loading...

ჩვენი სხეულის ნაწილი, რომელიც ყველაზე ბინძურია და შხაპის მიღების შემდეგ მაინც ბინძური რჩება.


ყველას ძალიან გვიყვარს შხაპის მიღება, რომლის შემდეგაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. უფრო სუფთდ, უფრო მოდუნებულები ვართ და ბევრი სასიამოვნო შეგრძნება გვრჩება. მას დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს, ამიტომ შხაპის მიღება ერთ-ერთი სასიამოვნო პროცესია, რომლითაც შეგვიძლია ჩვენი თავი გავანებივროთ , მათ შორის იმდენჯერ,  რამდენჯერაც მოგვინდება. ამიტომაა , რომ აბაზანაში ხშირად საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ. ამასთან შეიძლება შხაპი დღეში რამდენჯერმეც მივიღოთ, თუმცა არსებობს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ ან იმდენად ვართ გართული შხაპის მიღებით , რომ გვავიწყდება, მაგრამ რაც არ უნდა ხშირად მივიღოთ შხაპი,  თუ ეს დეტალი არ გავითვალისწინეთ , სუფთად მაინც არ ვიქნებით. ეს არის ჩვენი სხეულის ის ნაწილი, რომელიც თუ საგულდაგულოდ არ გავიწმინდეთ , ისევ ბინძური დარჩება, ამასთნ ისიც მნიშვნელოვანია, რომ მას სხვა გვერდითი ეფექტებიც აქვს, მაგალითად მასში 68-ზე მეტი ბაქტერია ბუდობს, რაც მერწმუნეთ არც ისე კარგის მომასწავებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ამასთნ ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ შხაპს ვიღებთ და ამით უამრავ ბაქტერიას ვიცილებთ ჩვენი კანიდან, მათ შორის ჩვენს კანზე არსებულ მკვდარ უჯრედებს, არსებობს სხეულის ერთი ნაწილი , რომელიც ბაქტერიების დაგროვების ყველაზე კარგი საშუალებაა. გაინტერესებთ , რომელია ეს ნაწილი ? – რა თქმა უნდა ჭიპი , რომელიც ჩვენს სხეულზე ჩაზნექილი ნაწილია და მასში უამრავი ბაქტერია იყრის თავს. შხაპის დროს მას არ ვასუფთვებთ. ამას აევე ემატება საპონი, რომელსაც დასაბანად ვიყენებთ და საბოლოოდ ისევ არაჰიგიენური ვრჩებით ჭიპში დაგროვებული სიბინძურის გამო. ჯამში ეს უამრავი საშიში დაავადების გამომწვევი მიზეზია, ამიტომ მათი თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ჭიპის გაწმენდა.
როგორ გავასუფთავოდ სწორად ჭიპი ?
ოჯახის ან სამედიცინო სპირტით დაასველეთ ბამბის ტამპონი და გამოიწმინდეთ ჭიპი, შემდეგ სააბაზანოში შესვლისას ბამბის ახალ ტამპონზე დაასხით შხაპის გელი და გამოისუფთავეთ ჭიპი, ხოლო შხაპის მიღების შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, რაც შეეხება გამშრალებას, სასურველია ბამბის ქსოვილის ( პირსახოცით) გამშრალება. კარგი იქნება თუ არ დაიზარებთ და შეასრულებთ ამ მარტივ ხერხს ჭიპის გასასუფთავებლად , რათა თავიდან ავიცილოთ მისით გამოწვეული დაავადებები.
loading...