loading...

როგორ დავზოგოთ თანხა ონლაინ შოპინგისას?

როგორ ვიყიდოთ ქეშბექით ალიექსპრესზე და სხვა ონლაინ მაღაზიებში?
ქეშბექი და ყველაფერი ის ,რაც მასთანაა დაკავშირებული
ვინც არ იცის თუ რა არის ქეშბექი (cashback) – ეს არის ფულის ის ნაწილი, რომელსაც გიბრუნებთ მაღაზია ყიდვისაგან,
თითქოსდა მოგეჩვენებათ , როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი რამ? მაგრამ ბიზნესის ასეთი მოდელი ბევრ მაღაზიას აქვს შემოღებული, მათ შორის ჩინეთის მსხვილ ონლაინ სავაჭრო მოედნებსაც.ის ნამდვილად მუშაობს, იბადება კითხვა – მაღაზიებს რა სარგებელი აქვთ? ეს არის ახალი კლიენტების მიზიდვა, რაც თავისთავად ზრდის მაღაზიებში საქონლის ბრუნვას, და მოგებას, ბაზარზე კონკურენცია დიდია, და ამიტომ ამ ყველაფერზე მიდიან მაღაზიები, ქეშბექი, ბონუსები, კუპონები, რითაც იზიდავენ მყიდველებს.
მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობის ქეშბექ სერვისები, არსებობენ კომპანიები -შუამავლები მყიდველსა და მაღაზიას შორის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ გადახდებს. ზოგს დიდი პროცენტი აქვს, ზოგს- ნაკლები. ამ თემის შესწავლის შემდეგ, მე გადავწყვიტე გავჩერებულიყავი სერვისზე- epn.bz.
რატომ? ამისათვის იყო მიზეზი. როგორც ისინი აცხადებენ რომ არიან ოფიციალური პარტნიორები aliexpress-ის, ასევე მათ გააჩნიათ ყველაზე დიდი ქეშბექის პროცენტი aliexpress-იდან, და სახსრების გამოყვანის მოქნილი სისტემა.




სახსრების გამოყვანის მხარდაჭერა აქვს ელექტრონულ საფულეზე და სხვა გადამხდელ სისტემებზე. (თანხის გამოყვანის მინიმალური თანხა შეადგენს ოცი ცენტი!). და რაც მთავარია , არ იღებენ კომისიას თანხის გამოყვანისათვის. თავდაპირველად EPN მუშაობდა მარტო aliexpress-თან, მაგრამ უკვე დაიმატეს ორი განთქმული ჩინური მაღაზია, Gearbest და Banggood. მაგრამ ამ მაღაზიებში ქეშბექის პროცენტი უფრო ნაკლებია.
თავდაპირველად მე სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ გავსინჯე და დავრწმუნდი , რომ ყველაფერი მუშაობს, მიმდინარეობს გადახდები, არავითარი მოტყუება არ არის. ხდება ხანდახან მცირე შეფერხება, ალიექსპრესი დიდ ხანს უნდება შეკვეთების გადახდის გასინჯვას, ხანდახან შეკვეთა შეიძლება არ გამოისახოს სტატისტიკაში, გადახდის სისტემამ შეიძლება დააგვიანოს გადახდა. ასეთი პრობლემებისაგან არავინ არის დაზღვეული , მთავარია ეს პრობლემები მოგვარებადია. არსებობს ტექ. მხარდაჭერა , არის ჯგუფი vkontakte, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ.
მოგიყვანთ მაგალითს, წყვილ სკრინშოტს ჩემი სტატისტიკისაგან, 2016 წლის დეკემბერი,,,,,

როგორ მოვიხმაროთ ქეშბექი?
აი მოქმედების მინიმუმი, რომელიც საკმარისია ამისათვის.
  1. დარეგისტრირდით საიტზე epn.bz .
  2. დაამატეთ საფულე, რაზედაც მოხდება გადახდა.
  3. შედით თქვენ აკაუნტში aliexpress-ზე, და აირჩიეთ თქვენთვის საჭირო საქონელი.
  4. დააკოპირეთ ბმული არჩეულ საქონელზე და ჩასვით საიტზე EPN “ვიყიდოთ ქეშბექით”( buy with cashback) მინდორში და გადადით ყიდვისაკენ.
  5. შემდეგ ჩვეულებრივ გადაიხადეთ შეკვეთის საფასური. აქ მთავარია შეკვეთა უნდა შეიქმნეს მიმდინარე სესიის დროს, (არ შეიძლება ბრაუზერის დაკეტვა!) რამდენიმე ხნის შემდეგ, შეკვეთის გადახდის მერე, თქვენი შეკვეთა გამოისახება თქვენ კუთვნილ კაბინეტში EPN-ში, სტატუსით “გადამუშავებაში” .

როგორ გამოვიწეროთ ალიექსპრესიდან?


ვრეგისტრირდებით Aliexpress.com ის ვებ-გვერდზე,თუ თქვენ გაქვთ Facebook ან Google აკაუნტი,მაშინ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მათი საშუალებით.

გადავდივართ სასურველი საქონლის ბმულზე და ვირჩევთ სასურველ პარამეტრებს,შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Buy Now
თუ არ გაქვთ მითითებული მიღების მისამართი,აუცილებლად მიუთითეთ.თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ საკუთარი მისამართი და მაშინ საქონელი პირდაპირ საქართველოში იქნება გაგზავნილი და თქვენ შეძლებთ მის აღებას საქართველოს  ფოსტაში, ყველანაირი გადახდის გარეშე.
თუ თქვენ იყენებთ რაიმე კერძო გადამზიდ კომპანიას,თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი მისამართი.
თუ გაქვთ კუპონი შეგიძლიათ გამოიყენოთ და დააჭიროთ ღილაკს  Place Order.
შემდგომ თქვენ გადახვალთ გადახდის გვერდზე.მიუთითეთ თქვენი ბარათის მონაცემები,და არ დაგავიწყდეთ მონიშვნის მოხსნა  Save card to Alipay პუნკტზე,თუ არ გსურთ რომ Aliexpress-მა  დაიმახსოვროს თქვენი ბარათი.შემდგომ გადაამოწმეთ ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს Pay Now.
თუ თქვენ არ დაუშვით არანაირი შეცდომა,მაშინ თქვენს მიერ არჩეულ საქონელს გამყიდველი გაამზადებს და გამოგიგზავნით ორ სამ დღეში.
როგორც კი თქვენი საქონელი იქნება მიღებული საქართველოს ფოსტით თქვენ მიიღებთ sms ტელეფონზე(აუცილებლად უნდა იყოს მითითებული თქვენს მონაცემებში),შემდგომ კი თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენს მიერ მითითებულ ფოსტის ფილიალში, წარმოადგინოთ დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომ აიღოთ საქონელი.საქონლის ჩამოსვლას უნდება  15-18 დღე გადახდის დღიდან.


რა არის Aliexpress.com?
AliExpress– არის უზარმაზარი ონლაინ ბაზარი,სადაც ათიათასობით ჩინელი გამყიდველები ვაჭრობენ.ისინი გთავაზობენ თავიანთ პროდუკციას და შემდგომში თვითონ ზრუნავენ პროდუკტის მიწოდებაზე კლიენტისთვის,ხოლო AliExpress ბიზნეს დირექტორია და თვით მოლარეც ,რომელიც აძლევს საშუალებას, გამყიდველებმა, გაუწიონ ერთმანეთს კონკერენცია და ასევე კლიენტს შეუძლია გახსნას კამათი გამყილდველთან. AliExpress კარგი არის იმით რომ მას აქვს ძალიან დაბალი ფასები და ხშირ შემთხვევაში , უფასო მიწოდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჩინეთის ხარისხი არ არის ისეთი საშიში, როგორც ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა.

როგორ გამოვიწეროთ Aliexpress.com-დან?
პირველი რაც უნდა გააკეთოთ რომ შეიძინოთ AliExpress-ის მაღაზიაში უნდა დარეგისტრირდეთ მაღაზიის ვებ გვერდზე.რეგისტრაციის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ საქონლის შეძენას და გამყიდველებთან მიმოწერას. AliExpress-ის მაღაზია მისასწვდომია ბევრ სხვადასხვა ენაზე ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ინგლისური ენიდან გადახვიდეთ თქვენთვის სასურველ ენაზე.

იმისათვის რომ დარეგისტრირდეთ Aliexpress-ის ვებ გვერდზე საჭიროა, მხოლოდ დავაჭიროთ ღილაკს, მაღლა მარჯვენა მხარეს.დაჭერის შემდეგ გაგეხსნებათ რეგისტრაციის ფორმა,რომელიც უნდა შეავსოთ.აქ საჭიროა ჩაწეროთ თქვენი ნამდვილი მონაცემები და ასევე შეადგინოთ რთული პაროლი რათა თქვენი გვერდი ვერ გატეხონ. რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ელ.ფოსტაზე მიიღებთ წერილს სადაც იქნება მოცემული ბმული თქვენი აკაუნტის აკტივაციის შესახებ და თქვენ გახდებით სრულყოფილი Aliexpress-ის კლიენტი.

loading...