loading...

***

რა დრო გასულა ამ სიჩუმით ხმაურიანი. მონატრებისგან ჩვენს ჩათს ვიკრავ გულში მხიარულს. ისევ მომინდა მოვისმინო შენი სიტყვები თავბრუდამხვევი, მხოლოდ ჩემი და თან გარყვნილი. სიგიჟემდე მსურს კვლავ გავწირო ჩემი სიფხიზლე, მხოლოდ ყინულით გაბადრულ და გულქვა ღიმილში. ახლაც კვლავ მინდა გესაუბრო ასე უაზროდ, მაგრამ ვიცი რომ ვეღარ ვიგრძნობ შენს ვერცერთ სიტყვას. შენ ამას ნახავ, თავად მომწერ - იქნებ მე ვარო, მე კი მოგახლი, -არა! ალბათ რაღაც გეშლება.
loading...