loading...

ერთი, ორი, სამი……..


- რთულია ხო?
- ამ ქვეყნად ყველაფერი რთულია…
- მაშინ მომიყევი რას აპირებ?
- ალბათ, ცხოვრებას…
- ალბათ რატო?
- ჯერ არ გადამიწყვეტია…
- არ გაქვს უფლება!!!
- ვითომ..
გამიღიმა და წავიდა. უცნაური პიროვნება იყო, ალბათ იმიტო რო ბევრი იცოდა. შეეძლო მთელი დღე მარტო ყოფილიყო ოთახში თავის წიგნებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძმა იყო, მაინც ვერ ვუგებდით ერთმანეთს. მაგრამ მაინც სიგიჟემდე მიყვარდა. ის ხომ ჩემი სისხლი და ხორცი იყო, ტყუპისცალი რომელიც სულ არ მგავდა.
არ ვიცი რა მოხდა, ვერ ვუგებ, არ მესმის რატო უნდა ექნა?? მაშინ როცა ერთმანეთს ვეჩვეოდით, როცა იყო რაღაც რაც გვაერთიანებდა… მაგრამ დაამთავრა, წერტილი დასვა… უარი თქვა… სულ თავიდან დავიწყებ, იქნებ რომელიმე მიხხვდეთ და ამიხსნათ მისი გადაწყვეტილება.
დათო ქართულზე მიდიოდა როცა მე და ნინი შევხვდით. ნინი??? ნინი იყო გოგონა რომელიც მე მომწონდა, მასაც მოვწონდი და ვხვდებოდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა გავაცანი დატოს. სადღაც ხუთი წუთI დაყო ჩვენთან და წავიდა. შემდეგ ნინი სახლამდე მივაცილე და ერთი სული მქონდა ჩემი ძმა მენახა..
ვიჯექი მარტო ოთახში.. დედა საჭმელს ამზადებდა, მამა ჯერ არ მოსულა, ვპიქრობდი, ვოცნებობდი. აი დათოც მოვიდა, ოთახში შემოვიდა, ჩანთა დადო, მაიკა გადაიძრო და ლოგინზე წამოწვა.
- დათო მოგეწონა? ხო კაი გოგოა?
- შენი საქმისა შენ იცი..
აიღო წიგნი და კითხვა დაიწყო. ძალიან მეწყინა, ცუდი არაფერი არ უთქვამს მარა მაინც. ალბათ სხვა პასუხს ველოდი.
იმ საღამოს არ მიძინია, ნინიზე ვფიქრობდი. არ მეგონა თუ არსებობდა ნინიზე მხიარული, ლამაზი და ერთგული ადამიანი, გადავწყვიტე მეთქვა სიტყვა ,,მიყვარხარ”.
მეორე დღეს ვთხოვე შემხვედროდა. ბაღში ველოდებოდი, ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი როგორ ამეხსნა სიყვარული… ყოველი გასული წამი, წუთი ნერვებს მიშლიდა, რადგანაც ვერაფერს ვერ ვალაგებდი, ისევ არ ვიცოდი რა მეთქვა. 
ზუსტად მახსოვს ცამეტი წუთი დააგვიანდა. როცა მოვიდა არ ვიცი რა დამემართა, ხელი მოვკიდე ხელზე და გულზე მივიდე..
- ნიინ..
მიყურებს დაბნეული, არ იცის რა ქნას
- ნიინ გულისცემა გესმის?
- კი
-ეს გული მხოლოდ შენთვის ძგერს..
ატირდა.. არ დამამთავრებინა და გაიქცა.
საღამომდე ვხეტიალობდი ქუჩაში, არ ვიცოდი რა მექნა.. სახლში ავედი.. დედა ისევს სამზარეულოში იყო, მამა და დათო ფეხბურთს უყურებდნენ. ოთახში შევედი, არაფრის თავი აღარ მქონდა და ლოგინზე წამოვწექი. ვფიქრობდი და ამ ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე დათოს შემოსვლა..
- რა ქენი დღეს?
- არაფერი
- ნინიმ რაო?
- არაა შენი საქმე!!
ძალიან უხეშად გამომივიდა.. ალბათ ეწყინა, ადგა და გავიდა ოთახიდან. არ ვიცი რა მჭირდა ის დღეები.. ძალიან აგრესიული ვიყავი.
ერთ დღეს მოვედი ისევ დაგრუზული. სახლში შევედი თუ არა ნინი დავინახე. მოვიდა, მომეცა შანსი მეთქვა ყველაფერი, მაგრამ არ მაცალა. ჩამეხუტა და დაბადების დღე მომილოცა. სულ გადამავიწდა, მეგონა არავის არ ახსოვდა. შემდებ ოთახიდან დანარჩენები გამოცვიდნენ… სიგიჟემდე ვიყავი ბედნიერი… ნინი ყველასაგან გამოირჩეოდა. ჩემთან მოვიდა და აივანზე გავედით.
- იცი რაა? არ მიყვარხარ, არ შემიძლია მოგატყუო, იმ დღეს ძალიან ბევრი ვიფიქრე და მხოლოდ მეგობრობა შემიძლია შემოგთავაზო..
ხმას ვერ ვიღებდი.. უნდა დავგრუზულიყავი, მაგრამ სულ არაფერს - მეგობრობა სჯობს.
ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი… ეს ბედნიერება გამყვა, მაგრამ ყველაფერი წარმავალია.
ხუთშაბათს ნინი ვნახე, ძალიან გამიხარდა..
- როგორა ხარ? მომენატრე..
- კარგად შენ?
- მეც მიყვარხარ..
მის თვალებში რაღაც უცნაური დავინახე, არ შემიძლია ამის აღწერა.. ცრემლები წამოუვიდა..
- მე მინდოდა..
ატირდა და ჩამეხუტა..
- არ შემიძლია, არა!!! დამივიწყე…
ისევ გამექცა.. რა უნდა ვქნა? როგორ მოვიქცე? ვისთან მივიდე? ამ ფიქრებისაგან გამწარებული დათოსტან აღმოვჩნდი.. ყველაფერი მოვუყევი.. ლამის ვტიროდი და ჩემდა გასაკვირად დათო პირველად ჩამეხუტა, მამშვიდებდა..
გავიდა დრო.. დამთავრდა ზაფხულის არდადეგები – დაიწყო სწავლა. თითქოს დავივიწყე, მაგრამ არა!!! არ მაცალა დათომ.
- ხელიდან არ გაუშვა!
- უკვე წავიდა..
- არა.. არა.. არ გესმის, მერე რა რომ არ უყვარხარ? ამიტო უნდა დაკარგო? იმეგობრე და ყველაფერი თავისთავად მოვა..
- მაგრამ…
- გაჩუმდი და ის გააკეთე რასაც გეტყვი..!!!
მართლაც ისე ვიქცეოდი როგორც დათო მეუბნებოდა. შევურიგდი, ვმეგობრობდით, უფრო მეტ დროს ვატარებდით ერთად. დათოც ძალიან დაუახლოვდა.. თიტქმის და-ძმასავით იყვნენ… ბედნიერი ვიყავი.. ყველაფერი დათოს წყალობით.. სიცოცხლე მაჩუქა!!!
ნინიმ დამირეკა.. საღამო იყო.. არა ველოდი.. ხვალ უნდა შემხვდეო..
შევხვდი.. და დათოს ნაჩუქარი სიცოცხლე წამართვა…
- მგონი დათო შემიყვარდა..
მოვკვდი.. არ ვიცოდი რა მექნა.. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და ვუთხარი დათოსაცთქო..
არ ვიცი რა დამემართა.. სახლში წამოვედი.. დათო შინ არ დამხვდა..
- დათო სად არის?
- ფეხბურთის სათამაშოდ წავიდა..
სტადიონზე მარტო იდგა და ბურთს უყურებდა.. დამაინტერესა რას გააკეთებდა, ჩამოვჯექი იქვე, სტადიონთან ახლოს. ცოტა ხანი კიდევ უყურა და შემდეგ დაიწყო თამაში. მარტო თამაშობდა, მაგრამ ისეთ საოცარ მოძრაობებს აკეთებდა, თვალებს არ ვუჯერებდი..
- დათო!!!
- რა იყო?
- არ გინდა მეთამაშო?
- მოდი.. რას ელოდები?
დავიწყეთ თამაში.. დავივიწყეთ ყველაფერი სტადიონს იქით.. ულამაზესად ვთამაშობდით.. მოვიგე.. მაგრამ მე მხოლოდ ბრძოლა მოვიგე, ხოლო ომი წავაგე..
- დათო ნინი გიყვარს?
- კი ძალიან.. მინდა ნინისაც შეუყვარდე..
- ნინი გიყვარსთქო? მეგობრულად არ გეუბნები!!!
- საიდან მოიტანე?
- გიყვარს?
- გიჟი ხარ!!!
სახლში წამოვიდა.. მისმა სიტყვებმა ამატირა.. არ ვიცი რატო, მაგრამ სიხარულისგან ვტიროდი…
მეორე დღეს ნინი და დათო შევახვედრე.. გავარკვიე ყველაფერი..
- გიჟი ვარ დავით!!! ეხლა კი თქვენ იცით..
წამოვედი.. ნეტა სწორედ მოვიქეცი? რა თქმა უნდა ბედნიერი ვიყავი.. დათო ფეხბურთს თამაშობდა.. თექვსმეტის იყო როცა დინამოში ჩაირიცხა.. თვრამეტის გახდა თუ არა ნაკრებში მიიწვიეს…

* * *

- როგორა ხართ შენ და ნინი?
- არ ვიცი.. ქრება ის სიგიჟე რაც იყო…
- რატო? რა მოხდა?
- არაფერს არ მისრულებს.. ყველაფერზე უარს მეუბნება..!!! : შ
- დათო ყველაფერი დროებითია..
დავამშვიდე და წამოვედი. ნინისთან წავედი, მინდოდა მელაპარაკა მასთან, გამერკვია ყველაფერი.
- რას შვრები ნინ?
- არაფერს შენ?
- გცალია?
- კი
- მაშინ ეზოში გავიდეთ..
- კაი და რის შესახებ უნდა მელაპარაკო?
- შენზე და დათოზე.. როგორ ხართ?
- კარგად..
- ვითომ? გესმით ერთმანეთის?
- რატო მეკითხები?
- იცი რა არის? არ შეიძლება ყველაფერზე უარის თქმა..
- კი მაგრამ..
- ერთი წუთი დამამათავრებინე.. არ შეიძლება, უბრალოდ გააქრობ ყველაფერს..
- გოგო ვარ..
- თქვენს შორის ეგ არ უნდა იყოს..!!!
ძალიან გავბრაზდი.. წამოვედი სახლში.. პირველად მომინდა სიკვდილი.. და დათოს ვუთხარი ჩემი განზრახვის შესახებ.. სახეში გამარტყა..
- არ გაქვს უფლება!!!
- ვითომ?
- არა..!!!
ადგა დაგავარდა გაბრაზებული.. ნინისთან წავიდა..
- ნინ შეიძლება შემოვიდე?
- კი შემო დათო.. რა გჭირს?
- უნდა გელაპარაკო..
- მიდი დაიწყე..
- დავიღალე ამდენი უარით..
- დათო გოგო ვარ
- მერე რა? მე თუ ვცდილობ??
- ვალდებული არ ვარ!!!
- მართალი ხარ!!! არც მე ვარ ვალდებული აქ ვიყო!!!
დატოვა ნინი გაოგნებული და წამოვიდა.. სახლში მივიდა.. არავინ დავხვდით.. წერილი დამიტოვა და წავიდა… სახლსჰი რო მივედი საზარელი სურათი დამხვდა..
მუხლებზე დავეცი.. ვტიროდი.. სიკვდილი მინდოდა.. წერილი შევამცჰნიე.. იქ ეწერა: ,,არ გაქვს უფლება!!!”
ცხრამეტი წლის იყო მაშინ.. ათი წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვერ ვაპატიე.. ალბათ იმიტო რო ვერ გავუგე.. იმედია ვინმე გაუგებს.. მე კი გადავწყვიტე უნდა ველაპარაკო, უნდა გავიგო მიზეზი..
- დათო მაქვს უფლება!!!
ავიღე იარაღი, დავხუჭე თვალები..
- ერთი, ორი, სამ…
loading...