Breaking

loading...

ლექსები სიყვარულზე

ლექსები სიყვარულზე




სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!


ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები…
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს,
მითხრას: – დღეიდან ჩემი იქნები.
შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, –
სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.
სულითხორცამდე როცა შემიცნობ,
როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული.
შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, –
რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.
ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?!
მეც დავმარცხდი და… უკვე ვეცემი.
შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი,
გვამად როდესაც გადავიქცევი.
როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში,
ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები.
შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ,
ატირდებიან შენი თვალები.
როცა ყოველი ჩაქრება ჩემში,
როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს.
შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში,
და ინანებ, რომ დააგვიანე.
მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს
როცა დაათოვს ცივი ფიფქები.
შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ,
მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები


ხანდახან ისე ძლიერ მიყვარხარ ,
რომ მეშინია არ მიმატოვო.
მაგრამ ზოგჯერ კი ძალიან მინდა,
შორს რომ წახვიდე მარტო დამტოვო
შენა ხარ ჩემი წმინდა ტრფიალი ,
გულის აისი,სულის ციალი.
ცა მოცმენდილი,მუდამ მზიანი,
და ჩემი ბილიკი ვარდნი იანი.
“…ჩემთვისაც თითქოს შვიდივე ზეცის კარი გაიღო.
იყო ლაჟვარდი… იყო სითბო…
და სიყვარული მაინც არ იყო….”
“ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა..
უხმო თვალებით მელაპარაკე!!!”
“ნუღარ ბუზღუნებ უჩემობას სიცოცხლევ ჩემო,
თორემ შენს ჯიბრზე შენზე მეტად მომენატრები!!!!!”
“რომ დავრჩე შენთან შევაძულებ თავს მე სამყაროს,
რომ წამოვიდე შეგაძულებ ამით ჩემ ყოფნას,
რა ვქნა გაგცვალო ქვეყანაში თუ
შენში გავცვალო ქვეყანა???”


თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე… ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი


აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს_
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვირაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,_
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.


როგორ მიყვარხარ გრძნობას ვერ ვმალავ
,მკლავს უნდობლობა შენი ფარული,
რით დაგარწმუნო არ მკოპნის ძლა
რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული
რატომ ოქროთი მდიდარი არ ვარ,
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს,
შემოგწირავდი ოქროს და ქარვას
შემოგავლებდი დიდ-დიდ ალმასებს,
რატომ მზე არ ვარ გრუბლებში სადმე
მე დავტოვებდი სამყაროს პრტოს,
თვალს დავხუჭავდი ყველაპრისატვის,
რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო,
რომ ცისარტყელა ვიყო შვიდფერი
ჩუმად სიტყვასაც კი არ გეტყოდი
მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიღერით
წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მეფე რომ ვიყო ლალებით სავსე
გვირგვინს დვთმობდი ოგონდ გულოთა
ოგონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე
შენი ხელებით მე დამხურვოდა.


მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ჩუმი ჩურჩული ღამის წყვიადში,
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ნელი ფერება ქარის ნიავში,
არ გესმისი მთვარის ღიმილი, მორცხვად, ღრუბლებში ამოფარული,
წვიმის წვეთების ნაზი ჰანგები, თითქოს მუსიკის ღმერთს მოპარული.
მითხარი ნუთუ მართლა არ გესმის ცრემლის ვედრება ღამის წვიმაში,
ოდეს ვარსკვლავნი გადამალული, აღარ კრთებიან ზეცის წიაღში,
არ გესმის ნესტის ვედრება გადამალული!
არ გესმის ყლორტის კისკისი ცვრიან ბალახზე ამომავალი,
ვიცი, აარ გესმის ცისკრის გალობა, შენს შესახვედრად გამომავალი,
მაშ რას მიხვდები, რა მაქვს მდუმარეს გულის სიღრმეში გადამალული.


ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები.


მ ე – სავსე მაქვს გული შენი ტრფობით.
შ ე ნ – არ გესმის ჩემი გულის ძგერა.
ი ს ე – უნდა დავიტანჯო ჩუმად,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ – და თქმა ვერ გამიბედავს…
რ ო გ ო რ ც – მხეცი ვხეტიალობ ტყეში.
გ ა ნ წ ი რ უ ლ ს – ვერ მომინახავს შვება,
ს ა წ ა მ ლ ა ვ ი – მე დავლიე შენთვის,
გ ე ს მ ი ს ? – კარგო, ჩემი გულის ძგერა!…


რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.
ვეტყვი, თუ როგორ გვიყვარდა გულით,
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.
ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი.
ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.
ო… მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!
ო… მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.
როგორ გვათრობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწოდით…
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?
ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.
რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები!


რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
უსაშველოა წუხილი ჩემი,
შენი თვალების ზღვაში ჩავძირე
ფიქრების და ოცნების გემი.
ვერ დამათრობდა კარგი თამადაც,
ერთი ღიმილით შენ რომ დამათვრე,
რატომ შემხედე ასე თამამად,
თვალები რატომ შემომანათე.
მას აქეთ ჩემთვის ყველგან ღამეა
და ყოველ წუთას უფრო ღამდება,
ჩემი სიმღერაც განა რამეა?
ოღონდ ეგაა არ დამთავრდება.
რა დამაძინებს, რა დამაძინებს,
უკვე მეძინა მე ჩემი წილი,
მაგრამ ამ მიწას ვიდრე ვამძიმებ,
არ გეღირსება შენც მშვიდი ძილი


ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი…
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???


შენი თვალები,თმები,ტუჩები
აღარ იწვევენ ჩემს აღტაცებას,
როცა გეგონა შენ სიყვარული
ამას ვეძახდი მე გატაცებას.
მე შენზე ფიქრში აღარ ვათენებ
და აღარა ვარ მარტო ეული,
ვეღარ მაშინებს მე მარტოობა
არც სიკვდილს ვეძებ ვითარც სნეული.
შენზე ცდუნებას მე აღარ ვყვები
შენი სიმორცხვეც კი აღარ მაბნევს,
მას სიყვარული აღარ ეკუთვნის
ვინც სხვის სიყვარულს დაბლა დააბნევს


თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,
ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
“ის შენთან მოვა”
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით,
და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით,
აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა “მაგრად მიყვარხარ”
ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები
და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები.
აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი,
რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.
ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო,
ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო.
ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა,
ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.
გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა,
სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა.
დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა
თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და რ გადიოდა…”


წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია…
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხებას არც გავურბი, არც ვემალები…
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა…
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!…
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია…
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
…იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს…
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ…
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ…
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია…
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია…
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე…
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე…
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი…
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი…
წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია…
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია ოვრ


ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო – კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!
პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის, მწველად,
ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდნენ ხელად,
მიწვევდნენ შენად შესამკობად, დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,
მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირვნენ ქვეყნად მლეველნი;
ოდეს გნახავდი, მოვიმატნი ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!
ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!
თვალსა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?
თუმცა შენ გპოვო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!
შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:
სიცოცხლი სნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოველთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაჲ, ვისოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!


თითქოს ვერ მამჩნევ თითქოს ვერ მხედავ
ისე გამივლი თითქოს არ ვიყო
მე კი უშენოდ სიცოცხლე არ მსურს
და აბა როგორ რით დაგივიწყო???
თუკი შეგხვდები უეცრად გზაზე
სახეს ამიწვავს ეგ მწველი მზერა
ხმას შენ არ გამცემ მაგრამ ვიცი რომ
ჩემზე იფიქრებ და ამის მჯერა…
იტყვი:პატარავ, ნუღარ მიყურებ
ნუღარ მომაპყრობ სევდიან თვალებს
ნუ გამახსენებ და ამ დაჭრილ გულს
თუ არვინ უყვარს ნურც შეაყვარებ
გაიფიქრებ და თვალს ამარიდებ
ეს თვალთმაქცობაც იცი?!გიხდება…
თუ შენ მოგიკლეს გული უდროოდ
მე რას გიშავებ, მეც ხომ მიკვდება…
ნუღარ იფიქრებ რამე მოგთხოვო
ჩემს ფიქრებს ნიავს გავანდობ მხოლოდ
გაივლის წლები დაგავიწყდები
შენც მოგონებად დარჩები ბოლოს


ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს
შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია
სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენთება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ
ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად


მოგნატრებია ოდესმე ვინმე?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე კარგი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან გითენებია?
წვიმაში თმები დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერაც მოგძალებია.
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია…გიცინია აცრემლებამდე?
გულდაწყვეტილს თუ დაგძინებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ
ამდენი განცდა თუ შეგძლებია!!!


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე… ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე… ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..


გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს,
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,
ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,
რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.
იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი
შვილების დედას რას გკადრებთ აბა?!
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,
გაშლილი თმები და ჩითის კაბა!
ძნელია ახლა დაბრუნდეს ისევ
აპრილის სუნთქვა,იების ფერი
გამწირეთ, რისთვის?დავეძებ მიზეზს
და სიყმაწვილე შორიდან მღერის
ო, ქალბატონო! გეძებეთ დიდხანს
გახსოვთ? მჯეროდა მუდამ იმ ხატის,
მთელი ცხოვრება მაწვალებს კითხვა
მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით.
გათავდა, მორჩა, დამთავრდა ამით
ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი.
არ გაგიკვირდათ აპრილის ღამეს
ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით?
ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი,
რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ
მე მესმის ფასი თქვენი დუმილის
და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო !


– თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე
შენი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ..
– თუ მოგენატრები თვალდახუჩულიც რომ იყო,
მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან…
– თუ მოგენატრები გადაფურცლე ცხოვრების ვრცელი წიგნი
და უთოოდ ამომიკითხავ…..
– თუ მოგენატრები ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და
ფრესკად ასვეტილ სახეში უნდა შეიცნო ხატება ჩემი…
– თუ მოგენატრები ცისფერ ცას ახედე და
ჩემი სახება ღრუბელივით დაიხატება…
– თუ მოგენატრები, ხეივანში გაიხედე,
ფოთოლთ შრიალი მოგეპარება…
– თუ ძალიან მოგენატრები,სანთელი აანთე და მკრთალ შუქზე მებაასე,სული ჩემი შენთან გაჩნდება…
– და თუ უფრო ძალიან მოგენატრები……..
მაგრამ საკითხავი იცი რა არის?…
მოგენატრები კი ოდესმე?!…


ხეს მოსწყდა ფოთოლი…ნეტა რა იდარდა?
ეს გული დაღონდა…იქნებ სხვა უყვარდა…
ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა…
ტიროდა ეს გული…ცრემლი ვინ მოწმინდა?!
ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს…
მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს…
ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?!
მიტირის ეს გული…რატომ? ეს არ ვიცი…
ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა???
მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა…
აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს!
სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს…
მიდიხარ და მტოვებ….წყვდიადი ბნელია…
წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია…
იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს?
წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს…
წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა
შეხედე ახალი კვირტები გაშლილა…
მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი…
კვლავ ცვივა ფოთლები… და მერე რამდენი?!


უყვარდათ დიდხანს ერთმანეთი-ნაზი,ფარული,
მძლე და უსიტყვო იყო მათი ღრმა სიყვარული.
მაგრამ მტრებივით გაურბოდნენ ერთმანეთს მუდამ
და უეცარი შეხვედრისას ორივე დუმდა.
ამ სიამაყით შემუსვრილნი დაშორდნენ ბოლოს
და აგრე,სიზმრად ნახულობდნენ ერთმანეთს მხოლოდ,
კვლევ შეიყარნენ როს სიკვდილის მოდგა ზმანეთი,
მაგრამ იმ ქვეყნად ვეღარ იცნეს მათ ერთმანეთი…


მე ყველგან შენი ჩურჩული მესმის
და ცხელი სუნთქვა იარებს მმატებს,
ჩასახლებულხარ სულის სიღრმეში
და ენძელების სინაზეს აფრქვევ.
იდუმალია თითქოს სამყარო,
გამოუცნობი ფიქრების ტალღა,
უკვე გავიდა რამდენი წელი,
და წვიმის წვეთებს მოკითხვას ვატან………


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა,
თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა,
რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა.
ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?!
ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა.
გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა


ეს ნიჭი არაა…ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი…
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა…სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე…გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული….
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული


როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!!


მე შენ არასდროს არ დაგივიწყებ,
მაშინ სრულიად გულ-ქვა ვიქნები,
დამავიწკდები მაშინ როდესაც
ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნები…
მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა,
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაშინებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უცხო ატირება…
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაჰკრეფ ბაღში იასამნის ტოტებს,
მეძნელება თქმა და ვიცი მაინც მალე, მალე მიმატოვებ,
მითხარი და წადი, დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი.
ჩამოწვება მხოლოდ სურვილების თეთრი ქარავანი,
შენზე გადარევას და ოცნებას აღარ გადავყვვები,
წავალ უცხო მხარეს, თან გამყვება მარად
უსახელო დარდი,
როგორ შემეშალე,
ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი…


გემუდარები :
იმ ყვავილებს ნუ მომიძღვნი –
სხვას რომ უძღვნიდი,
იგივე სიტყვებს ნუ მაჩუქებ –
სხვას რომ ამკობდი,
იგივ ალერსით ნუ დამათრობ
სხვას რომ ათრობდი…
და თუ გიყვარვარ –
მოიგონე ჩემთვის ახალი –
შენგან არ ვითხოვ ცას და მიწას,
არც ოქროს და ვერცხლს,
გამეხარდება შენეული
თუნდაც მაყვალი..
ნუ მოგაგონებს ეს ღიმილი
ვინმე სხვის ღიმილს
და ჩემში მხოლოდ მე გიყვარდე,
განა სხვის ლანდი
და ნურასოდეს გულს ნუ მატკენ
ასე სასტიკად –
ჩემთან ყოფნისას
ნუ აიშლი წარსულზე დარდებს!

შენთან შეხვედრამ ამიბნია მე გზა და კვალი.
რაც შენ შეგიტკბე, შვების წუთი არა მქონია,
ლხენით ვიგონებ შეყრის წამს და ასე მგონია,
შორეულ ზღვაში ჩაესვენა ბედის ვარსკვლავი
ო, არ დაფარო კუპიდონის ისართა შენა,
ენავ მეტყველო, თქვი, რა მიყო, როგორ მაწვალა,
როგორ ვითმინე, სულის მოთქმაც აღარ მაცალა,
და მაინც ვაქებ, ვადიდებ და გადიდებ შენა !

ნურასდროს მეტყვით – რომ თვალები სულის სარკეა,
ნურასდროს მეტყვით – რომ სიტყვები გრძნობის მახეაქ,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული ერთადერთია,
ნურასდროს მეტყვით – სიყვარული თავად ღმერთია,
ნურაფერს მეტყვით სიყვარულზე , ჩემთვის ერთია ,
ჩემი ფიქრები , ჩემი გული დასერილია ,
არაფერს არ გთხოვთ , აგარაფრის არ მეშინია ,
გრძნობები ჩემი ხომ საბოლოოდ გათელილია……

მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი
რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა
ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს
და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა
და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით
თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა
ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა
კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი
და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა
ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით..

იყო გოგონა და იყო ბიჩი
ღმერთმა საჩუქრად უბოძა ნიჭი
ეყვარებოდათ ერთურთი მუდამ
ბოროტ ხალხს მათი გაყრა კვლავ სურდათ
მათ ხომ იცოდნენ სიკვდილის გარდა
ვერვინ გაყრიდა ამ ორს გზის გაღმა
თუმცა სიკვდილი ეწვიათ მაშინ
როცა არ ელოდნენ და იყვნენ გზაში
მოტოციკლეტი გზას ღაფავს სწრაფად
თუმცა მუხრუჩმა უმტყუნა ამ წამს
ბიჭმა შენიშნა თუმცა ის დუმს
ნერვიულობა მისი არ სურს
მისცა გოგონას მან დინჯად შლემი
ამ საქციელით იგი მას შველის
ეჭვი არააქვს გოგონას იმის
სატრფოს ხმა რომ მას ბოლოჯერ ესმის
აი გათენდა დღე თითქოს ნათელი
და ყვლას აჩვენეს ახალი ამბები
მომხდარა ავარია იმ ქუჩის ბოლოს
და იქვე იპოვეს მტირალი გოგოც
რომელსაც დასდის ცრემლები ნელა
მას ეკარგება სიცოცხლის რწმენა
სატრფოს კვლავ ნახავს ამის ხომ სჯერა
სიყვარულისთვის ისწავლა ფრენა..

ჩემი სიგიჟე ცივ სამარეს ჩაუკრავს გულში…
და მე დავცქერი ცრემლიანი თვალებით ახლა…
ვიცი მარტო ვარ… და სიგიჟეს დიდხანს ვიტირებ…
სანამ ამ თვალებს დაეტყობა დარდისგან დაღლა…
ვიცი, ჩემსავით რომ ამქვეყნად ბევრს უტირია…
თუმცა სიგიჟეს ბედნიერი წუთებიც ახლდა…
და ახდენილ თუ აუხდენელ ლამაზ ოცნებებს
ცივ სამარეში სიგიჟესთან ჩემსავით მარხავს…
მშვიდობით ჩემო ტკივილო და ჩემო ოცნებავ!..
ჩემთვის ვარდისფერს დაეფარა დღს შავი ფარდა…
მინდა გჯეროდეს, სხვა სიგიჟეს აღარ დავუშვებ,
და არც არასდროს არ ვინანებ იმას, რაც მწამდა!

გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,
ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები
აპრილია თავად უნდა მიხვდე…
თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,
ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,
არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა
აპრილია თავად უნდა მიხვდე…
არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,
ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,
აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,
აპრილია თავად უნდა მიხვდე..

არ დავბრუნდები… მე არასდროს არ დავბრუნდები…
მივდივარ… ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან…
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები…
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..

რამდენიმე დღე
შენს სახელთან ვცხოვრობდი მარტო,
( ფიქრთან ცხოვრებას მივეჩვიე დიდი ხანია!)…
სულს მოენატრე, მაგრამ სხეულს,-
არ ვიცი რატომ,-
შენი დანახვა ძველებურად არ უხარია!
ისევ შენს სახელს, შენზე ფიქრებს
სანთლად ავანთებ…
სავალალოა ჩემი ხვედრი და სასაცილო:
ნატვრა იყავი, როცა შეგხვდი,
დაგანამდვილე.
და ახლა მინდა-
ისევ ნატვრად გადაგაქციო!
ისევ ოცნებად!
ისევ ფიქრად და მოლოდინად!
რომ გახდე ისევ უსასრულო, როგორც მოტივი,
მე კი გიცდიდე, სულ გიცდიდე
და ამ მოტივმა-
კვლავ შენი ნახვით
ამიცხადოს ეს მოლოდინი.

უკვე მერამდენედ მიმატოვე,
შენ კი, გიხარია უჩემობა…
მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე…
მე კი, მომაბეზრე უშენობა…
შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე…
მაინც მეზიზღება უშენობა,
ნიავს შეგავედრებ მონაბერზე…
ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…
შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე…
მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული…
ისევ ბნელი ღამე მომაგებე,
გული ამიტირე დაჩაგრული…
უკვე მერამდენედ დამაობლე,
ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ…
მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე…
გულში ჩაგიხუტო მყისვე…
მაინც მენატრება უშენობა…
მაინც მომაბეზრე სიმარტოვე…
რატომ გიხარია უჩემობა?
გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე????….

არც დასაწყისი, არც დასასრული,
მხოლოდ ოცნების კარის ჯაჯგური,
რად გინდა ჩემი გამსკდარი გული,
სხვის სიყვარულში გამოტანჯული.
თავის მართლება არც კი მიცდია,
ვინ გამამართლებს თავგზაარეულს,
შენი სიკეთე ჰგავს ამნისტიას,
საბედნიეროდ დაგვიანებულს…
loading...

ssss