loading...

საქართველოზე გადაღებულმა რეკლამამ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა


სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) დარბაზში, ხმათა უმრავლესობით, საქართველოზე შექმნილმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა. ვიდეომ პირველი ადგილი აიღო.




„ვულოცავ გამარჯვებას ჩვენს ქვეყანას, გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დიდ და საამაყო საქმეში. ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის უდიდესი მიღწევაა”,- ამბობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
შვედეთში სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე საქართველოს შესახებ გადაღებული რგოლის გამარჯვებას გამოეხმაურა ვიდეოს მთავარი პერსონაჟიც:
„ ვულოცავ მთელს საქართველოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გადამღებ ჯგუფს, საკუთარ თავს და ჩემს ბებოს, ამ ვიდეოს გამარჯვებას, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე, შვედეთში, იყო წარდგენილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ვიდეორგოლი არის საქართველოს შესახებ, სახელწოდებით „ერთი სისხლი“- “ONE BLOOD”, რომლის სიუჟეტიც გამოსცემს ამბავს ჩემი ინსპირაციის შესახებ ფრენასთან დაკავშირებით, რომელიც გენეტიკურად გადმომეცა ჩემი ბებოსგან, მის მიერ გაზიარებულ მრავალ თამბრუდამხვევ ფრენის ისტორიასთან ერთად. გილოცავთ, ვიდეორგოლმა, აღნიშნულ სამიტზე, კონკურსში პირველი ადგილი აიღო და ამ წარმატებამ, წესით, მეტი თავგადასავლების მაძიებელი ტურისტი უნდა მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში“, – წერს პერსონალური ბლოგერი Avia Vlog.
loading...