Breaking

loading...

როგორ დავზოგოთ თანხა ონლაინ შოპინგისას? ქეშბექი - იშოპინგეთ aliexpress.com, amazon.com და სხვა

რა არის ქეშბექი?

ვინც არ იცის თუ რა არის ქეშბექი (cashback) – ეს არის ფულის ის ნაწილი, რომელსაც გიბრუნებთ მაღაზია ნებისმიერი შენაძენისას.

როგორ დავზოგოთ თანხა ონლაინ შოპინგისას?

როგორ ვიყიდოთ ქეშბექით ალიექსპრესზე და სხვა ონლაინ მაღაზიებში?
ქეშბექი და ყველაფერი ის ,რაც მასთანაა დაკავშირებული
თითქოსდა მოგეჩვენებათ , როგორ შეიძლება მოხდეს ასეთი რამ? მაგრამ ბიზნესის ასეთი მოდელი ბევრ მაღაზიას აქვს შემოღებული, მათ შორის ჩინეთის მსხვილ ონლაინ სავაჭრო ვებგვერდებსაც. ის ნამდვილად მუშაობს, იბადება კითხვა – მაღაზიებს რა სარგებელი აქვთ? ეს არის ახალი კლიენტების მიზიდვა, რაც თავისთავად ზრდის მაღაზიებში საქონლის ბრუნვას, და მოგებას, ბაზარზე კონკურენცია დიდია, და ამიტომ ამ ყველაფერზე მიდიან მაღაზიები, ქეშბექი, ბონუსები, კუპონები, რითაც იზიდავენ მყიდველებს.
მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია დიდი რაოდენობის ქეშბექ სერვისები, არსებობენ კომპანიები -შუამავლები მყიდველსა და მაღაზიას შორის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ გადახდებს. ზოგს დიდი პროცენტი აქვს, ზოგს- ნაკლები. ამ თემის შესწავლის შემდეგ, მე გადავწყვიტე გავჩერებულიყავი სერვისზე-  Ebates.
რატომ? 


ვინც იწერთ ნივთებს სხვა და სხვა უცხოური საიტებიდან Ebates დაგიბრუნებთ დახარჯული თანხის ნაწილს (1% – დან 50% – მდე). პროექტში გაწევრიანებულია უამრავი ონლაინ მაღაზია საიდანაც შესაძლებელია როგორც ნივთების ასევე ინფო პროდუქტების და სხვა და სხვა სერვისების ყიდვა. მათ შორის არის ყველასათვის კარგად ნაცნობი Ebay, Amazon, Best Buy და ასე შემდეგ. (1000 მეტი მაღაზიაა პროექტში).
არსებობს ქეშბექის ორნაირი სისტემა.
1. გიბრუნებს პირდაპირ თანხას Paypal ანგარიშზე ან გიგროვებს Ebates ანგარიშზე და აგზავნის ჩეკს თქვენს მისამართზე რომელიც ნებისმიერ ბანკში ქეშდება.
2. იძლევა სხვა და სხვა საიტების, სხვა და სხვა პროცენტიან ფასდაკლების კუპონის კოდებს.

როგორ მივიღოთ ქეშბექი.
1. აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდეთ საიტზე ჩვენი რეალური მონაცემებით. (სასურველია Google Chrome ბრაუზერი)
2. საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ გამოგვიჩნდება ღილაკი რომელიც Extensions ჩაამატებს Google Chrome ბრაუზერში
3. ჩვენთვის სასურველ მაღაზიაში შესვლის დროს Extension მოითხოვს გააქტიურებას და რათქმა უნდა უნდა დავეთანხმოთ. დათანხმების შემდეგ კი დაგვიწერს რა სახის და რამდენ პროცენტიან ქეშბექს გაკვიკეთებს Ebates.
პროდუქტის შეძენის დროს არ არის აუცილებელი Ebates აქაუნთში შესვლა და მერე ჩვენთვის სასურველ მაღაზიაში გადასვლა. ექსთენშენი თვითონ ხვდება აქვ თუ არა ქეშბექი, რამდენი აქვს და რა სახის აქვს ამა თუ იმ მაღაზიას.
რაც შეეხება თანხის განაღდებას.
დაგროვილი თანხის განღდება ხდება 3 თვეში ერთხელ
01. 01 დან 31. 03 მდე დაგროვილი თანხა განაღდდება 15. 05 ში
01. 04 დან 30. 06 მდე 15. 09 ში
01. 07 დან 30. 10 მდე 15. 11 ში
01. 11 დან 31.12 მდე 15.02 ში
ჩემს მიერ  დაგროვილი ქეშ-ბექის ფოტოსკრინი:

TRENDING STORES


POPULAR COUPON CODES





loading...

ssss