loading...

ნუ იჩქარებ ბიუსტჰალტერის გარეცხვას, სანამ ამას არ წაიკითხავ!


ტყუილად არ უწოდებენ საცვლებს გარდერობის დელიკატურ ნივთს. ხარისხიანი, კომფორტული, ლამაზი ბიუსტჰალტერი ძვირი ღირს და ფაქიზად მოვლას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცვალი დიდხანს ვერ გემსახურებათ.


ბიუსტჰალტერის სწორად გარეცხვა მას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და იდეალურად შეინახავს! შესაძლოა, უკვე იცით გარდერობის ამ შემადგენელი ნაწილის მოვლის წესები, მაგრამ ჩვენ მაინც შეგახსენებთ.

როგორ გავრეცხოთ სწორად ბიუსტჰალტერი

1. პირველ რიგში, გაეცანით საცვლის ეტიკეტს. მაგალითად, ბიუსტჰალტერის მოდელების უმეტესობის გაშრობა სარეცხ მანქანაში კატეგორიულად არ შეიძლება!

2. არ დაგავიწყდეთ, გარეცხვამდე შეკრათ ლიფის დუგმები.

3. გამოიყენეთ სპეციალური ტომრები ბიუსტჰალტერის
რეცხვისთვის, რომელშიც მოათავსებთ საცვალს და ისე შეაგდებთ სარეცხ მანქანაში. თუკი არ გაქვთ ეს ატრიბუტი, შეგიძლიათ თავად გააკეთოთ უბრალო ტილოს ქსოვილისგან.

4. ბიუსტჰალტერი გარეცხეთ დაახლოებით იმავე წონის ნივთებთან ერთად: მსუბუქ ბლუზებთან, კოლჰოტებთან, წინდებთან და მაისურებთან ერთად. არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ჯინსსა და სხვა უხეში ქსოვილის ტანსაცმელთან ერთად.

5. არასოდეს გამოიყენოთ მათეთრებელი ბიუსტჰალტერის რეცხვისას, ის აუცილებლად გაფუჭდება.

6. რეცხვის დასრულების შემდეგ ფიალებს დაუბრუნეთ ხელით სწორი ფორმა. არ გადააბრუნოთ უკუღმა გარეცხვის წინ!

7. გაშრობის წინ დაკიდეთ ბიუსტჰალტერი ტანსაცმელის საკიდზე (ე.წ. ვეშოლკაზე) და დაამაგრეთ სარეცხის სარჭებით.

8. ბიუსტჰალტერისთვის გამოიყენეთ რბილი სარეცხის ფხვნილი.

9. ეცადეთ, არ ატაროთ გაურეცხავი ბიუსტჰალტერი 3 დღეზე მეტხანს! ის სწრაფად კარგავს ფორმას, ელასტიკური ქსოვილის გამო და არ არის გათვლილი ხანგრძლივ დატვირთვაზე.
loading...