Breaking

loading...

Facebook-მა Huawei-სთან კავშირი გაწყვიტა!

Facebook-ი არ დაუშვებს Huawei-ს ახალ სმარტფონებში სოციალური ქსელის კუთვნილი აპლიკაციები იყოს ჩატვირთული. 
დასავლური კომპანიების ტენდენცია Facebook-მაც განაგრძო და ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ მობილურ ტელეფონებში Facebook-ი WhatsApp-ი და Instagram-ი ავტომატურად არ იქნება ჩაწერილი.
Huawei-ს სმარტფონების მომხმარებლები ზემოთ აღნიშნული აპლიკაციების ცალკეულად ინსტალაციას კვლავ შეძლებენ. ასევე, კომპანია Huawei-ს მომხმარებლებისთვის აპლიკაციების განახლებების უზრუნველყოფას აგრძელებს. შეზღუდვა მხოლოდ Huawei-ს მიერ მის სმარტფონებში Facebook-ის აპლიკაციების წინასწარ ინსტალაციას ეხება.
loading...

ssss