loading...

წითელი ღვინისგან წნევის წამალს შექმნიან


წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება. საუბარია არტერიული წნევის დამაქვეთებელი ეფექტური პრეპარატის შექმნაზე.

ანტიოქსიდანტ რესვერატროლს შეიცავს ყურძენი და მას დიდი ხანია მრავალი დაავადების, მათ შორის კიბოსა და დემენციის, სამკურნალო უნივერსალურ საშუალებად მიიჩნევენ. თუმცა მეცნიერებმა ვერ შეძლეს რეალურად მუშა საშუალების მიღება. 

ლონდონის სამეფო კოლეჯის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ რესვერატროლი სისხლძარღვების კედლებში ურთიერთქმედებს PKG1 ცილასთან. იგი ცილას უმატებს ჟანგბადს, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და წნევის დაქვეითებას.

მეცნიერებმა ნაერთი მისცეს თაგვებს, რომელთაც აღენიშნებოდათ წნევის დაქვეითება. ეფექტი მიიღწეოდა 15 დღის განმავლობაში.
loading...