loading...

კრიპტოვალუტა, რომლის გამოსამუშავებლად ფეხით სიარულია საჭირო

ახალი წლის დღეების შემდეგ ადამიანებს ორი პრობლემა გვაწუხებს ხოლმე - მომატებული წონა და უფულობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ორივე პრობლემის გადალახვა რთულია, მით უმეტეს თუ უმოტივაციობასაც გავითვალისწინებთ. თუმცა დღეს უკვე არსებობს საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებასა და მეტიც, მის გაუმჯობესებაში.
მობილური აპლიკაცია Sweatcoin შესაძლოა თქვენი ახალი ცხოვრების დაწყების მთავარი მიზეზი გახდეს. აპლიკაცია, რომელიც iOS და ანდროიდის სისტემებზეა ინტეგრირებული, დღის განმავლობაში ითვლის თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელსაც მოგვიანებით ციფრულ ვალუტის ახალ სახეობაში, Sweatcoin-ში ახურდავებს. ამ ვალუტით თქვენ შეგიძლიათ ისეთი ნივთების შეძენა, როგორიცაა Delta, PayPal-ის სასაჩუქრე ბარათი ან თუნდაც iPhone X.
ერთი სიტყვით, Sweatcoin ძალიან ჰგავს ბიტკოინს, ოღონდ მისი მოპოვება მაინინგის ნაცვლად, სიარულით ხდება.

                          საინსტალაციო ფაილის გადმოწერა
                                Android is a mobile operating system
ფოტო: Sweatcoins
აპლიკაციის გადმოწერა უფასოა. თქვენი ნაბიჯების დასაანგარიშებლად ის იყენებს GPS სისტემას, შესაბამისად აუცილებელია, რომ აპლიკაციას მასზე წვდომა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში, თქვენი ტელეფონის ბატარეა უფრო სწრაფად დაჯდება. თუ ჩართავთ Battery Saver რეჟიმს, ტელეფონს სწრაფი დაჯდომისგან კი იხსნით, მაგრამ სამაგიეროდ აპლიკაცია ვეღარ შეძლებს ზუსტი მონაცემების მიღებას.
აპლიკაცია ნაბიჯებს მხოლოდ მაშინ ითვლის, როცა მომხმარებელი გარეთ არის და ქუჩებში დაიარება. სარბენ ბილიკზე, სახლში ან სამსახურში გადადგმული ნაბიჯების იმედი ნუ გექნებათ.
როგორც მომხმარებლები წერენ, აპლიკაციის საშუალებით ყოველ 1000 ნაბიჯზე 1 Sweatcoin-ის მოპოვებაა შესაძლებელი.

loading...