loading...

სიყვარულის დღესასწაული და თავსატეხი–რა ვაჩუქო შეყვარებულს!

ვალენტინობა გვიახლოვდება და დარწმუნებული ვარ ყველა შეყვარებული ადამიანი საჩუქარს ამზადებს და თვითონაც ელოდება სურპრიზს. ეს დღესასწაული მარტო შეყვარებულებისთვის არ არის დაწესებული,თუმცა საქართველოში ამ დღეს ერთმანეთს მხოლოდ შეყვარებულები ულოცავენ(ცოლ-ქმარიც ითვლება რა თქმა უნდა).
მაშ ასე,გადავდივართ საჩუქრების მოლოდინის რეჟიმში 🙂 !!!

და რა თქმა უნდა ყველაზე მეტი გარჯა ისევ ბიჭებს ატყდება თავს!!!(იმ ბიჭების გარდა ვინც დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ’სპეციალურად’ ეჩხუბება შეყვარებულს,რომ საჩუქრის ჩუქებას თავი აარიდოს–ასეთებოც არიან,სამწუხაროდ).
ბიჭებო,არ დაიჯეროთ თუ გოგონა გეტყვით,რომ სურპრიზები არ უყვარს–ეს ტყუილია,შეიძლება ის მხოლოდ თავის თავს ჩააგონებს,რომ თავი დაიცვას იმედგაცრუებისგან თუკი უსაჩუქროდ დარჩება!მოდით–გააკვირვეთ ის!
საჩუქრებს რაც შეეხევა —განა მათი მატერიალური ფასეულობაა მნიშვნელოვანი–პირიქით!სულ არ არის აუცილებელი სჩუქარი ძვირი ღირდეს.ამ დღეს გოგოს საჩუქარის ფასეულობაზე მეტად თქვენი ყურადღება უფრო სჭირდება.მაღაზიებში უამრავი რამ იყიდება რაც ამ დღესასწაულისთვის შესფერისი იქნება,თუმცა დიდი დაკვირვება გჭირდებათ,ამ დღეს ორიგინალურობა უნდა გამოიჩინოთ! და ეს სულ არ არის დღევანდელ დღეს რთული!
ყველაზე კარგი საჩუქარი შეიძლება ის იყოს,რომელიც გინდაც შენი ხელითაა გაკეთებული.და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,რასაც გინდა ჩუქნიდეთ საყვარელ ადამიანს,აუცილებლად მისალოცი ბარათიც დაურთეთ, სადაც მარტივი მილოცვა მაინც ეწერება.ყვავილების თაიგულის ჩუქება ამ დღეს რომანტიულ ჟესტად არ ჩაგეთვლებათ–ესეც დაიმახსოვრეთ!!!
ეხლა ვფიქრობდი,ნეტა ბიჭი რომ ვიყო რას ვაჩუქებდი შეყვარებულს თქო და რამოდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე. და თქვენც გაგიზიარებთ, ეგებ ვინმეს მოგეწონოთ აზრი:
—ჰელიუმით გაბერილ გულის ფორმის საჰაერო ბუშტებს მოვაბამდი ტკბილეულით სავსე კალათას და ისე დავამაგრებდი,რომ ბუშტები მის ფანჯრებთან ლივლივებდეს!
—კერამიკის ლამაზ ჭიქაზე დავახატინებდი რაიმე სიმბოლურ სურათს ან წარწერას.
—შევუქმნიდი ლამაზ ბლოგს ან საიტს.
—დავახატინებდი ასეთი სურათს,მე და ჩემი შეყვარებიული რაიმე რომანტიულ სიტუაციაში.
ეხლა ინტერნეტიდან მოძიებული რამოდენიმე რჩევა მინდა გაგაცნოთ:
–გააკეთეთ რამოდენიმე წერილისგან შემდგარი მისალოცი,და თითოეულში დაწერეთ თუ რა გიყვართ მასში.
–მიუძღვენით ლექსი.
–დაწერეთ მოთხრობა,თუ როგორ შეხვდით მას პირველად.
–გააკეთეთ ლამაზი კლიპი თქვენი ნამღერი სიმღერით და თქვენი ერთობლივი სურათებით.
არ ვიცი რამდენად გამოადგება ვინმეს ეს პოსტი,მაგრამ თქვენც თუ დაწერთ თქვენს აზრს კარგი იქნება.
თქვენ რა მოიფიწრეთ ამჯერად?
ან სხვას რა იდეას მიაწვდიდით?
loading...