loading...

5 მთავარი შეცდომა, რომელსაც დამწყები მორბენალი უშვებს

სირბილი არის საუკეთესო გზა, რომ ჩავდგეთ ფორმაში. ეს ყველას შეუძლია, რომ გააკეთოს. იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში ხარისხიანად არ არის აუცილებელი სხვადასხვა სპორტდარბაზში სიარული, ძვირადღირებული აღჭურვილობა, მხოლო სირბილი და მუსიკა.
თუმცა არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ადამიანმა არ იცის თუ როგორ უნდა ივარჯიშოს სწორად და ხარისხიანად. ახალბედები საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებენ ვარჯიშის დროს. იმისათვის, რომ ვივარჯიშოდ სწორად საჭიროა ვიცოდეთ თუ რა სიხშირითა და ძალისხმევით უნდა ავიტვირთოთ თავი.
ახლა კი ვისაუბროთ შეცდომებზე:


  • ძალიან ბევრი ვარჯიში დროის მცირე მონაკვეთში
პირველი შეცდომა რომელსაც ახალბედა უშვებს ვარჯიშის დაწყების დროს. ახალი ჰობის გაჩენა ნამვილად არ არის ცუდი, თუმცა უნდა შევძლოთ ენერგიისა და დროის კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარჯიში შედეგს არ მოგვცემს, პირიქით- შეიძლება დაგვაზიანოს კიდეც.
  • დასვენების დღეების ნაკლებობა/არარსებობა
ძირითადად ახალბედები ფიქრობენ, რომ მათ ჭირდებათ ყოველდღიური სირბილი იმისთვის, რომ მიაღწიონ სასურველ მიზანს, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება. სირბილი მიეკუთვნება მაღალი აქტივობის ვარჯიშებს, რომელიც საკმაოდ მძიმე გადასატანია ორგანიზმისთვის. განსაკუთებით კი ძვლებისთვისა და კუნთებისთვის. ისინი ჯერ არ არიან მიჩვეული ძლიერ დატვირთვას, ამიტომ აუცილებელი დასვენება ვარჯიშის დღეებს შორის.
  • არასწორი ტანისამოსის ტარება
მართალია, რომ არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ტანისამოსის ტარება ვარჯიშის დროს თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თან იქონიოთ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი, სავაჯიშო ფორმა. ( ტანზე მომდგარი, მსუბუქი ტანისამოსი).
  • სხვებთან შეჯიბრი
ზოგადად, კონკურენციული გარემო შეიძლება სტიმული იყოს უფრო მეტის მისაღწევად თუმცა ვარჯიშში ეს ნამდვილად არ გამოდგება. არ არის აუცილებელი და საჭირო რომ შეეჯიბროთ სხვა მოვარჯიშეებს სირბილსა თუ სხვადასხვა აქტივობებში. მიყევით თქვენი ვარჯიშის გრაფიკს და მიაღწევთ სასუველ შედეგს.
  • სირბილი ტკივილის დროს
არსებობს ტკივილის სხვადასხვა სახე. ერთ-ერთი მათგანია კუნთების ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კუნთოვან ქსოვილში რძემჟავას დაგროვებით. როგორც წესი, რამოდენიმე დღეში ეს ტკივილი გაქრება რადგან კუნთი ეჩვევა ვარჯიშის რეჟიმს და ტკივილის შეგრძნებაც ნელ-ნელა უჩინარდება. თუ გტკივათ ფეხი სირბილის დროს სახსარში ან რომელიმე სხვა ადგილას აუცილებელია, რომ შეწყვიტოთ და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება. ამ დროს არ არის მიზანშეწონილი ნატკენზე ზეწოლის მოხდენა, რადგან შესაძლებელია უფრო მძიმე შედეგების მიღება.
loading...