loading...

კანადასა და რუსეთზე უკეთესი შედეგი და პირველი ოქრო ქართველი მოციგურავეების კარიერაში (ვიდეო)


კანადასა და რუსეთზე უკეთესი შედეგი და პირველი ადგილი – ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპზე სპორტულ ცეკვებში პირველობა არავის დაუთმეს.


ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ტურნირზე 14 ქვეყნიდან 17 წყვილი მონაწილეობდა. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიასათვის ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ. ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრანპრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად.
ზაგრებში მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს ორივე პროგრამაში და ჯამური 169,22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროა.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების ისტორიაში კაზაკოვა-რევიას წყვილი წელს უკვე მეორედ გახდა გრანპრის ფინალისტი და სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე ფინალის საგზურის მაძიებელ 70 წყვილს შორის, 28 სარეიტინგო ქულით, ისეთი სამი ქვეყნის 6 ფინალისტ წყვილს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.
წყარო: imedinews.ge
ნახეთ ქართველი წყვილის გამოსვლა:
loading...