loading...

თავის ტკივილი ხუთ წუთში გაგივლით

არსებობს თავის ტკივილის მოსახსნელი შესანიშნავი ხალხური მეთოდი. არაერთხელ გამოვცადე და არასდროს გამცრუებია იმედი. ისვით თითი შუბლის ხაზზე ცხვირის ფუძიდან თმის ძირებამდე. შემდეგ ცხვირის ფუძის ორივე მხარეს, 1–1,5 სმ–ის დაშორებით, მოძებნეთ ორი სიმეტრიული წერტილი, ამ წერტილებზე მიიჭირეთ ორივე ხელის ცერი და რამდენჯერმე გადაისვით კეფისკენ, კისრის მალებამდე.
ამის შემდეგ თავზე, მხრებსა და ხელებზე ნაზად გადაისვით ხელი და ხელის მტევნები ძლიერად დაიფერთხეთ, თითქოს ტკივილის გადაგდება, მოშორება გსურთ. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ ტკივილს ვეღარ იგრძნობთ, გონება გაგინათდებათ.
loading...