Breaking

loading...

Toyota Camry 2007-2009 hybrid - Maint Reqd Soon- სერვისების ჩამოყრა





აღნიშნული ვიდეოს ჩაწერა გადამაწყვეტინა პატარა ისტორიამ, მოკლედ ჩემმა ავტომობილმა დაქოქვისას ამომიგდო  აღნიშნული პრობლემა, ანუ მიწერდა MAINT REQD SOON, რამაც როგორც არაპროფესიონალს ცოტა მანერვიულა, რამე სერიოზული პრობლემა მეგონა და მივმართე ერთ-ერთ სერვისცენტრს, რომელსაც შეგნებულად არ ვასახელებ. ხელოსან ბევრი არ უფიქრია ისე მითხრა 15 ლარი დაგიჯდებაო თან სხვა ავტომობილს აკეთებდა და ლოდინი მომიწია. ამასობაში ფოტო დავპოსტე ფეისბუქ გვერდზე: Toyota Camry Club Georgia და მირჩიეს  YouTube.com მომეძებნა და მარტივად მოვაგვარებდი აღნიშნულ პრობლემას.

შედეგიც სახეზეა, იხილეთ ვიდეორგოლი (ვაღიარებ არაპროფესიონალური გადაღებულია მაგრამ მგონია რომ ვინმეს გამოადგება) იდეაში ცუდი არ იქნებოდა მსგავსი ქართველი იუთუბერი თუ გამოჩნდებოდა ვინმე.


ტოიოტა ქამრი 2008 წლის მოდელზე სერვისების ჩამოყრა როცა მონიტორზე აწერს " MAINT REQD SOON"
2007-2009 წლის მოდელებზე სერვისების ჩამოყრა ხდება მსგავსად.
ვაღიარებ, რომ აღნიშნულ საკითხში არაპროფესიონალი ვარ მაგრამ მე ეს მოვახერხე და თქვენც მარტივად მოაგვარებთ ამ პრობლემას.
მსგავს თემაზე ძალიან ცოტა კონტენტია youtube-ზე ქართულად და იმედი მაქვს გამოგადგებათ. დამილაიქრთ თუ მოგეწონათ ვიდეო.
გამოიწერეთ ჩემი არხი: https://www.youtube.com/user/giorgigi...

loading...

ssss