loading...

16 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე - თვითმხილველები დუმილს არღვევენ

"დედამისი იძახის, რომ რა მოხდა, რატომ მომიკლესო"- 16 წლის მოზარდის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი სახურავიდან კონფლიქტის დროს გადმოაგდეს
შემზარავი ტრაგედიის უმძიმესი დეტალები - კორპუსიდან გადავარნილი 16 წლის მოზარდის, მეზობლები ახალ ვერსიებზე ალაპარაკდნენ.

მეზობლებ ეჭვბენ, რომ გიორგი მძარცველებთან ლომბარდში ჩაბარებული ტელეფონის დასაბრუნებლად მივიდა, მძარცველებმა კი ის სახურავიდან გადააგდეს .
ლომბარდის მფლობელი, სადაც ტაქსის მძღოლმა ტელეფონი დასალომბარდებლად მიიტანა, დეტალურად იხსენებს ყველაფერს .
მძღოლი, რომლის პირადობის მოწმობითაც არასრულწლოვნებმა მობილური დაალომბარდეს დავით დავითაშვილია. ირკვევა, რომ მობილური გიორგის გარდაცვალებიდან ზუსტად 6 საათით ადრე დალომბარდდა .
დაღუპულის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ გიორგი სახურავიდან კონფლიქტის დროს გადმოაგდეს.


"რომ ავდივარ დედამისი იძახის, რომ რა მოხდა, რატომ მომიკლეს , რატომ მოიკალი თავი, ხან ერთს იძახდა-ხან მეორეს. ის თავს არ მოიკლავდა, არ არსებობს" - აცხადებს დაღუპულის მეზობელი.
ამ დროისთვის ჯგუფური ძარცვის ფაქტზე 6 პირია დაკავებული. მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ყველა მათგანს დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.
loading...