loading...

მაკედონელი რომ გარდაიცავალა, ხელის გული ღია დატოვა, ნახეთ, არაფერი მიმაქვსო!..


ვინ იცის, რამდენი მოსწავლე არ წავიდა პირველ დღეს სკოლაში. რამდენს არ ჰქონდა ჩანთა, ფეხსაცმელი, მეტიც, სურვილი, რომ სკოლის დაწყება ეზეიმა... ვინ იცის, რამდენს ჩაუკვდა ცხოვრებისადმი, სიცოცხლისადმი წყურვილი. ვინ იცის, რა უფრო რთულია, დახეული პარკით მისვლა სკოლაში, თუ ყველაფერზე ხელის ჩაქნევა... ალბათ, მაინც პირველი, რომ არ შეეგუო იმ გარემოს, სადაც აღმოცენდი და იბრძოლო უკეთესი პირობებისთვის... თავი დააღწიო მონურ ფსიქოლოგიას და დაეხმარო სხვებსაც სირთულეების დაძლევაში...

P.S. ისე, ასეთ სიღარიბეში, თავს როგორ უნდა მისცე უფლება, ბანკებში დააბანდო თანხები, ან იყიდო იმდენი სახლები, რომ მისამართს თვითონ ვერ მიაგნო!.. მაკედონელი რომ გარდაიცავალა, ხელის გული ღია დატოვა, ნახეთ, არაფერი მიმაქვსო!..

პოსტის ავტორი: Petre Kolxi
loading...