loading...

Internet Shopping


დღესდღეობით არაჩვეულებრივი საშუალება გვეძლევა ინტერნეტ მაღაზიებიდან სახლიდან გაუსვლელად შევუკვეთოთ და შემდგომ მივიღოთ სასურველი ნივთები.უცხოეთში რამის შეკვეთა რამე ფუფუნებად ან ახირებათ არ უნდა აღიქვათ–უმეტეს შემთხვევაში ბევრად იაფად იყიდით ფეხსაცმელია თუ ტანსაცმელი,ვიდრე ეს თბილისშია შესაძლებელი,და ხარისხზე ხომ საუბარიც არაა საჭირო,იმდენად ამართლებს ყველაფერი.მთავარია ზომებში მეტ ნაკლებად ერკვეოდეტ,თუ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ყიდულობთ,და ესეც არ არის რთული,რადგან შესანისნავი ცხრილებია საიტებზე და თუ დაკვირვებით აირჩევთ ზომას–არ შეცდებით!

მაშ ასე,იყავით პრაქტიკული და ისარგებლეტ უცხოური საიტებით!
ამის გაკეთება სულ არ არის რთული და ამაზე ბევრგანაც დაწერილა. ჩემი მეგობრების თხოვნით დავწერ თანმიმდევრობით თუ რა როგორ კეთდება.გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს დაგროვილი და ამიტომ ნებისმიერი რჩევის მოცემა შემიძლია.
მაშ ასე,აი რა გჭირდებათ:
  1. თანხა ბარათზე.
  2. გადამზიდი კომპანია.
  3. რეგისტრაცია ონლაინ მაღაზიაში.
  4. ნივთის შერჩევა ინტერნეტ მაღაზიაში.
  5. ნივთის შეკვეთა.
  6. ამანათის მიღება.
ეხლა მივყვეთ თანმიმდევრულად.
1.
ბარათი უნდა იყოს VISA.
ასევე სახელფასო ბარათიც შეიძლება.ბარათი პირადად თქვენი უნდა იყოს,ზოგიერთ მაღაზიაში გამკაცრებული უსაფრთხოება აქვთ და თუ ბარათის მფლობელის მონაცემები არ დაემთხვა შემკვეთის მონაცემებს,შეიძლება დაგიბლოკონ თანხა ბარათზე.
კარგი იქნება,თუ გააქტიურებთ ინტერნეტ ბანკინგს და სმს შეტყობინებებს.მაგალითად თბს ბანკს ძალიან კარგი სმს სერვისი აქვს,დაუყოვნებლივ მოდის შეტყობინება,და დაანგარიშება თუ რა თანხა მოიჭრა და რამდენი დარჩა ანგარიშზე.აკონტროლეთ ვალუტის კურსი.
2.
ისეთი საიტებიც არის,რომ გზავნიან საქართველოში პროდუქციას,მაგრამ ამაში დამატებით გადასახადს იხდით და საკმაოდ ძვირი გიჯდებათ.ამიტომ გირჩევთ ისარგებლოთ გადამზიდი კომპანიით რომელიც საქართველოში ჩამოიტანს თქვენს შეკვეთილ ნივთს.სულ ერთია რომლით ისარგებებთ,მათავარია,300 ლარს არ გადააჭარბოთ ერთ შეკვეთაში,რომ მერე განბაჟება არ მოუწიოს.
3.
რაც შეეხება თვითონ ინტერნეტ მაღაზიებს,არჩევანი დიდია,თუმცა ხელსაყრელი ფასები ყველგან არ არის.აირჩევთ რა მაღაზიას,პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ,ძირითადად ითხოვენ სახელსა და გვარს,ე-მეილს,და პაროლს.
4.
როგორც კი შექმნით account-ს,დაიწყეთ სასურველი ნივთის შერჩევა.
მოდით მაგალითისთვის ავარჩიოთ amazon.com -უდიდესი ინტერნეტ მაღაზიაა რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს მოიცავს.

ჩამოვშლით Shop all Departments და ამოვირჩევთ მაგალითად Clothing, Shoes & Jewelry– ს განყოფილებიდან ამოვირჩევთ Clothing -ტანსაცმელს.ხელმარჯვნივ მოცემულ განყოფილებებში უფრო დავკონკრეტდებით,women -ს მივუთითებ მაგალითისთვის,და ამ განყოფილებაში უკვე Pullover Sweaters -სში შევალ.თვითონ amazon-ს რამოდენიმე მოწოდების წესი აქვს,სხვადასხვა ტარიფებით,მაგრამ აქვს უფასო მოწოდების საშუალებაც,ამისათვის უნდა აირჩიოთ პროდუქტი,რომელსაც ეს წარწერა ექნება -Eligible for FREE Super Saver Shipping–ამ შემთხვევაში თუ $25-ზე მეტისას შეიძენთ,ამერიკის მისამართზე სრულიად უფასოდ მიითევთ შეძენილ ნივთებს,ანუ ტრანსპირტირების თანხის გარეშე.
თუკი ამ შეღავათით გინდათ ისარგებლოთ,მაშინ მარჯვენა მხარეს FREE Super Saver Shipping-ს აირჩევთ,და საიტი მხოლოდ ამ ნიშნით შეგირჩევთ ყველაფერს.
მარჯვენა მხარეს შეგიძლიათ სურვილისამებრ შეარჩიოთ განლაგება–დასაწყისში მაღალფასიანი აჩვენოს თუ დაბალფასიანი პროდუქტი.მაგალითად ავირჩიოთ დაბალი ფასიდან დაწყებული ნუსხა, ამისთვის ვირჩევთ ”Price: Low to High”-ს

მაგალითისთვის ავირჩიოთ ეს შავი ჯემპრი.1. შევარჩიოთ ზომა,მაგალითად Small. 2. აქ წერია თუ რა მასალისგანაა დამზადებული. 3 თუ ამ ნივთის შეძენა გვინდა ვაჭერთ Add to Cart -ს.
5
ამ შემთხვევაში ეს ნივთი მოხვდება ჩვენს კალათში(1).
კალათის შიგთავსიდან რომ შეძენაზე გადავიდეთ ვაჭერთ 2-Proceed to Ceckout-ს.
ვამოწმებთ, თუ ყველაფერი წესრიგშია,ისევ Proceed to Ceckout-ს ვაჭერთ.
შეგყავთ მეილი და მონიშნეთ მეორე პუნქტი და შეიყვანეთ პაროლი,რომელიც საიტზე დარეგისტრირებისას გამოიყენეთ.გადადით შემდეგ ეტაპზე–დააჭირეთ ”Sign in using our secure server”-ს
ამ ველებში ჩაწერთ იმ მონაცემებს,რომელიც გადამზიდ კომპანიში დარეგისტრირებისას მიიღეთ.
ველების შევსებისას დააჭერთ “Ship to this address” .

თუ ვსარგებლობთ FREE Super Saver Shipping-ით,მაშინ მას მოვნიშნავთ,მაგრამ თუ არა,მაშინ გირჩევნიათ Standard Shipping- მონიშნოთ,რადგან სხვა დანარჩენზე უფრო იაფი დაგიჯდებათ.
ვაჭერთ Continue-ს.

აქ შეგვყავს შემდეგი: 1. ბარათის კოდი;2. ბარათის უკანა მხარეს,ხელმოწერის გასწვრივ რომ წერია ციფრები–მათგან ბოლო სამი ციფრი;3.მიუთითეთ თვე და წელი,თუ როდის გასდის ვადა თქვენს ბარათს(ბარათის წინა მხარეს წერია);4.დააწკაპეთ “Add your card”.

აქ გადამოწმება ხდება თქვენი ბარათის მონაცემების.დააწკაპეთ “Continue”-ს.
პირველი არის ის მისამართი რომელიც ეხლა შეიყვანეთ,მეორე მისამართი–ისაა რომლითაც მანამდე ისარგებლეთ.დააწკაპეთ პირველ “Use this address”-ს
გადახედეთ კიდევ ერთხელ თქვენს შეკვეთას და თუ ყველაფერი წესრიგშია,თამამად დააჭირეთ “Place your order”-ს .თანხა მოიხსნება ანგარიშიდან დაუყოვნებლივ,და თუ სმს სერვისი გააქტიურებული გაქვსთ,შეტყობინებასაც მიიღებთ!
თამამად შეგიძლიათ მიულოცოთ თქვენს თავს შენაძენი!!!
ამოიწერეთ შეკვეთილი ნივთების ნუსხა,თანხები დ შეკვეთის განთავსების თარიღი.მე ცალკე ბლოკნოტი მაქვს ინტერნეტ შეკვეთებისთვის 🙂 )შემდგომში თრექინგ ნომერიც და დანარჩენი დეტალებიც.ზოგ მაღაზიას ძალიან კარგი ფუნქცია აქვს დამატებული,შეკვეთის ინვოისს ელექტრონული ფოსტით გიგზავნიან!
ეხლა უნდა გააკონტროლოთ,თუ როდის მიიტანს მაღაზია ჩვენს შერჩეულ ნივთს-ეხლა უკვე ამანათად შეგვიძლია მოვიხსენიოთ- გადამზიდ კომპანიაში.შეკვეთის გაკეთებისას მითითებული იყო თუ რამდენ სამუშაო დღეში მიიტანენ თქვენს ამანათს,ამიტომ რამდენიმე დღეში შედით ისევ იმ ინტერნეტ მაღაზიის საიტზე,შედით თქვენს ანგარიშში.მაგალითისთვის ისევ amazon.com განვიხილოთ.შევიდეთ Sign in-ში,შევიყვანოთ ელ.ფოსტა და პაროლი,შემდეგ შევიდეთ Your Account-ში.კარგად დაემთხვა,რომ ამ ეტაპისთვის მეც მაქვს გამოწერილი რაღაცეები(ყურსასმენები)ამ საიტიდან,რაც თვალსაჩინოებისთვის გამოგვადგება.
ვაწკაპებთ ყვითელ ღილაკ ”Your orders”-ს.
აქ მოცემულია შეკვეთა–როგორც მანამდე ვახსენე,ეს ჩემი შეკვეთაა–კომპიუტერის და iPod-ის ყურსასმენები მაქვს შეკვეთილი.
ზოგადად კი:1.თარიღი,როდესაც გაკეთდა შეკვეთა;2.სტატუსი-თუ ტრანსპორტირების რომელ სატადიაზეა შეკვეთა.Shipped-ნიშნავს,რომ შეკვეთა გამოიგზავნა მაღაზიიდან და მიემართება მითითებულ მისამართზე(როდესაც შეკვეთა მიტანილი იქნება დანიშნულების ადგილზე–დაეწერება Delivered ან Ship Complete,ყველა მაღაზიას სხვადასხვა ტერმინები აქვს);3.აქ წერია უკიდურესი თარიღი,როდესაც შეკვეთას მიიტანენ.ანუ უნდა ველოდო შეკვეთის მიტანას არაუგვიანეს 12 თებერვლისა;4.აქ წერია მთელი ინფორმაცია ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით–აუცილებლად შევდივართ აქ.
აქ მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: status-ში—თუ რა სტადიაშია შეკვეთა—ამჯერად გზაშია ჯერ.Tracking ID -ეს თრექინგის კოდია,რომელიც უნდა ამოიწეროთ,რომ მერე მიუთითოთ თქვენს ოთახში გადამზიდ კომპანიაში–თუ ეს კომპანია usa2georgia-ა,ან საბანკო გადარიცხვისთვის,თუ ეს სხვა რომელიმე კომპანიაა.
ამანათზე მაღაზიის პასუხისმგებლობა იხსნება მას მერე,რაც ამანათი მიტანილი იქნება გადამზიდ კომპანიის მისამართზე და შესაბამისად შეკვეთა მიიღებს სტატუსს ”Delivered” ან ”Ship complete”.
6.
ეხლა უკვე გადამზდი კომპანიის ხელშია ამანათი და პასუხისმგებლობა უკვე მათ დაეკისრებათ.
სულ ეს არის 🙂 ამგვარად ხდება ნებისმიერი შეკვეთის განთავსება-მიღება,მხოლოდ მცირე დეტალებშია განსხვავება.
მომდევნო პოსტში რამოდენიმე ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთის განთავსების სპეციფიკის თაობაზე დავწერ.
იმედია გამოგადგებათ ეს პოსტი,თუ რამე გამომრჩა და შეკითხვები გაგიჩნდებათ– მომწერეთ კომენტარებში,სიამოვნებით დაგეხმარებით.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!




loading...