loading...

რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?!


მიუხედავად იმისა, საქმე რიგით მენეჯერს ეხება თუ საპასუხისმგებლო პროექტის ხელმძღვანელს, არსებობს უნარ-ჩვევები, რომელიც თანაბრად მოეთხოვება თითოეულ მათგანს კოლეგებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და დასახული მიზნების მარტივად მისაღწევად.
გთავაზობთ უნარების სიას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები კადრების მმართველობით პოზიციაზე აყვანისას:



  1. კომუნიკაციის უნარი – ნებისმიერ ლიდერს უნდა შეეძლოს თითოეული კოლეგისთვის გასაგებ ენაზე საუბარი და განმარტებების მიცემა როგორც ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზნების, ასევე მარტივი დავალებების შესახებ. ამასთან, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ცალკეულ ინდივიდებთან და საერთო შეკრებებისას თანაბარი წარმატებით კომუნიკაცია არა მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის, არამედ ყველა შესაძლო არხის (მობილური, მეილი, სოციალური მედია და ა.შ.) დახმარებით. კომუნიკაციის ცოდნის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია მოსმენის უნარიც. კარგი მენეჯერი თავად განსაზღვრავს სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო ფორმასა და სიხშირეს, თუმცა მთავარია მუდმივად ხელმისაწვდომი იყვნენ კოლეგებისთვის.
  2. მოტივირების უნარი – კადრების მოტივაციის ამაღლება მათ მიერ დამატებითი დავალებების შესრულების ტოლფასია. მართალია, შესაფერისი ანაზღაურება მნიშვნელოვანი მოტივატორია, თუმცა არა საკმარისი. საკმაოდ მიღებული და გამართლებული მეთოდია ჯილდოები და დავალების წარმატებით შესრულების ხაზგასმა. დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. კარგი ლიდერებისგან სწორედ შესაფერისი მოტივატორების პოვნას ელიან.
  3. დელეგირების უნარი – ბევრი კურდღლის მადევარი მენეჯერები ხშირად ხელცარიელი რჩებიან. მცდარი მოსაზრებაა, რომ დავალებების სხვისთვის გაზიარება სისუსტის ნიშანია. სინამდვილეში, მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელებს ძალუძთ ადამიანების სწორად შერჩევა და მათზე პასუხისმგებლობის გადანაწილება, რადგან საჭიროა თითოეული დაქვემდებარებულის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და შესაბამისი დავალების გაცემა. შედეგად ლიდერებს მეტი დრო რჩებათ ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ.
  4. პოზიტიური აზროვნება – ძლიერ ლიდერს უნდა შეეძლოს შეცდომების აღიარება სხვისთვის გადაბრალების გარეშე და საჭირო დროს საკუთარ თავზე ხუმრობაც, რაც ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ყველაზე დატვირთულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. გუნდის წევრების შვებულების გეგმებით დაინტერესებაც კი დადებითად აისახება მათ განწყობაზე და დავალებების ხარისხიანად შესრულების სტიმულს ზრდის.
  5. სანდოობა – კადრებს არ უნდა ეშინოდეთ ლიდერთან პრობლემებზე საუბრის და კითხვების დასმის. მნიშვნელოვანია ლიდერისადმი ნდობის არსებობა, რადგან შიში ყოველთვის არ შეიქმს სიყვარულს. გულწრფელობა და მათთან საუბრისთვის მზაობა ბადებს მხოლოდ გულწრფელ პატივისცემას.
  6. შემოქმედებითი ნიჭი – ყველა კარგი ლიდერისთვის სიახლეს არ წარმოადგენს პრობლემური საკითხებისთვის გამოსავლის მოძიება, რომლის წარმატებით გადაწყვეტა მათ ლოგიკასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული და ხშირად ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას მოითხოვს. ამიტომ აქცევენ დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას კადრის უნარს, გადაჭრას პრობლემები არასტანდარტული მეთოდებით, რომელიც არაერთ შემთხვევაში შეიძლება მეტად ეფექტიანი აღმოჩნდეს.
  7. პასუხისმგებლობის თავზე აღება – ლიდერი თანაბრად აგებს პასუხს როგორც გუნდის წარმატებებზე, ასევე დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ ყველა მათგანი მზად უნდა იყოს სხვისთვის გადაბრალების გარეშე მოაგვაროს პრობლემები, თუ არ სურთ კოლეგების პატივისცემის დაკარგვა.
  8. დაპირებების შესრულების უნარი – ყველა ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ამიტომ ამა თუ იმ პასუხისმგებლობის თავზე აღებისას, ზეგანაკვეთური მუშაობისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რაც სამაგალითო ქცევაა დაქვემდებარებულთათვისაც. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს კადრების წინაშე არსებული ვალდებულებებისას. (მაგ. გარკვეული ღონისძიების მოწყობის პირობა), ლიდერი, რომელსაც პირობის შესრულება არ შეუძლია, იგივეს არ უნდა ელოდოს კოლეგებისგან.
  9. მოხერხებულობა – გეგმიდან გადახვევის საჭიროება ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყველა ლიდერს უნდა შეეძლოს ტკივილის გარეშე ცვლილებების მიღება და მათზე სათანადოდ რეაგირება. ამასთან, მათგან ელიან რეკომენდაციების და ნებისმიერი უკუკავშირის მშვიდად მოსმენასაც.




Home About us Contact რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?! თარიღი November 15, 2016 კატეგორია: საინტერესო სტატიები | 5 Comments 2 მიუხედავად იმისა, საქმე რიგით მენეჯერს ეხება თუ საპასუხისმგებლო პროექტის ხელმძღვანელს, არსებობს უნარ-ჩვევები, რომელიც თანაბრად მოეთხოვება თითოეულ მათგანს კოლეგებთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და დასახული მიზნების მარტივად მისაღწევად. გთავაზობთ უნარების სიას, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დამსაქმებლები კადრების მმართველობით პოზიციაზე აყვანისას: კომუნიკაციის უნარი – ნებისმიერ ლიდერს უნდა შეეძლოს თითოეული კოლეგისთვის გასაგებ ენაზე საუბარი და განმარტებების მიცემა როგორც ორგანიზაციის ფუნდამენტური მიზნების, ასევე მარტივი დავალებების შესახებ. ამასთან, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ცალკეულ ინდივიდებთან და საერთო შეკრებებისას თანაბარი წარმატებით კომუნიკაცია არა მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის, არამედ ყველა შესაძლო არხის (მობილური, მეილი, სოციალური მედია და ა.შ.) დახმარებით. კომუნიკაციის ცოდნის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია მოსმენის უნარიც. კარგი მენეჯერი თავად განსაზღვრავს სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო ფორმასა და სიხშირეს, თუმცა მთავარია მუდმივად ხელმისაწვდომი იყვნენ კოლეგებისთვის. მოტივირების უნარი – კადრების მოტივაციის ამაღლება მათ მიერ დამატებითი დავალებების შესრულების ტოლფასია. მართალია, შესაფერისი ანაზღაურება მნიშვნელოვანი მოტივატორია, თუმცა არა საკმარისი. საკმაოდ მიღებული და გამართლებული მეთოდია ჯილდოები და დავალების წარმატებით შესრულების ხაზგასმა. დადებითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. კარგი ლიდერებისგან სწორედ შესაფერისი მოტივატორების პოვნას ელიან. დელეგირების უნარი – ბევრი კურდღლის მადევარი მენეჯერები ხშირად ხელცარიელი რჩებიან. მცდარი მოსაზრებაა, რომ დავალებების სხვისთვის გაზიარება სისუსტის ნიშანია. სინამდვილეში, მხოლოდ ძლიერ ხელმძღვანელებს ძალუძთ ადამიანების სწორად შერჩევა და მათზე პასუხისმგებლობის გადანაწილება, რადგან საჭიროა თითოეული დაქვემდებარებულის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და შესაბამისი დავალების გაცემა. შედეგად ლიდერებს მეტი დრო რჩებათ ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმონ. პოზიტიური აზროვნება – ძლიერ ლიდერს უნდა შეეძლოს შეცდომების აღიარება სხვისთვის გადაბრალების გარეშე და საჭირო დროს საკუთარ თავზე ხუმრობაც, რაც ჯანსაღი და სასიამოვნო სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ყველაზე დატვირთულ და სტრესულ სიტუაციაშიც კი. გუნდის წევრების შვებულების გეგმებით დაინტერესებაც კი დადებითად აისახება მათ განწყობაზე და დავალებების ხარისხიანად შესრულების სტიმულს ზრდის. სანდოობა – კადრებს არ უნდა ეშინოდეთ ლიდერთან პრობლემებზე საუბრის და კითხვების დასმის. მნიშვნელოვანია ლიდერისადმი ნდობის არსებობა, რადგან შიში ყოველთვის არ შეიქმს სიყვარულს. გულწრფელობა და მათთან საუბრისთვის მზაობა ბადებს მხოლოდ გულწრფელ პატივისცემას. შემოქმედებითი ნიჭი – ყველა კარგი ლიდერისთვის სიახლეს არ წარმოადგენს პრობლემური საკითხებისთვის გამოსავლის მოძიება, რომლის წარმატებით გადაწყვეტა მათ ლოგიკასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული და ხშირად ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას მოითხოვს. ამიტომ აქცევენ დამსაქმებლები განსაკუთრებულ ყურადღებას კადრის უნარს, გადაჭრას პრობლემები არასტანდარტული მეთოდებით, რომელიც არაერთ შემთხვევაში შეიძლება მეტად ეფექტიანი აღმოჩნდეს. პასუხისმგებლობის თავზე აღება – ლიდერი თანაბრად აგებს პასუხს როგორც გუნდის წარმატებებზე, ასევე დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ ყველა მათგანი მზად უნდა იყოს სხვისთვის გადაბრალების გარეშე მოაგვაროს პრობლემები, თუ არ სურთ კოლეგების პატივისცემის დაკარგვა. დაპირებების შესრულების უნარი – ყველა ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, ამიტომ ამა თუ იმ პასუხისმგებლობის თავზე აღებისას, ზეგანაკვეთური მუშაობისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რაც სამაგალითო ქცევაა დაქვემდებარებულთათვისაც. იგივე დამოკიდებულება მოქმედებს კადრების წინაშე არსებული ვალდებულებებისას. (მაგ. გარკვეული ღონისძიების მოწყობის პირობა), ლიდერი, რომელსაც პირობის შესრულება არ შეუძლია, იგივეს არ უნდა ელოდოს კოლეგებისგან. მოხერხებულობა – გეგმიდან გადახვევის საჭიროება ნებისმიერი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყველა ლიდერს უნდა შეეძლოს ტკივილის გარეშე ცვლილებების მიღება და მათზე სათანადოდ რეაგირება. ამასთან, მათგან ელიან რეკომენდაციების და ნებისმიერი უკუკავშირის მშვიდად მოსმენასაც. 1 წყარო კომენტარები 0 comments ← დროის მართვის ხელოვნება სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე → გაიზიარე ცვლილებები! სოციალური მედია NCIB Facebook NCIB Twitter NCIB Google + NCIB Youtube NCIB Flickr ბოლო პოსტები სტატისტიკები და ტენდენციები სოციალურ მედიაზე რა უნარებს უნდა ფლობდეს ნებისმიერი კარგი ლიდერი?! დროის მართვის ხელოვნება კომპანიის სახელის შერჩევისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები რა ეტაპების გავლაა საჭირო საკუთარი ბიზნესის დასაწყებად?! იმეილ მარკეტინგის უპირატესობები თანამშრომელთა იმედგაცრუების 4 მთავარი მიზეზი როგორ ავირჩიოთ საქმიანობის სფერო სწორად პროფესიები, რომლითაც სახლიდან მუშაობაა შესაძლებელი ის, რასაც არასდროს სთხოვს კარგი მენეჯერი პერსონალს კატეგორიები ბიზნეს სიახლეები ინფოგრაფიკები კომპანიის სიახლეები საინტერესო სტატიები საკონკურსო ნამუშევრები სარეკლამო სტატიები არქივი November 2016 October 2016 September 2016 July 2016 June 2016 May 2016 April 2016 March 2016 February 2016 January 2016 December 2015 November 2015 October 2015 September 2015 August 2015 July 2015 June 2015 May 2015 April 2015 March 2015 February 2015 January 2015 December 2014 November 2014 September 2014 August 2014 May 2014 March 2014 January 2014 November 2013 October 2013 September 2013 July 2013 May 2013 February 2013 January 2013 December 2012 November 2012 October 2012 September 2012 August 2012 July 2012 June 2012 May 2012 April 2012 March 2012 February 2012 January 2012 December 2011 November 2011 October 2011 September 2011 August 2011 July 2011 June 2011 Copyright © 2011 NCIB. All rights reserved.
loading...