loading...

დეპრესია და ნევროზი მაწუხებდა, როგორც იქნა ამოვისუნთქე…

გაზაფხულის დეპრესიაზე ბევრი რამ გაგვიგონია. გადაღლილობით და ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული ეს პრობლემა უფრო მეტად მერყევი ფსიქიკის ადამიანებს უტევს. მეც ასეთი ვარ, ამიტომ გაზაფხულობით ვსვამ ხალხურ ნაყენებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს!
ვიღებთ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლებს, ძიძოს ღეროებს, კუნელის, კალენდულასა და თავშავას ყვავილებს, 1 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამთ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს და ნახევარი საათით ვაყენებთ. ვიღებთ 1/2 ჭიქას 2–3 ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღებას ვიწყებთ ზამთრის მიწურულს, განურჩევლად იმისა, როგორი განწყობა გვაქვს.
loading...