სურათს ზეთით–მას მოელის იმედგაცრუება შეყვარებულისაგან, რომელიც მალე მოძებნის მის შემცვლელს. ქსოვილის შეღებვის ნახვა ცუდიცაა და კარგიც–გააჩნია საღებავის ფერს. კარგია–ცისფერი, წითელი და ოქროსფერი

საყურე - საყურე სიზმარში სასიამოვნო ამბები და საინტერესო სამუშაოა. გატეხილი საყურე–ჭორებია, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებენ

საშრობი ქაღალდი - საშრობი ქაღალდი ნიშნავს, რომ ვიღაც შეეცდება მოტყუების გზით მეგობრის საიდუმლო გამოგძალოთ. გამოყენებული და დახეული საშრობი ქაღალდი–ოჯახში ხანგრძლივი უთანხმოებაა

საჩუქარი - სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ ძვირფასი საჩუქარი აჩუქეს, იგი შეძლებულ და დადებით პიროვნებას გაყვება ცოლად. დაბადების დღის საჩუქარი ყოველმხრივი წარმატებისა და გამარჯვების საწინდარია. თუ თქვენ რაიმე იუბილესთან დაკავშირებით ჩუქნით ვინმეს საჩუქარს, ცხადში ეს ადამიანი თქვენი მხრიდან პატივისცემით არ სარგებლობს

საცობი, ტივტივა - სიზმარში საცობის მოხსნა–ცხადში სწრაფად მიაღწევთ კეთილდღეობას; ბოთლის დახურვა თქვენი ცხოვრების მოწესრიგებასა და საქმეების კარგ ორგანიზებას ნიშნავს. სამედიცინო საცობი–ავადმყოფობისა და ტყუილი ძალისხმევის ნიშანია.
თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შამპანურს ხსნის, იგი ლამაზ, მხიარულ, მდიდარ და ყურადღებიან ადამიანს შეხვდება, მაგრამ მან უნდა იზრუნოს თავის რეპუტაციაზეც და უნდა უსმინოს მშობლების რჩევას. ტივტივა წყნარ მდინარეზე წარმატების ნიშანია, თუ წყალი ღელავს–გელით უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა

საცხობი - საცხობი სიზმარში–მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ და ეს თქვენს სამახურსა და კარიერას ეხება–უსიამოვნებები ყველა ნაბიჯზე გელოდებათ. თუ ქალს ესიზმრება, რომ საცხობში მუშაობს, იგი ცხადში შეიძლება ძლიერ დაზარალდეს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს.

საძინებელი - ახალთახალი საძინებელი ნიშნავს შორეულ ქვეყნებში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად მოგზაურობას

საწამლავი - თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.
თუ სიზმარში საწამლავიანი ბოთლი გადააგდეთ, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ საქმეების საწარმოებლად.
თუ თქვენი ახლობლები ან შვილები საწამლავით დაზარალდნენ, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ უბედურება თქვენთვის მოიცლის. თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარია მოწამლული ე.ი. ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ საწამლავს სამედიცინო დანიშნულებით იღებთ, ცხადში რაღაც სარისკო საქმეს შეეჭიდებით.

საწოლი - ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას.
საკუთარი თავის ნახვა საწოლში, უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს.
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი წევს ლოგინში ფერმკრთალი და ავადმყოფი, ცხადში თქვენს მეგობრებს ელით უცნაური და სახიფათო გართულებანი, რომელიც თქვენ დაგადარდიანებთ. თუ დედას ესიზმრება, რომ მისი შვილი შარდს ვერ იკავებს, ეს მოასწავებს მისთვის დიდ მღელვარებას და ნერვულ დაავადებას, რომელიც, სამწუხაროდ, ძნელად განიკურნება. სველი ლოგინის ნახვა ყველასათვის მოასწავებს ავადმყოფობას და საქმიანობაში დამყარებული წესრიგის დარღვევას

საჭე - საჭე სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ცხადში სასიამოვნო მოგზაურობა და ახალი ნაცნობობა გელით. გატეხილი საჭე ავადმყოფობას მოასწავებს

საჭმლის მომზადება - თუ თქვენ სიზმარში რაიმეს საჭმელს ამზადებთ–სტუმრები გეწვევიან. თუ სიზმარში სადილის მომზადებისას რაიმე გიშლით ხელს, ცხადში იმედგაცრუება გელით

სახე - თქვენ ირგვლივ ნათელი, ბედნიერი სახეების ნახვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოღუშული, ულამაზო სახეებია–მოსალოდნელია საშიშროება. სარკეში საშიში სახის ნახვა ახალგაზრდა ადამიანებს მოასწავებთ ჩხუბს. შეყვარებული თუ თავის მიჯნურს ნახავს მოხუცად–დაცილების მაუწყებელია.
სიზმარში უცნობი, იდუმალი სახის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ უბედურებისა და მტრების ტყვეობაში ხართ. თუ თქვენი სახის ანარეკლს ხედავთ სარკეში ე.ი. თქვენი დაუდევრობითა და მოუქნელობით კიდევ ერთხელ ვერ შეძლებთ დაწყებულის დამთავრებას და დაკარგავთ მეგობართა პატივისცემას

სახლი - თუ სიზმარში მიხვედით თქვენს ძველ სახლში–ცხადში გელით კარგი ახალი ამბავი. მიტოვებული სახლი გაფრთხილებთ ავადმყოფობის ან ახლობლის სიკვდილის შესახებ. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი სამწუხაროა: ის დაკარგავს ძვირფას მეგობარს. თუ მიხვედი შენს ძველ სახლში, რომელიც დაგხვდა მყუდრო და სასიამოვნო მდგომარეობაში–ნიშანია ჰარმონიისა და ბარაქიანობისა ახლანდელ ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში კარგი რეზულტატისა

სახლის მონატრება - სევდა სახლზე, რომელსაც თქვენ გრძნობთ სიზმარში, ნიშნავს, რომ გარემოებები ხელს შეგიშლიან სამოგზაუროდ წასვლაში, რომელზეც თქვენ დიდი ხანია ოცნებობდით

სახრჩობელა - თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს ახრჩობენ სახრჩობელაზე–გაფრთხილებაა: თუ გინდათ უბედურება, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება რაღაც უჩვეულოდ ძნელ საქმეზე. თუ თქვენს თავს ნახავთ სახრჩობელაზე–დაზარალდებით პირფერი მეგობრებისაგან.
თუ ახალგაზრდა ქალი თავის შეყვარებულს ხედავს სახრჩობელაზე, მაშინ ის გათხოვდება უპრინციპო ადამიანზე. თუ თქვენ ვიღაცას იხსნით სახრჩობელასაგან–მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობთ. თუ სიზმარში თვითონ კიდებთ სახრჩობელაზე მტერს–წარმატება გექნებათ ყველა საქმეში

სახურავი - სიზმარში თუ აღმოჩნდებით სახურავზე–ნიშანია უზარმაზარი წარმატებისა. თუ შეშინდით და ეცემით–რეალურ ცხოვრებაში წარმატების გზაზე ვერ შეძლებთ თქვნი პოზიციების გამყარებას. თუ გესიზმრებათ დანგრეული სახურავი–გელით მოულოდნელი უბედურება.
სიზმარში თუ სახურავზე გძინავთ, სინამდვილეში მოგიწევთ თავდაცვა მტრებისა და ცრუ მეგობრების ხრიკებისაგან; ასევე, იქნებით ჯანმრთელი. სახურავის აშენება ან შეკეთება ასევე უდიდესი წარმატების საწინდარია

საჯინიბო - საჯინიბოს დასიზმრება გპირდებათ წარმატებასა და სასიამოვნო საზოგადოებას. თუ გესიზმრებათ ცეცხლმოკიდებული საჯინიბო–ელოდეთ ან სასიამოვნო ცვლილებებს ან სასიხარულო მოვლენას ცხოვრებაში

საჰაერო ბურთი - ეს სიზმარი მოასწავებს უბედურებასა და იმედების მოსპობას. თქვენი საქმიანობა გაცამტვერდება. საჰაერო ბურთით ასვლა მოასწავებს უიღბლო მოგზაურობას

სეიფი - სეიფი–თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობისა და იმედის სიმბოლოა, მაგრამ თუ სიზმარში მის გახსნას შეეცდებით, იმედგაცრუება გელით–თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმე არ ასრულდება; თუ მაინც გახსენით სეიფი და იგი ცარიელი აღმოჩნდა, მოსალოდნელია უბედურება

სელაპი - თუ სელაპი დაგესიზმრათ, ე.ი. ცდილობთ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის დაკავებას, რომელიც სინამდვილეში არ შეესატყვისება თქვენს შესაძლებლობებს–ეცადეთ თავი დააღწიოთ ზედმეტ პატივმოყვარეობას

სელი - სიზმარში სელის ნახვა ნიშანია წარმატებული მეწარმეობისა და აწყობილი საქმეებისა

სერენადა - თუ სიზმარში სერენადა ჩაგესმათ, თქვენი მეგობრის შესახებ დიდი ხნის ნანატრ ამბავს შეიტყობთ. თუ თავად მღერით სერენადას სიზმარში–თქვენს წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გაიშლება

სესხება - თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას

სეტყვა - სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია

სექტა - თუ სიზმარში სექტანტები დაგესიზმრათ, საქმეში წინდაუხედაობას გამოიჩენთ და შეყვარებულის მიმართაც გული გაგიცივდებათ. თუ თავად ხართ სექტის წევრი, ცხადში უარს იტყვით ძველ ნაცობებზე და ბედნიერების საძიებლად შორეულ ქვეყნებში მოგიწევთ წასვლა

სვირინგი - თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს

სიამოვნება, ტკბობა - სიზმარში საყვარელ ადამიანთან შეხვედრით ან სასიამოვნო სამუშაოთი გამოწვეული სიამოვნება, ლამაზი პეიზაჟით ტკბობა–გპირდებათ ასეთსავე სიხარულს ცხოვრებაში

სიბეცე, ახლომხედველობა - თუ გოგონა ხედავს, რომ ახლომხედველია, ე.ი. მას მალე გამოუჩნდება ახალი კონკურენტი. ეს, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს არასასურველი სტუმრის ვიზიტს

სიგიჟე - თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე

სიდრი - სიდრის დალევა ცხადში წარმატების ნიშანია. თუ სხვები სვამენ სიდრს, მეგობრები თქვენ მიმართ არაგულწრფელნი იქნებიან

სიზარმაცე - თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს

სიზმარი - თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს.
თქვენს სიზმარში მძინარე ადამიანები–ე.ი. ნებისმიერი საშუალებით შეეცდებით ვიღაცის კეთილგანწყობის მოპოვებას. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანის გვერდით წევხართ, თქვენი შეყვარებულისაგან იმედგაცრუება გელით. თუ გოგონა თავის შეყვარებულთან წევს, ცხოვრებაში იგი არ უნდა იყვეს ზედმეტად დამთბობი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნებების მსხვერპლი გახდება.
აბდაუბდა სიზმარი ჩვეულებრივ არის გარემოების ცვლილებით გამოწვეული ნერვიულობისა და მღელვარების უკიდურესი ხარისხი

სიკვდილი - თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.
ცხადში კი ასეთი სიზამარი იმაზე გაფრთხილებთ, რომ დადებითმა ემოციებმა შეიძება უარყოფითი გამოდევნოს. შეიძება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი: ადამიანს თავისი მეგობარი მომაკვდავი დაესიზმრა, ცხადში კი ეს სიზმარი ადამიანს აფრთხილებს, დაუფიქრებელი საქციელისაგან თავი შეიკავოს. თუ სიზმარში მისი მეგობარი კვდება, ეს იმის ნიშანია, რომ მას შეუძია წინააღმდეგობები გადალახოს.
სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ, თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ "მე"–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.

სიკვდილით დასჯა - სიზმარში სიკვდილით დასჯის ნახვა ნინავს, რომ თქვენ დაზარალდებით ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო. თუ ნახეთ, რომ თქვენ თვითონ მიჰყავხართ დასასჯელად და მხოლოდ სასწაულმა გიხსნათ სიკვდილისაგან–იმის მაუწყებელია, რომ გაიმარჯვებთ იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურდა

სიკვდილის ემბლემა- თუ სიკვდილის ემბლემა დაგესიზმრათ, ცხადში კარგად უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ან თქვენი მტრები შეეცდებიან სულიერი წონასწორობა დაგაკარგვინონ. თუ ამ ნიშანს ხედავთ ანონიმურად გამოგზავნილ სამგლოვიარო შეტყობინებაზე, მოვლენები, რომლებიც საწყენი გეგონათ, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის სასიკეთოდ შემობრუნდება

სილამაზე - სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი.
თქვენი თავი ნახოთ ლამაზად–ე.ი. ცხადში წარმოუდგენლად პირფერი იქნებით. სხვები ნახოთ ლამაზად, ე.ი. თქვენ ისარგებლებთ თავქარიანი ხალხის ნდობით

სიმდიდრე, ფუფუნება - სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება

სიმინდი - სიზმარში სიმინდის ტაროს გარჩევა ნიშნავს, რომ გელით წარმატება და კმაყოფილება. თუ ხედავთ, რომ სხვები არჩევენ სიმინდს–ნათესავების ან მეგობრების წარმატებით გამოწვეული სიხარულის მაუწყებელია

სიმსუქნე - თუ დაგესიზმრათ, რომ გასუქდით, თქვენ სასიამოვნო ცვლილებები გელით. მსუქანი ადამიანი სიზმარში გალაღებას გპირდებათ.
თუ სიზმარში თქვენს თავს მსუქნად ხედავთ, ცხადში საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ქონება; მაგრამ თ გეჩვენებათ, რომ ზედმეტად გასუქდით, დაფიქრდით, ხომ არ უნდა გადახედოთ თქვენს მორალურ პრინციპებსა და ცხოვრების წესს. თუ გესიზმრებათ მსუქანი ხალხი, მაშინ თქვენთვის მალე დადგება აქტივობისა და აყვავების დრო

სიმღერა, სიმღერები - თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით.
სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.

სიმშვიდე - სიმშვიდის შეგრძნება–ხანგრძლივ, მშვიდ ცხოვრებასა და ბედნიერ სიბერეს გიქადით

სინაგოგა - თუ თქვენ სინაგოგა დაგესიზმრათ, ე.ი. წარმატების გზაზე გავლენიანი მტრები გადაგეღობებიან. თუ სინაგოგის კედლებზე ადიხართ, ცხადში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ სიზმარში ძველებურად ხელნაწერებს კითხულობთ, თქვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ მისგან თავდაღწევას მოახერხებთ

სინათლე - სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს

სინდისი - თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება

სინესტე - სიზმარში სინესტის შეგრძნება კონკურენტებთან საშინელ დამარცხებას ნიშნავს

სირაქლემა - ეს სიზმარი თქვენ ფარულ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს: ან ინტრიგების მოყვარული ხართ, ან ჩუმად აგროვებთ ფულს და გრცხვენიათ, რომ ამაში საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ. სირაქლემის სიზმარში დაჭერა–ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც თქვენს ინტელექტუალურ დონეს საგრძნობლად აამაღლებს

სისასტიკე - სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს

სისუსტე - სისუსტის გრძნობა სიზმარში–სულიერი აფორიაქების ნიშანია. ასეთი სიზმრის შემდეგ თქვენ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცხოვრების წესს უნდა გადახედოთ

სისხლი - სიზმარში სისხლდენის ნახვა მიმანიშნებელია ვიღაცის ავადმყოფობისა, ან სულაც, უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილისა. შესაძლოა, იყოს ბოროტი ხმების ან უბედურების მაუწყებელი.
სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე, რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.

სიტყვაში გამოსვლა - სიზმარში მთავრობის წევრის გამოსვლის მოსმენა–მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. ვინმეს ოფიციალური სიტყვის განხილვა–საქმეში მოულოდნელი გართულების მომასწავებელია. თუ სიზმარში ვიღაცის სიტყვას იმეორებთ, ცხადში, დასახული მიზნის მისაღწევად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდებით

სიქაჩლე - მელოტი ადამიანის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ ვიღაც თაღლითს თქვენი გეგმების ჩაფუშვა სურს. თუ ფხიზლად იქნებით, ის ამას ვერ შეძლებს. თუ კაცი ხედავს ქაჩალ ქალს–მას ეყოლება ანჩხლი ცოლი. მოტიტვლებული მთა ან ბორცვი მოასწავებს შიმშილსა და განსაცდელს. თუ ქალი სიზმარში ხედავს მელოტ მამაკაცს, დიდი გონიერების გამოჩენა დასჭირდება, რათა თავი აარიდოს ხელის თხოვნის არაგულწრფელ წინადადებას. ბავშვების უთმო თავები ნიშნავს, რომ თქვენ გელით ოჯახური ბედნიერება და სახლი–სავსე ფიალა

სიყვარული - სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ.
ცოლ–ქმარი თუ ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, ეს ნიშნავს უდიდეს ოჯახურ ბედნიერებას და საყვარელ ბავშვებს, რომლებიც მათ სიხარულს მოუტანენ.
მოსიყვარულე მშობლების ნახვა–ნიშნავს ხასიათის სიმტკიცეს, აგრეთვე წარმატებისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევის მუდმივ მცდელობას.
ცხოველების სიყვარული სიზმარში კარგი ნიშანია, რომელიც მიუთითებს ცხოვრების კმაყოფილებაზე, თუმცა შესაძლოა, თქვენ ასე არ ფიქრობდეთ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ბედი დაგასაჩუქრებთ იმით, რაც თქვენს სულს ბედნიერებით აღავსებს

სიშიშვლე - თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები.
თუ თქვენ მოულოდნელად შენიშნეთ საკუთარი სიშიშვლე და ცდილობთ მის დაფარვას რაღაცით–დაგტანჯავთ წინააღმდეგობა წესიერების თაობაზე და საკუთარ შეხედულებასა და აკრძალულის სურვილს შორის. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აღაფრთოვანა საკუთარი სხეულის სიშიშვლემ, რეალურ ცხოვრებაში იგი მამაკაცთა პატივისცემას დაიმსახურებს, თუმცა არა ხანგრძლივად; და მაინც, მისი მომხიბვლელობა წარმატების საწინდარია.
თუ მას ესიზმრება, რომ მისი აგებულება არ არის მომხიბვლელი, რეპუტაცია შეელახება სკანდალური შემთხვევით. თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი შიშველი ბანაობს სუფთა წყალში, ელის საიდუმლო სიყვარული, რისთვისაც დაისჯება ავადმყოფობით ან დაკარგავს მომხიბვლელობას. თუ ესიზმრება სუფთა წყალში მობანავე შიშველი მამაკაცები–მას ბევრი თაყვანისმცემლები ეყოლება: თუ წყალი მღვრიეა, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მასზე ცუდ ჭორებს გაავრცელებს

სიცივე - თუ დაგესიზმრათ, რომ შეგცივდათ, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ

სიცილი - თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ

სიცხე, ციებ–ცხელება - თუ სიზმარში გაქვთ ციებ–ცხელება, ცხადში ტყუილუბრალოდ კარგავთ ძალასა და ენერგიას, რადგან თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გვერდს გივლით; ამიტომ, აუციელბელია თავი ხელში აიყვანოთ და იპოვოთ ღირსეული სამუშაო. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ოჯახში ვიღაცა ციებ–ცხელებითაა ავად, ცხადში ვიღაც ახლობელი ნამდვილად ავად გახდება

სიძულვილი - თუ სიზმარში ვინმე გძულთ, ცხადშიც ასეთივე განცდა გექნებათ ამ ადამიანისადმი და, რაც მთავარია, თქვენ ამის საფუძველი გექნებათ.
თუ გესიზმრებათ, რომ გარშემომყოფებს სძულხართ, თქვენს კეთილ ზრახვებს ეგოიზმი და სიმკაცრე გაანადგურებენ.
თუ ქალს ესიზმრა, რომ ის საყვარელს სძულს– შეუყვარდება მისთვის შეუფერებელი ადამიანი; ეს სიზმარი სიფრთხილეზეც მიანიშნებს, რადგანაც, შეიძლება, საკუთარი საქციელით ახლობელს ავნოს

სიძუნწე - თუ სიზამრში ძუნწი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ სხვისი ეგოიზმის გამო თქვენ ბედნიერებასა და ნამდვილ სიხარულს ვერ შეიგრძნობთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მისი შეყვარებული ძუნწია, ცხადში იგი თავისი ხასიათის მეშვეობით შეძლებს უფრო მდიდარი ადამიანის სიყვარულის მოპოვებას. თუ სიზმარში თავად ავლენთ სიძუნწეს, ეს საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ნიშნავს. თუ სიზმარში რომელიმე თქვენი მეგობარი ძუნწი გამოდგა, ცხადში ნათესავები ძალიან მოგაბეზრებენ თავს

სიწითლე - თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი წითლდება, მას უსამართლოდ დასდებენ ბრალს. თუ სიზმარში სხვა ვინმე წითლდება, მალე იგი მეგობრების პატივისცემას დაკარგავს და დაცინვის ობიექტი გახდება

სიხარული - სიზმარში სიხარულის გრძნობა დიდ სიყვარულსა და მეგობრების მხარდაჭერას ნიშნავს

სკამი - სიზმარში ნანახი სკამი ნიშნავს, რომ თქვენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებთ და სერიოზული დანაკარგები გექნებათ. თუ დაგესიზმრათ სკამზე გაუნძრევლად მჯდომი თქვენი მეგობარი, მის შესახებ საწყენ ამბებს გაიგებთ.
თუ სკამზე ზიხართ, ეცადეთ თქვენს მევალეებს არ ენდოთ. თუ გესიზმრებათ სკამზე მჯდომი ადამიანები, ე.ი. ცხადში მეგობრებთან არსებული უსიამოვნებები სწრაფად გაირკვევა

სკვერი, ბაღი - სკვერი სიზმარში ვიღაცის სასარგებლოდ თქვენი იმ გეგმების შეცვლას გულისხმობს, რომლებსაც დიდხანს ელოლიავებოდით და შესაძლოა ამან თქვენს ინტერესებს ავნოს

სკი პიდარი - სკი პიდარი–სამსახურში მოულოდნელ სირთულეებს ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ სკი პიდარით ვინმეს ჭრილობებს უმუშავებს, ცხადში იგი ბევრი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებს

სკოლა - თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ.
თუ სკოლის მასწავლებელი დაგესიზმრათ, ეს მიანიშნებს წყნარი ცხოვრებისადმი თქვენს სიყვარულზე. იგი ცხოვრების მცირედი სიხარულისადმი სიყვარულს ნიშნავს. თუ მოსწავლეებს ხედავთ ეზოში, ნელი, მარამ მტკიცე სამსახურებრივი წინსვლა გელოდებათ

სმა (სპირტიანი სასმელების) - თუ სიზმარში სასმელი შემოგთავაზეს–სიმდიდრის გამო ჩხუბი გელოდებათ. თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა თავი დაანებეთ სმას, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოსწორდება და დიდი შემოსავალი გელით.

სოკო - თუ გესიზმრებათ სოკოები, ეს ნიშნავს არც თუ ისე კეთილგონივრულ სურვილსა და გაცხარებულ მცდელობას გამდიდრების მისაღწევად–თქვენ შეიძება გაგიტაცოთ საეჭვო კმაყოფილებამ, რაც სასამართლომდე მიგიყვანთ. სოკოსაგან მომზადებული საჭმელი თქვენს მაგიდაზე–დამცირება და სამარცხვინო სიყვარულია. ასეთი სიზმარი ქალს მოუწოდებს მომავალში თავისი ღირსების დაცვისაკენ

სოუსი, საწებელი - სოუსის მირთმევა სიზმარში–ჯანმრთელობაში პრობლემებს მოასწავებს

სოფელი - სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია

სპექტაკლი, წარმოდგენა - თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს

სპილენძი, თითბერი - სპილენძი და სპილენძის ნაწარმი მოასწავებს წარმატებულ და მყარ კარიერას, თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია საკუთარი ძალებით დაეჭვება და არასწორი ნაბიჯის გაკეთების შიში

სპილო - თუ სიზმარში სპილოზე ზიხართ და მიდიხართ, ეს დიდძალ ქონებასა და გარშემომყოფთაგან დამსახურებულ პატივისცემაზე მიუთითებს. თქვენ მაღალი ავტორიტეტი გექნებათ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. სპილოების ჯოგი მიუთითებს თქვენს განსაკუთრებით მყარ მდგომარეობაზე, სიზმარში სპილოს მოშორებით ნახვა მიუთითებს თქვენს განსაკუთრებულ სიკეთესა და საზოგადოების თვალში მაღალ ავტორიტეტზე

სპილოს ძვალი - სპილოს ძვლის ანწარმი უსიამოვნებებია, მაგრამ ეს თქვენს სიხარულს ვერ შეასუსტებს

სრიალი - სიზმარში სრიალი საქმეებში გაცრუებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი ღალატს უქადის. თუ დაგესიზმრათ, რომ ხალახიან ციცაბოზე სრიალებთ, თქვენ ცრუ დაპირებებით მოგატყუებენ

სტამბა - თუ სიზმარში სტამბაში აღმოჩნდებით, ცხადში ცილისწამებლებს მოერიდეთ. თუ გესიზმრებათ, რომ საბეჭდ დაზგასთან მუშაობთ, თქვენი მომავალი ადვილი არ იქნება

სტვენა - თუ სიზმარში სტვენა გესმით, ცხადში არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რომელიც გეგმების შეცვლას და გართობაზე უარის თქმას გაიძულებთ. თუ თავად უსტვენთ სიზმარში, ცხადში სასიამოვნო მოულოდნელი თავგადასავალი გელოდებათ. ქალისთვის ეს სიზმარი იმაზე მიანიშნებს, რომ თავისი თავქარიანობის გამო შესაძლებელია ისეთი შემთხვევა გაუშვას ხელიდან, რასაც მთელი გულით ელოდა. თუ დაგესიზმრათ ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მელოდიის მოტივს ხმამაღლა უსტვენს, თქვენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულება უარყოფითისაკენ შეიცვლება

სული - თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს.
სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა, იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.

სუნამო - სუნამოს არომატი სიზმარში ნიშნავს სასიამოვნო თავგადასავალს. თუ სიზმარში ხმარობთ სუნამოს, ე.ი. ცხადში ენდობით ცბიერ ადამიანს. თუ სიზმარში სული შეგიხუთათ სუნამოს არასასიამოვნო სუნმა–ეს მაუწყებელია სულიერი სიცარიელისა, რომელიც წარმოიშვება გადამეტებული უაზრო გართობით. სუნამოს დაღვრა საწყენი ნიშანია– თქვენ სპობთ თქვენი სიხარულის წყაროს, სუნამოს გატეხილი ფლაკონი ნიშნავს, რომ თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებას ბოლო მოეღება, თუმცა უკვე ახდენილს, თუნდაც დღეს, აღარაფერი ემუქრება.
ესენციის შეძენა კეთილის მომასწავებელი ნიშანია. თქვენი თანამშრომლები იქნებიან ძალიან სასიამოვნო ადამიანები. ქალისათვის სიზმარში არომატული ვანის მიღება ნიშნავს ცხადში რაღაც ამაღელვებელ საქმეს. მამაკაცისაგან საჩუქარად სუნამოს მიღება გპირდებათ რისკთან დაკავშირებულ კმაყოფილებას

სუნთქვა - ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ.
თუ სიზმარში ღრმად ჩაისუნთქავთ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება, სინამდვილეშიც გელით მოულოდნელი მწუხარება, რომელსაც შეამსუბუქებს გამაწონასწორებელი მდგომარეობა. სიზმარში ვიღაცის ოხვრის მოსმენა ცუდი წინასწარმეტყველებაა: თქვენი საყვარელი მეგობრის შეცდომა მძიმე ტვირთად დააწვება თქვენს გულს

სურა, დოქი - გამჭვირვალე სითხით სავსე დოქების დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენს კეთილდღეობაზე მარტო თქვენ არ ზრუნავთ. ძველებურად გარშემორტყმული იქნებით ერთგული მეგობრებით, რომელთაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბოლომდე. ცარიელი დოქები მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი საქციელი მეგობრებს დაგაკარგვინებთ.
დამსხვრეული დოქები მოასწავებენ ავადმყოფობას და წარუმატებლობას საქმეში. თუ სიზმარში თქვენ ღვინოს სვამთ დოქიდან, ეს მიგანიშნებთ ხანგრძლივ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ თქვენ იმყოფებით კარგ საზოგადოებაში, ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული და ოპტიმიზმით სავსე. დოქიდან არასასიამოვნო სითხის დალევა–გამოცდით დიდ იმედგაცრუებას თქვენი იმედების განადგურების გამო.

სურათი, ნახატი - თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად.
სურათის ყიდვა–უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას.
თუ სიზმარში გარს გარტყიათ ძველი და თანამედროვე ოსტატთა გრავიურები, თქვენ შეპყრობილი ხართ უდიდესი მიღწევების ძლიერი სურვილით, რომელთან შედარებითაც თქვენი წარმატებები არარაობად გეჩვენებათ

სურო - სურო ხეებზე და სახლის კედლებზე ნიშნავს ჯანმრთელობასა და სიხარულს. ახალგაზრდა ქალისთვის სურო დამსახურებული წარმატების ნიშანია მომავალში. სურო მთვარის შუქზე–საიდუმლო შეხვედრას ნიშნავს. გამხმარი სურო ნიშნავს, რომ ნიშნობა არ შედგება და თქვენ სევდა გელით

სუფრა, მაგიდა - სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ.
თუ სიზმარში მაგიდა უცაბედად მოძრაობას იწყებს, თქვენ სერიოზული სულიერი კრიზისის გადატანა მოგიწევთ. გატეხილი მაგიდა უარესობისაკენ ცვლილებებს მოასწავებს. თუ სუფრაზე კაკუნი გესმით, ცხადში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ გული ხომ არ გაგიცივდათ; თუ ეს ასეა, შეეცადეთ, შეცვალოთ თქვენი მათდამი დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს დაკარგავთ.
საწერი მაგიდა გაფრთხილებთ, რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს

სუფრის მოწყობილობა, დანა–ჩანგალი - დანა–ჩანგალი ნიშნავს, რომ სახლის საქმიანობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. თუ დაგესიზმრათ, რომ დაგეკარგათ სუფრის მოწყობილობა, ცხადში რაიმე ცუდ საქციელს მოგაწერენ. თუ სიზმარში კოვზი ან სხვა რაიმე ნივთი მოიპარეთ, შეეცდებით წვრილმანი შენიშვნებით ახლობლებს ცხოვრება გაუმწაროთ. გატეხილი ან ჭუჭყიანი სუფრის მოწყობილობა დანაკარგისა და უბედურების მომასწავებელია. სუფთა სუფრაზე ლამაზად დაწყობილი ჭურჭელი ცხადში დღესასწაულზე მხირულებას გიქადით, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია

სხვენი, მანსარდა - თუ სიზმარში სხვენზე აღმოჩნდით, ე.ი. თქვენს იმედებს ასრულება არ უწერიათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მანსარდაში ძინავს, ცხადში მის მიერ არჩეული საქმიანობა კმაყოფილებას არ მოუტანს.
თუ სიზმარში სხვენში ადიხართ, ე.ი. მოქმედების მაგივრად თეორიულ საკითხებს უფრო მეტ დროს უთმობთ; მაგრამ თუ თქვენ არც თუ ისე შეძლებული პიროვნება ხართ, ასეთი სიზმარი სასიკეთო გარდაქმნების მაუწყებელია. ქალი ასეთი სიზმრის შემთხვევაში, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს



ტალახი - თუ სიზმარში ხედავთ ახალმოხნულ ნიადაგს ყვავილებისა და ხეების ირგვლივ, ცხადში გელით გალაღება და კარგი ჯანმრთელობა. თუ ტანსაცმელი ტალახითა გაქვთ გასვრილი–დილით, სახლიდან გასვლამდე, გმართებთ გადამჭრელი ღონისძიების მიღება, რათა არ დაავადდეთ ინფექციური ავადმყოფობით. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ვიღაცა გესვრით ტალახს–მტრები შეეცდებიან ავნონ თქვენს რეპუტაციას

ტალღები - სიზმარში ტალღების ნახვა რაღაცის მანიშნებელია: თუ წყალი სუფთაა–გელით სერიოზული წინსვლა საქმეში, თუ ტალღები მღვრიე მდინარის ან მღვრიე ზღვისაა–გაფრთხილდით, რაიმე შეცდომა არ ჩაიდინოთ

ტანმოვარჯიშე - ტანმოვარჯიშის ნახვა საქმიანი ადამიანებისა და კომერსანტებისათვის ცუდის მაუწყებელია

ტანსაცმელი - ტანსაცმელი ბევრ რამეზე მეტყველებს, გააჩნია, როგორ მდგომარეობაში გესიზმრებათ იგი: მთელი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. არამოდური ტანსაცმელი ნიშანია საქმეებში თქვენი წარმატებისა, თუმცა ზედმეტად კონსერვატული ხართ.
თუ სიზმარში უარს ამბობთ მოდიდან გასულ ტანსაცმელზე–მალე შეიცვლით გარემოცვას, საქმიანობას და თვით სასიყვარულო კავშირებსაც კი; ერთი სიტყვით, თქვენ მთლიანად შეიცვლებით. თეთრი სამოსი ცუდი ცვლილებების მომასწავებელია, ხოლო თუ თეთრსამოსიან ნაცნობთან სეირნობთ, მას ელის ავადმყოფობა ან მწუხარება, თუმცა ეს არ ეხებათ ბავშვებსა და გოგონებს. მათ თეთრი სამოსი, პირიქით–სიხარულს ჰპირდება.
ყვითელი სამოსი ფინანსურ წარმატებას და საინტერესო გართობას გპირდებათ; უბრალოდ, ლამაზი, ყვითელი ნაჭერიც კი წარმატების მაუწყებელია; სხვა მხრივ, თუ მოჩვენება გესიზმრათ ყვითლებში ჩაცმული, მით უმეტეს, არაბუნებრივი ნათებით–უსიამოვნებებს ელოდეთ.
ცისფერი სამოსი ნაყოფიან მოღვაწეობას და მეგობართა მხარდაჭერას გპირდებათ. მწვანე ფერი–იმედის ფერია; თქვენ წარმატებას მიაღწევთ.
ჭრელი სამოსის ნახვა სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენი ბედი ცვალებადი იქნება. თუ სიზმარში სამოსი არ გიხდებათ, რაღაცის სიყვარულს დათმობთ. ზოგჯერ ასეთი სიზმარი საქმის არასწორ გაძღოლაზე მიუთითებს. თუ მოხუცი, ან პირიქით, ძალიან ახალგაზრდა კაცი გესიზმრათ ლამაზ კოსტიუმში გამოწყობილი–უსიამოვნო საქმეებით დაკავდებით, რაც ღელვის საგანი იქნება.
თუ ქალს სიზმარში თავისი სამოსი არ მოსწონს–ბევრი ცდა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის წარმოსაჩენად. თუ იგი აღფრთოვანებულია სხვა ქალების კაბებით–შეყვარებული შეურაცხყოფას მიაყენებს უსაფუძვლო ეჭვებისათვის. სიზმარში მორთულობის რომელიმე დეტალის დაკარგვა დაბრკოლების მაუწყებელია კომერციასა და სასიყვარულო ურთიერთობებში.
თუ გოგონას ესიზმრება საკუთარი თავი შავებით შემოსილი–მწუხარება და იმედგაცრუება ელის. თუ იგი ქალს ხედავს ჟოლოსფერ კაბაში სამგლოვიარო ვუალით–მას მოუწევს დათმობაზე წასვლა კონკურენტებთან, რომელსაც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა.
ჭუჭყიანი ან დახეული სამოსი ყოველთვის სიცრუესა და ვერაგობას ნიშნავს: უფრთხილდით უცნობებს. სამაგიეროდ, სუფთა–კეთილდღეობის მომასწავებელია. სიზმარში თუ ბევრი ნათელი სამოსი და მორთულობა გაქვთ, გაფრთხილებთ: იყავით უფრო წინდახედული, თორემ შეიძლება ყველაზე აუცილებელი რაიმეს გარეშე დარჩეთ. გოგონას ასეთი სიზმრის შემდეგ იმედები გაუცრუვდება.
ბამბის მსუბუქი ტანსაცმელი მიგანიშნებთ გარემოებების თქვენთვის არასახარბიელოდ წარმართვაზე. სამსაგიეროდ, ასეთი სამოსის შეკერვა კარგის მაუწყებელია. იგი გაუთხოვარ გოგონებს წარმატებულ გათხოვებას, ხოლო გათხოვილ ქალებს მყუდრო სახლსა და ოჯახში თანხმობას უქადით. თუ სიზმარში უშნოდ გაცვიათ, ჭორები შეგაწუხებთ. თუ რომელიმე მნიშვნელოვანი პირი ნახევრად ჩაცმული გესიზმრათ–ახლობელი ადამიანებისათვის უსიამოვნების მაუწყებელია. თუ მსგავს ფორმაში ჩვეულებრივი ადამიანი გესიზმრათ, სიხარულს მოკლებული იქნებით.

ტარანტული (ობობა) - თუ ტარანტული დაგესიზმრათ–თქვენი მტრები მზად არიან თქვენს დასაღუპად, ამიტომ იყავით წინდახედული. თუ ტარანტულს მოკლავთ, ცხადში დიდი ხნის უიღბლობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევთ წარმატებას

ტარსიკონი - ტარსიკონი მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოასწავებს. იგი ასევე საყვარელი ადამიანის ერთგულების ნიშანია

ტაქსი - ტაქსით მგზავრობა სიზმარში–ცხადში გპირდებათ მოკრძალებულ ქონებას (სიმდიდრეს). თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსით მგზავრობთ საღამოს ვინმე თანამგზავრთან ერთად, სინამდვილეში თქვენს ცხოვრებაში ისეთი საიდუმლოება გაჩნდება, რომელსაც მეგობრებს გულმოდგინედ დაუმალავთ. ტაქსით მგზავრობა ქალთან ერთად ხშირად სკანდალურ ისტორიას მოასწავებს, რომელიც თქვენს სახელთან იქნება დაკავშირებული. თუ გესიზმრებათ, რომ ტაქსის მძღოლი ხართ, თქვენი ხვედრი მძიმე ფიზიკური სამუშაოა და მდგომარეობის შეცვლის ნაკლები შანსები გაქვთ

ტაშტი (თასი) - ტაშტი სიზმარში სასიამოვნო საქმეს გპირდებთ. თუ გესიზმრებათ, რომ ტაშტიდან იბანთ, ცხადში თქვენი ბედი ისეთ ადამიანთან დაგაკავშირებთ, რომლითაც გატაცებული ხართ.
ჭუჭყიანი ან გატეხილი ტაშტი ნიშნავს, რომ ის საიდუმლო შეხვედრები უნდა მოინანიოთ, რომლებიც თქვენ მხოლოდ გართობისთვის გინდოდათ, ხოლო იმ ადამიანისათვის კი, ვისაც ხვდებოდით–სულიერი ტკივილია.

ტაძარი - დიდი კათედრალური ტაძარი გუმბათებით მიგანიშნებთ, რომ თქვენი ეჭვიანობის გამო ბევრი ტკივილის გადატანა მოგიწევთ. თუ სიზმარში ტაძარში შედიხართ, ცხადში მეგობრების რჩევით დიდ წარმატებას მიაღწევთ.
მღვდლის დასიზმრება ტაძართან გიქადით ოჯახურ უთანხმოებას და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას ბიზნესში.
ჯვრისწერა ნიშანია სამწუხარო მოვლენისა თქვენი მეგობრის ცხოვრებაში. ტაძარი სიზმარში მიგანიშნებთ და გაფრთხილებთ შესაძლო შეცდომაზე. ეს სიზმარი, ამავე დროს, შეიძება ნიშნავდეს სინანულსაც.

ტახტი - თუ გესიზმრებათ, რომ ლამაზ ტახტზე წევხართ და ესაუბრებით თქვენს შეყვარებულს, მაშინ ცხადში ეჭვიანი მოწინააღმდეგეების ვერაგობას მოერიდეთ–ისინი თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

ტბა - თუ ქალი სიზმარში მარტო მიცურავს ნავით მღვრიე და მღელვარე ტბაზე–მას წინ ცვლილებები ელოდება; ცხოვრება ანანებს მის მიერ ჩადენილ სისულელეებს და აიძულებს ქცევის ნორმების შეცვლას. თუ მღვრიე წყალი ფარავს ნავს, მაგრამ, ის, ვინც ამ სიზმარს ხედავს, მიაღწევს ნავმისადგომს, ე.ი. ის მალე გათავისუფლდება ცრუ ბრალდებებისაგან და მიაღწევს დაწინაურებასა და პატივისცემას.
თუ ქალს ესიზმრება, რომ ახალგაზრდა წყვილი რისკის ფასად მიაპობს მღვრიე ტალღებს, ეს ნიშნავს, რომ რომელიმე მისი მეგობარი ჩაიდენს არაკეთილშობილურ საქციელს, თუმცა შემდეგ ამას მოინანიებს. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად რაიმეთი ცურავთ სუფთა და წყნარ ტბაში–გელით სიმდიდრე და ბედნიერება, რომლისკენაც ასე მიილტვოდით.
კლდეებისა და გამხმარი ხეების გარემოცვაში მოქცეული მღვრიე ტბა გიქადით თქვენი გეგმების სევდიან დასასრულს. ასეთივე ტბა, მაგრამ ყვავილოვანი ნაპირით გარემოცული, მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მიმართოთ უსაფრთხო და საიმედო გზას. თუ ტბა წმინდაა, მაგრამ მცენარეები ნაპირებზე ნაკლებადაა ე.ი. თქვენს კეთილდღეობას ხელს უშლის თქვენივე დაუფიქრებლობა.
თქვენი ანარეკლი სუფთა ტბაში გპირდებათ სიხარულსა და კარგ მეგობრებს. წყალზე არეკლილი ფოთლების დანახვა სიყვარულში წარმატების სიმბოლოა; თუ გესიზმრებათ ტბის მკაცრი ბინადარნი, რომლებიც მუქარით გიახლოვდებიან–ტყუილად დაკარგავთ დროს, ჯანმრთელობასა და ძალებს, ვიდრე არ მიხვალთ დაგვიანებულ მონანიებამდე.

ტელესკოპი - ტელესკოპის ნახვა სიზმარში სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობებში არც თუ საუკეთესო პერიოდს მოასწავებს. შეიძლება სამსახურშიც უსიამოვნებები გელოდებოდეთ. თუ გესიზრებათ, რომ ტელესკოპით ვარსკვლავებს უყურებთ, მაშინ წინ წარმტაცი მოგზაურობა გელით, რომელსაც სერიოზული ფინანსური დანახარჯები მოჰყვება.
გატეხილი ტელესკოპი თქვენი ცხოვრების ჩვეული დინების დარღვევას ნიშნავს, რომელსაც უსიამოვნებები მოჰყვება

ტელეფონი - ტელეფონის დასიზმრება ცხადში ვიღაცის მხრიდან თქვენთვის ხელის შეშლას მოასწავებს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ტელეფენზე ლაპარაკობს, მაშინ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი შურიანი ხალხი ეყოლება, მაგრამ ის თავისი თავის დაცვას მაინც შეძლებს. თუ სიზმარში ტელეფონით ლაპარაკის ხმა ცუდად ისმის, ეს შეყვარებულის დაკარგვას ნიშნავს. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ ბოროტი ჭორების მსხვერპლი გახდებით

ტვირთი - თუ სიზმარში მიგაქვთ ტვირთი–ე.ი. იცხოვრებთ ხანგრძლივად დიდი ჯაფით, სიყვარულითა და გულმოწყალებით. თუ ტვირთის სიმძიმისაგან დაეცით–ვერ შეძლებთ მათ გამოკვებვას, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. სხვების ნახვა ასეთ მდგომარეობაში–მაუწყებელია მათი განსაცდელისა, ვინც თქვენთვის სულერთი არ არის.

ტილი - ტილი სიზმარში ნიშნავს მწუხარებას. ხშირად ეს სიზმარი გაფრთხილებთ მტრების მომაბეზრებელ თავდასხმებთან დაკავშირებულ ავადმყოფობასა და მსხვერპლზე

ტიპოგრაფი (სტამბის მუშა, მბეჭდავი) - ტიპოგრაფი დასიზმრება სიღატაკეში ჩავარდნის რისკს ნიშნავს, საჭიროა იზრუნოთ ეკონომიაზე და შეამციროთ თქვენი ხარჯები. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეუყვარდა ტიპოგრაფი, მაშინ მისი რეალური რჩეული მშობლებს არ მოეწონებათ და მოუწევს თავისი ბედნიერებისათვის ბრძოლა

ტირილი - სიზმარში ტირილის გაგონება გპირდებათ საშინელი ამბის გაგებას. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ნიშნავს, რომ მას ყველა მიატოვებს და უბედურებაში მარტოდმარტო დარჩება. თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც ტირის მალე ახლობლებს შეურიგდებით. გოგონას ასეთი შეყვარებულთან ჩხუბზე მიუთითებს და შესარიგებლად მას თავმოყვარეობის დათმობა მოუწევს. ვაჭრისათვის ასეთი სიზმარი დანაკარგს ნიშნავს

ტირიფი - ტირიფის ნახვა სიზმარში გპირდებათ სამწუხარო მოგზაურობას, თმცა ნაღველს მეგობრები გაგიქარვებენ

ტკბილეული, ტკბილი გემო - სიზმარში ტკბილეულის გემო–იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკულ მომენტში ძალზე ღირსეულად მოიქცევით და საყოველთაო პატივისცემას მოიპოვებთ. თუ მოტკბო გემო არ გსიამოვნებთ და ცდილობთ მის მოშორებას, ცხადში თქვენი უსამართლო საქციელის გამო მეგობრებს ძალზე აწყენინებთ

ტკბილსიტყვაობა - თუ სიზმარში მოგწონთ ქვენი ლამაზად საუბარი, მალე მიიღებთ სასიამოვნო ცნობას მისგან, ვისი ინტერესებისთვისაც მუშაობთ; მაგრამ თუ თქვენ ხედავთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ თქვენი ტკბილსიტყვაობა–ცხადში მოგელით აბსოლუტური ქაოსი საქმიანობაში.

ტკივილი - თუ სიზმარში რაიმე გტკივათ, ე.ი. ცხადში თქვენი ბიზნესი ხშირად წარუმატებელია, მისგან კი სხვები სარგებლობენ.
თუ ახალგაზრდა ქალს სიზმარში გული სტკივა, ცხადში მას დაამწუხრებს შეყვარებულის ყოყმანი. თუ ტკივილს გრძნობთ ზურგში, მაშინ თავისი გაუფრთხილებლობით ავად გახდება. თუ თავი სტკივა–დაბნეულობაა იმ რისკის გამო, რომელიც მან გასწია კონკურენტებისაგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი სიზმრები ხშირად არაფერს არ ნიშნავენ, რადგან გამოწვეულია ფიზიკური მიზეზით.
თუ სიზმარში ავად ხართ და საავადმყოფოში იმყოფებით, ეს არის ნიშანი თქვენ გარშემო ინფექციური ავადმყოფობის გავრცელებისა. ავადმყოფების მონახულება–უსიამოვნო ცნობაა

ტკიპა - თუ სიზმარში ტანზე დაგდიან ტკიპები–გაჭირვებული მდგომარეობა და ავადმყოფობაა. შესაძლოა, მოგიწიოთ ავადმყოფობის საწოლთან ჯდომამ. გაჭყლეტილი ტკიპა ნიშანია მტრების ვერაგობით გამოწვეული გაღიზიანებისა. თუ თქვენ ხედავთ ბევრ ტკიპებს ხეზე, ეს ნიშნავს, რომ მტრები შეეცდებიან წაგართვან თქვენი საკუთრება

ტოპაზი - ტოპაზი სიზმარში იმაზე მეტყველებს, რომ ბედი იმედიან მეგობრებს გამოგიგზავნით. თუ გესიზმრებათ, რომ დაკარგეთ ტოპაზისთვლიანი სამკაული, მაშინ ცხადში შურიანი ადამიანები წყენას მოგაყენებენ. სიზმარი, რომელშიც გჩუქნიან ტოპაზს, სასიყვარულო თავგადასავალს გიქადით

ტოროლა - სიზმარში მფრინავი ტოროლას ნახვა–ამამაღლებელი მიზნის ნიშანია, რომლის მიღწევის შედეგად თქვენ გადალახავთ თქვენს ეგოიზმს და შეძლებთ თქვენში განავითაროთ მიმზიდველი სულიერება. ციდან ტოროლას ხმის გაგონება კეთილისმომასწავებელი ნიშანია: თქვენ მალე შეიცვლით საცხოვრებელ ადგილს და ბიზნესს განავითარებთ. მომღერალი ტოროლა, რომელიც უცებ ვარდება დედამიწაზე–ნიშანია მელანქოლიისა, რომელშიც თქვენ ჩავარდებით, ვინაიდან ვერ შეძლებთ ბედნიერებისაკენ მიმავალი სწორი გზის პოვნას. დაჭრილი ან მკვდარი ტოროლა გიქადით მწუხარებას ან სიკვდილს. ტოროლას მოკვლა სიზმარში–ე.ი. ცხადში, თქვენი მიამიტობის წყალობით, მოგაყენებენ შეურაცხყოფას.
თუ ტოროლები დაფრინავენ თქვენ გარშემო–ფორტუნა თქვენკენ სახით შემოტრიალდება. ტოროლას დაჭერა კაკანათით ნიშნავს პატივისა და სიყვარულის ძალიან იოლად მოპოვებას. თუ ტოროლა სიზმარში ხორბალს კენკავს–კარგი მოსწავლის ნიშანია.

ტორტი - ტორტი, როგორც ყველა სხვა ცომეულის ნაწარმი, რომელიც დაგესიზმრებათ, ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული, თქვენი ღირსია. ზოგჯერ ეს სიზმარი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გახდებით რაღაც საკუთრების მფლობელი. მამაცი და ფხიანი ხალხისთვის ტორტი მოასწავებს სარგებლობას (მოგებას), შეყვარებულებს კი ჰპირდება სიყვარულში ბედნიერებას. თუ ქალიშვილს ესიზმრება საქორწინო ტორტი–ელის უიღბლობა, ასევე არასასურველია სიზმარი, რომელშიც თქვენ ტორტებს აცხობთ

ტოტი - სიზმარში ტოტი თქვენთვის მნიშვნელოვან სიტუაციაში დაბრუნებას ნიშნავს, მოტეხილი ტოტი–შერცხვენის ნიშანია

ტრაბახი - თუ სიზმარში ვინმე გაქებთ–ცხადში თქვენი იმპულსური საქციელის გამო ძალიან ინანებთ და ამით თქვენს მეგობრებსაც ავნებს. თუ სიზმარში ვიღაცის წინაშე ტრაბახობთ, ცხადში კონკურენტების მოტყუებას შეეცდებით, რითიც მათ თვალში ძალიან დაეცემით

ტუმბო - ტუმბოს დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება დაგეხმარებათ სასურველი სიმდიდრის მიღებაში. ეს სიზმარი ასევე ჯანმრთელობას გპირდებათ. ტუმბოზე მუშაობა დიდ შემოსავალს მოასწავებს, ხოლო გატეხილი ტუმბო ტყუილად დაკარგული დრო და ენერგიაა–ოჯახური უსიამოვნებანი ხელს შეგიშლით კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებაში

ტურიზმი - თუ სიზმარში დაკავებული ხართ ტურიზმით, ცხადში მიიღებთ მონაწილეობას ისეთ სასურველ საქმეში, რომელიც სახლიდან შორს წაგიყვანთ. ტურისტების ნახვა სიზმარში ნიშნავს საქმეში არასტაბილურობას და მერყეობას სიყვარულში

ტუჩები - სიზმარში ვიღაცის სახეზე სქელი, ულამაზო ტუჩების ნახვა ნიშანია აჩქარებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილებისა, ასევე, უსიამოვნო შეხვედრისა და ოჯახში ცუდი ურთიერთობისა. სასიამოვნოდ მოცინარი სავსე ტუჩების ნახვა გპირდებათ ურთიერთბებში ჰარმონიას და ბარაქას სახლში. შეყვარებულს ასეთი სიზმარი ჰპირდება თანაზიარობას.
თხელი ტუჩები ნიშნავს, რომ თქვენ შესანიშნავად გაუმკლავდებით მოსალოდნელ რთულ სიტუაციებს. დახეთქილი, დასიებული ტუჩები ნიშანია მომავალი უკეთური სურვილისა და გაჭირვებისა

ტყავი, ტყავის ნაწარმი - თუ გესიზმრებათ ტყავის ნაწარმი, სიზმარი გიქადით წარმატებულ ბიზნესსა და საპირისპირო სქესის კეთილგანწყობას, ხოლო თუ სიზმარში ტყავის ტანსაცმელი გაცვიათ, ბირჟაზე თამაშისას გამართლება იქნება თქვენი თანამდევი. ტყავის სამკაული გიქადით ერთგულებას სიყვარულში და კეთილმოწყობილ სახლს. დიდი რაოდენობით ტყავის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ წარმატებასა და ბედნიერებას. სიზმარში ტყავით ვაჭრობა თქვენი საქმიანობის სტაბილურობის ნიშანი და სიმდიდრის თანდათანობითი მატებაა.
თუ რაიმე ცხოველის ტყავი დაგესიზმრათ, ცხადში ნებისმიერ საქმეს სიყვარულითა და სიამოვნებით შეასრულებთ, თქვენი ცხოვრება კი უღრუბლო იქნება

ტყე - ტყის ნახვა სიზმარში–ცვლილებებია საქმეში. მწვანე ტყე ბედნიერებაა, შიშველი ტყე–ცვლილებები უარესობისაკენ. ხანძარი ტყეში გპირდებათ თქვენი საქმიანობის რეალიზაციას, კეთილდღეობასა და წარმატებას. თუ სიზმარში ამზადებთ შეშას, ეს ნიშნავს წარმატებას გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ

ტყვე - თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცის ტყვე ხართ, ერიდეთ ღალატს. თუ სიზმარში გაქცევას ცდილობთ, მაგრამ არ გამოგდით, ცხადში შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ სიზმარში თქვენ ვინმე ტყვედ აიყვანეთ, საქმე გექნებათ დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან. თუ ახალგაზრდა ქალს დაესიზმრა, რომ იგი ტყვე არის, მას ქმრის ეჭვიანობა ელოდება, თანაც ძალზე ახლობელთან. შესაძლოა, მისმა დაუფიქრებელმა ქცევამ ახლობლების გაკიცხვა გამოიწვიოს

ტყვია - ტყვიის ნაწარმი ნიშნავს თქვენი ნებისმიერი წამოწყების უშედეგოდ დამთავრებას. ტყვიის საბადოები–ცხადში მეგობრების წინაშე თქვენი შემოსავლის წყაროს ეჭვქვეშ დაყენებას მოასწავებს. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი თქვენი შეყვარებულის ცუდ ხასიათს მიანიშნებს.
ტყვიის მადანი უბედურების ნიშანია და მისგან თავის დახსნა სარისკო ნაბიჯის გადადგმისაკენ გიბიძგებთ; თუ სიზმარში ტყვიის მადანს ეძებთ, ცხადში სამსახურის ხშირი ცვლა მოგიწევთ. გამდნარი ტყვია ნიშნავს, რომ თქვენი მოუთმენლობა არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც წარუმატებლობას მოუტანს

ტყუპები - სიზმარში თუ ტყუპებს ხედავთ–თავდაჯერებული იქნებით საქმეებში. ეს ასევე ნიშნავს მშვიდობასა და თანხმობას ოჯახში
loading...

ssss