loading...

დევნილების მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება



დევნილების მიერ მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება. საუბარია ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, რომლებიც უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხევდრასა და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.


როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები დროულად არ დაკმაყოფილდება დევნლები დღეიდან უწყების შესასვლელის გადაკეტვით, შიმშილობის დაწყებითა და შენობის ბლოკირებით იმუქრებიან.

დევნილები უკვე მე-14 დღეა რაც ქუჩაში დგანან და სამინისტროსგან პასუხს ითხოვენ. უწყებაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად, კონკრეტულად ვინ მიიღებს საცხოვრებელს ამ ეტაპზე საუბარი შეუძლებელია, ინფორმაცია მხოლოდ 1 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
loading...