loading...

იაპონიის კომპანია ბიტკოინის ელვისებური ქსელ ნერგავს

იაპონიის ენერგომომარაგების სიდიდით მესამე კომპანია ჰპირდება მომხმარებლებს, რომ მალე გადასახადების დაფარვა ბიტკოინითაც იქნება შესაძლებელი.

CoinDesk-ის მიერ გაგებული დეტალების თანახმად, Chubu Electric Power Co თანამშრომლობს ადგილობრივ ბიტკოინ და Internet of Things(IoT) სტარტაპ Nayuta-სთან, რომელიც იკვლევს ელვისებური ქსელის მეშვეობით შესრულებულ გადახდებს, სადაც ბიტკოინი იყო გამოყენებული და მათ მიერ მუშავდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბიტკოინის მომხმარებლებისთვის ხარჯების შემცირებას.
Chubu, რომელსაც 15,000 თანამშრომელი და 200-ზე მეტი ენერგიის გადამუშავების ობიექტი აქვს, ახლა ელვისებურ ქსელს იყენებს, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ ელექტრომანქანების დატენვისთვის ანგარიშსწორების კრიპტოვალუტით განხორციელება.


თავიანთი ნამუშევრის დემონსტრაციისას, Chubu-მ და Nayuta-მ აჩვენეს, რომ ელექტროტრანსპორტის დამტენმა ელვისებური ქსელის მეშვეობით მიიღო გადახდა და მყისვე დაიწყო ავტომობილის დატენვა.

Chubu-ს მთავარმა მენეჯერმა, ჰიდეჰირო იჩიკავამ CoinDesk-ს უთხრა, რომ ეს ტესტი მარკეტინგული კვლევების ნაწილია. მათ სურთ, გაიგონ, აკმაყოფილებს თუ არა ბიტკოინი მათ IoT მოთხოვნებს, თუმცა ელვისებრი ქსელით გადასახადების მიღება ოფიციალური მიღებისგან შორსაა.

ამრიგად, Chubu-ს ისტორია ჰგავს სხვა კრიპტოვალუტით დაინტერესებულ კომპანიათა ისტორიებს და ამავე დროს მსგავსია მათი ამჟამდინელი სიტუაციით უკმაყოფილებაც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია დიდი ხანი ატარებდა მსგავს ტესტებს ბიტკოინზე, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია ბლოკჩეინის სიძვირის გამო.

იჩიკავამ CoinDesk-თან ინტერვიუში განაცხადა:
„ვინაიდან დენის გადასახადი მცირეა, ელვისებურმა ქსელმა უნდა შეამციროს საკომისიო საჯარო ბლოკჩეინის გამოყენებით.“

Nayuta-ს აღმასრულებელ დირექტორს, კენიჩი კურიმოტოს, სჯერა, რომ ეს ტესტები რაღაც უფრო დიდისთვის გვამზადებს - IoT-ის გადახდებისთვის ბიტკოინის საშუალებით, რომელიც ელვისებური ქსელით განხორციელდება.

„IoT-ისა და ბლოკჩეინ აპლიკაციებს სჭირდება მომენტალური გადახდების სისტემა.“

ელვა + დენი = <3

ტესტირებაში არა მხოლოდ Chubu და Nayuta იყვენენ ჩართულნი.

იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ დაეხმარება ელვისებური ქსელი IoT-ის, ამ ორმა კომპანიამ ელვისებური ქსელის ნოდი შეუერთა ელექტროავტომობილის დამტენსა და მანქანას. მათ აგრეთვე გამოიყენეს იაპონური პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპი Infoteria, რომელმაც დაწერა კოდი მობილური აპლიკაციისთვის.

როგორც კი გაგზავნის ღილაკს დააჭერთ, აპლიკაცია უკავშირდება დამტენს უკაბელო ინტერნეტის საშუალებით ან ბლუთუზით, რის საფუძველზეც ირთვება მოწყობილობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებაში კომპანიებს ბიტკოინი არ გამოუყენებიათ სხვა “უგუნური“ ტესტებისგან განსხვავებით. ამის ნაცვლად ბიტკოინი ისეთი ქსელის ტესტირებაში გამოიყენეს, სადაც მეტი კონტროლი აქვთ.

საერთო ჯამში, ტესტმა წარმატებით ჩაიარა და აჩვენა, რომ ელვისებური ქსელის საშუალებით შესაძლებელია მცირე ოდენობის გადახდების წარმოება ელექტროტრანსპორტის დასატენად.

Nayuta-ს სპიკერმა, ჰიტომი მიროიამამ, განაცხადა, რომ მომავალში ამ ტიპის სერვისი ყველა პარკინგზე იქნება შესაძლებელი. მომხმარებლებს შეეძლებათ ისეთივე სიმარტივით გამოიყენონ ბიტკოინი ელვისებურ ქსელზე თავისი ავტომობილის დასატენად, როგორც ამას საკრედიტო ბარათების მეშვეობით აკეთებენ.

„ეს ქსელი საშუალებას გვაძლევს, ვიხელმძღვანელოთ დამტენების საიმედო მართვის სისტემით მინიმალური ხარჯებით.“

ზემოქმედება და პერსპექტივები

ჯერ-ჯერობით, ეს ტესტები იმავე შედეგებს ასახავენ, რაც სხვა ბლოკჩეინებზე მოხდა, თუმცა Chubu-ს სიდიდისა და ზოგი ჩართული კომპანიის მხარდაჭერის გათვალისწინებით, ეს ტესტი ყველაზე გამოჩენილია.

იჩიკავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ Chubu-ს ექსპერიმენტი ჯერ დასაწყის სტადიებზეა და მან არ ისაუბრა იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ეს პროცესი კომპანიის პროდუქციაზე და რამდენი დაჯდება ეს პროექტი.

Nayuta კი აპირებს, მიუძღვნას მთელი თავისი ბიზნესი ამ კვლევებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრდასა და ექსპერიმენტებს, რომ გავიგოთ, რა არქიტექტურა მოვარგოთ ელვისებურ ქსელს IoT-ისთვის,“ განაცხადა მორიამამ Coindesk-თან ინტერვიუში.

კურიმოტომ დაამატა, რომ Nayuta ცდილობს თავისი პროგრამული უზრუნველყოფის მორგებას ელვისებური ქსელის 3 ძირითად პროგრამასთან, რომელიც ყველაზე პოპულარულია დღესდღეობით.

წყარო: coindesk.com
loading...