loading...

უძილობა მაწუხებდა, სანამ ეს საშუალება არ აღმოვაჩინე

რამდენიმე თვის წინ საშინელი უძილობა დამჩემდა. არ ვიცი, ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ იმოქმედა, პირადმა პრობლემებმა თუ ცხოვრების წესმა. ალბათ, ყველაფერმა ერთად… ლამის გათენებამდე ვწრიალებდი საწოლში, მაგრამ ვერაფრით ვიძინებდი. დედაჩემმა რა არ მირჩია, შემომთავაზა ექიმთან წასვლაც, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ ავად ვიყავი, უარესი დამმართა.


საბოლოოდ გადავწყვიტე, მეგობრის ნასწავლები რეცეპტი მესინჯა. ნელ–ნელა ძილიც მომიწესრიგდა და განწყობაც გამომიკეთდა. დარწმუნებული ვარ, უძილობას საქართველოში მხოლოდ მე არ ვუჩივი, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით ამ წამალს, იქნებ თქვენც გამოგადგეთ…
ვიღებთ 50 გრამ კამის თესლს, ვასხამთ ნახევარ ლიტრ პორტვეინს და ვადუღებთ ნელ ცეცხლზე 15–20 წუთის განმავლობაში. ვფუთავთ, ვაჩერებთ 1 საათს და ვწურავთ. უნდა მივიღოთ 50–60 გრამი ძილის წინ.
loading...