loading...

თუ ფეხებს ,, ფოლგით “ შეიხვევთ , 1 საათში შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ

ხალხური მედიცინა თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობია. ხშირად მას მივმართავთ  სამკურნალოდ, მაგრამ ესეც შეიძლება ითქვას დავის საკითხია. ზოგი ჩვენგანი უპირატესობას ხალხურ მედიცინას ანიჭებს, ზოგი კი პირიქით თანამდეროვე მედიცინას და მკურნალობას აფთიაქში ნაყიდი წამლებით . თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხალხური მედიცინაც თანამედროვე მედიცინის ნაწილია და თანამედროვე მედიცინა ხალხური მედიცინის საფუძველზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. უძველესი დროიდან მოყოლებული ჩვენი წინაპრები იკვლევდნენ და მკურნალობდნენ სხვადასხვა დაავადებებს, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხური მედიცინის სახით ჩამოყალიბდა.


ხალხური მედიცინა ერთი შეხედვით ნამდვილად არ ჩამოყალიბებულა. მას ძალიან ბევრი გამოკვლევა და პრაქტიკა უძღვოდა წინ. მიზანი კი ადამიანის განკურნება და მისთვის ტკივილის შემსუბუქება იყო. თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ სამკურნალო პროცესი უფრო მეტად მტკივნეულიც აღმოჩენილა, ვიდრე დაავადება, მაგრამ ეს პროცესები თანდათანობით იხვეწებოდა და ვითარდებოდა, ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ძველ დროში სამკურნალო პრეპარატები ბალახები, ან მათ საფუძველზე დამზადებული წამლები იყო.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტიბეტელი ბერებიც სწორედ ამ საშუალებებს იყენებდნენ დაავადებების განსაკურნებლად და ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ მკურნალობის წესებსა და ხერხებს ჩანაწერების სახით გადასცემდნენ მომავალ თაობებს .
ალუმინის ,,ფოლგის “ გამოყენება სამედიცინო თავლსაზრისით სწორედ ძველ ჩინეთში დაიწყეს. ფოლგას დაკრავდნენ ბიოლოგიურად აქტიურ ადგილზე და ასე იკურნებოდა ადამიანი დაავადებებისგან. ეს ნამდვილად რთული წარმოსადგენია, მაგრამ უნდ ითქვას, რომ ფოლგით ბევრ დაავადებებს კურნავდნენ, რაც ფოლგის უნიკალური თვისებებით არის განპირობებული. ამასთან ფოლგით მკურნალობა ძალიან მარტივი და იაფიც კია.
როგორ  ხდება  ფოლგით  მკურნალობა?


ფოლგით ხდება ისეთი დაავადებების განკურნება, როგორიცაა : გაციება, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი , პოდაგრა ( ნიკრისის ქარი ) , თანაც ძალიან ადვილად – დაიკრავთ ფოლგას მტკივნეულ ადგილზე, რომლითაც ხდება ტკივილის გამომყოფი მერიდიანების მიზიდვა და ტკივილი თანდათან ქრება. ეს ის უებარი შედეგია , რომელსაც ფოლგის გამოყენებით ძალიან სწრაფად მიაღწევთ. დაწვრილებით ცნობებს კი  ექიმი-ფსიქოთერაპევტი WILHELM REICH -ი გვაწვდის.
გადაიხვიეთ ფოლგით მტკივანი ადგილი ისე, რომ პრიალა ზედაპირი კანს ეხებოდეს, თან ფოლგას გადაახვიეთ ზემოდან ბინტი და გაიჩერეთ ასე მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით. ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე ამინდის ცვლილებით გამოწვეული სახსრების ტკივილის დროს.
loading...