loading...

ამონარიდები...

,,- გცივა?
- კი, მცივა.
- მე არ მცივა! - გავიხადე ქურქი და
მერის მოვახურე. ხელი აღარ გამიშვია, ასე მოვდიოდით თოვლში, უკვალავ თოვლში, მერის სახლს გავცდით.
- გათბი?
- გავთბი, ზურიკო.
- შენ ხომ იცნობდი ჩემს მურადას?
- კი!



- შენ ძალიან უყვარდი მურადას, სულ ასე მეუბნებოდა, მერი კარგი გოგოა, მერისთანა გოგო ქვეყანაზე არ დადისო, მერი სულ ყველას ჯობია, მერი ძალიან კარგი გოგოაო, მერი ლამაზი გოგოა, მერისთანა ლამაზი თვალები არავის არ აქვსო, მერი ძალიან კეთილი და ჭკვიანი გოგოაო. შენ ძალიან უყვარდი მურადას, ჩემსავით უყვარდი, არა, უფრო უყვარდი, შენ არასდროს გიღრენდა. შენც ხომ გიყვარდა ჩემი მურადა?
- კი, ზურიკო, ძალიან მიყვარდა, ძალიან!..
- მერი!
- რა, ზურიკო? - საფეთქლებზე მოვკიდე ხელი, ჩემსკენ მოვიზიდე და ჩემი სახე მის თმებში დავმალე. მერი ტიროდა. ვტიროდი მეც. ირიბად თოვდა. იყო ქარი და იყო მთვარე, მზეც იყო, სიყვარულიც, ცრემლიც და ბევრი, ბევრი თოვლი.''
ნ.დუმბაძის
loading...