Breaking

loading...

საიტის შექმნა

საიტის სახეები
პერსონალური
კომერციული
   
საინფორმაციო 

ოფიციალური

საგანმანათლებლოგასართობი 
 --საიტები რომლებიც იქმნება პირადი მიზნებისთვის.
--  საიტები რომლებიც  იქმნება  კომერციული ორგანიზაციების წარმოჩენისთვის      ან თვითონ  საიტისაგან მოგების მისაღებად.
 --  საიტები  რომლებიც  იქმნება რაიმე  ინფორმაციის გასავრცელებლად   ფართო       მასებში.--   საიტები რომლებიც  იქმნება სამთავრობო ორგანიზაციების მიერ,    მნიშვნელოვანი  ინფორმაციების გასავრცელებლად.
--საიტები  რომლებიც იქმნება საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ.
 --  საიტები რომლებიც  სთავაზობენ  სხვადასხვა  გასართობ  სერვისებს.

               ამის გარდა ინტერნეტ სივრცეში არსებობს ფასიანი და უფასო საიტები რომლებიც თავიანთი შესაძლებლობებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

საიტის წყობის პრინციპი


სტატიკური
საიტი მართვის სისტემით



ფლეშ-საიტები



ფორუმი
   
      

ბლოგი

 
 ვიკი

 --  ერთ გვერდიანი საიტი.
 -- ძრავა-საიტები. ყიდულობთ საიტის სახელს და ადგილს სადაც განთავსდება "საიტის ძრავა". ასეთი საიტი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი არის საიტის გარეგანი სახე,რომელსაც ხედავს დამთვალიერებელი, მეორე მხარე კი არის საიტის სამზარეულო, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ საიტის მფლობელს ანუ ადმინისტრატორს.ის რაც ჩანს გარედან იმართება "სამზარეულოდან" საიტის ადმინისტრატორის მიერ. --  ეს არის ძალიან ლამაზი საიტები მრავალფეროვანი ეფექტებით,თუმცა ასეთ საიტებს აქვთ ერთი დიდი მინუსი.ისინი ძალიან ნელა იტვირთებიან და ნელა მუშაობენ. ასეტ საიტებს სჭირდებათ ინტერნეტი მაღალი სიჩქარით.
 --   საიტი რომელიც აერთიანებს ხელმომწერებს გარკვეული თემის გარშემო და თავიანთ აზრებს ან სასარგებლო ინფორმაციებს უზიარებენ ერთმანეთს.
--ეს არის პირადი საიტი, სადაც საიტის მფლობელი აქვეყნებს საინტერესო,სასარგებლო, კომპეტენტურ ინფორმაციებს და აგროვებს ხელმომწერებს ვებ გვერდის პოპულარიზაციისათვის.
--საიტი ენციკლოპედია,სადაც მნახველს შეუძლია თავად შეავსოს გვერდი ინფორმაციით კონკრეტულ თემაზე, თუკი იგი ასეთს ფლობს და ერკვევა.
საიტის კატეგორიები
პირადი გვერდი

 
 
 
სიახლეების
საინფორმაციო 
ინტერნეტ-კატალოგები

ინტერნეტ-მაღაზიები
  
ბიზნეს საიტი
სავიზიტოსაიმიჯოსარეკლამო კორპორატიული
--   დიდი   მოცულობის საიტები რომლებიც აძლევენ საშუალებას კერძო პირებს     და      ორგანიზაციებს     განათავსონ     პირადი      ინფორმაცია პერსონალურ გვერდზე.
 --  საიტები  რომლებიც ყოველდღიურად ავრცელებენ ახალ ინფორმაციებს სხვადასხვა სფეროში. --  საიტები   რომლებიც   ავრცელებენ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციებს.
--   საიტები      რომლებიც   სხვადასხვა სახის ინფორმაციას ანთავსებენ კატალოგების სახით.
--საიტი მაღაზიები რომლებიც ვაჭრობენ სხვადასხვა საქონლით ონლაინ რეჟიმში.




როგორი უნდა იყოს თქვენი საიტი

- უპირველეს ყოვლისა საიტის შინაარსი უნდა იყოს მომხმარებლისათვის სასარგებლო და გამოსაყენებელი.აგრთვე საიტის გვერდების შინაარსი არ უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური და არ უნდა იმეორებდეს წინა გვერდის დანიშნულებას. საიტი მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს ანალოგიური შინაარსის საიტებისაგან.

  - განათავსეთ საიტზე თქვენს მიერ შექმნილი უნიკალური "კონტენტი" და არ შეიყვანოთ მომხმარებელი შეცდომაში. სტატიების ხარისხი  საიტის სტუმარს უნდა აღუძრავდეს, მისი ხელახლა ნახვის და გამოყენების სურვილს.

- ნუ ეცდებით შექმნათ ისეთი ვებ-გვერდები რომლებიც ორიენტირებულია არა მომხმარებელზე, არამედ განკუთვნილია სპეციალურად საძიებო სისტემებისათვის.

-  შექმენით საიტი სადაც იქნება  მკაცრი იერარქიული სტრუქტურა და იქნება ჩასმული ტექსტური ლინკები.ყოველ გვერდზე აუცილებელია იყოს განთავსებული მინიმუმ ერთი ტექსტური ლინკი მაინც. აქვე უნდა ითქვას, რომ არ არის რეკომენდირებული ძალიან დიდი რაოდენობის ლინკებით გვერდის გადატვირთვა.

-  შექმენით მომხმარებლისათვის საიტის რუქა, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს სასურველი სტატიის ძებნის  პროცესს.

-  მოიფიქრეთ საკვანძო სიტყვა, რომელიც შეესატყვისება თქვენს საიტს და გამოიყენეთ იგი ტექსტქბში.
ეს წესი გაუმარტივებს  საიტის პოვნას იმ მომხმარებელს, რომელიც ინტერესდება ანალოგიური თემით.

-  მნიშვნელოვანი ინფორმაცია განათავსეთ ტექსტური და ტექსტური ლინკების სახით, რადგან საძიებო რობოტები სხვა სახის ინფორმაციას ვერ აღიქვამენ. თუ გრაფიკული გამოსახულება შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას დაურთეთ მას მცირე ტექსტური ინფორმაცია, სპეციალური ატრიბუტის "ALT"-ის გამოყენებით.

-  დარწმუნდით რომ,  ელემენტი   <title> და ატრიბუტი ALT , იყვნენ ინფორმატიულები და არ შეიცავდნენ შეცდომებს.

- დარწმუნდით რომ ყველა ლინკი მუშაობს და არ არის დაშვებული შეცდომა HTML-ის კოდში.

- დინამიური გვერდების გამოყენებისას .(ეს არის ის URL მისამართები რომლებიც შეიცავენ "?" სიმბოლოს.) გაითვალისწინეთ ის რომ , ყველა საძიებო სისტემას არ შეუძლია მათი ინდექსირება. ამ შემთხვევაში სასურველია შემცირდეს პარამეტრების სიგრძე და რაოდენობა.
   
    
საიტის მნიშვნელოვანი პარამეტრები
პერსონალური--ანუ პირადი,რაც ნიშნავს იმას რომ გვერდს მართავთ და საიტის შინაარსს ქმნით პირადად თქვენ.
საინფორმაციო--შეარჩიეთ თემა და შეავსეთ გვერდი სასარგებლო,გამოსადეგი და კომპეტენტური ინფორმაციით.
ბლოგი-WordPress-ის ძრავაზე--არსებობს სხვადასხვა ვარიანტები,თუმცა ჩვენი აზრით შევარჩიეთ ყველაზე ოპტიმალური.
ეფექტური,პოპულარული--  საიტის შინაარსი განაპირობებს მის პოპულარულობას.თუ მნახველი ჩათვლის რომ საიტი არ არის საინტერესო.ის ამ საიტზე მეორედ აღარ დაბრუნდება.

საიტის შექმნა "Google site"-ში
      
    "Google site"-ის სამსახური გაძლევთ უფასო საიტების შექმნის საშუალებას უფასო ხოსტინგზე. საიტის ზომა   შეზღუდულია  და  შეადგენს  100 მგ ბაიტს. " ამ ტიპის საიტები ადვილია მოსახმარად მათთვისაც კი, ვისაც   არასდროს    არ  ჰქონია   საიტებთან  მუშაობის  გამოცდილება.  თქვენს  მიერ შექმნილ საიტზე შეგიძლიათ   ატვირთოთ:    ნებისმიერი    ტექსტი,   ცხრილები,     პრეზენტაცია    ან   გამოკითხვის ფორმა Google      Docs-ის    გამოყენებით,   you tube-ის ვიდეო რგოლები, Google-ს რუქები და კალენდრები,ასევე შესაძლებელია უამრავი, მზა გაჯეტების გამოყენება Google-დან.

1.საიტის შესაქმნელად აუცილებელია გვქონდეს აქაუნთი.შევდივართ პირად აქაუნთში. თუ აქაუნთი არ გვაქვს, აუცილებელია  აქაუნთის შექმნა..

2. საძიებო გრაფაში მოძებნე Google sites

3.დააწკაპეთ ღილაკზე  საიტის შექმნა ( Create)  (Создать)

4.ვირჩევთ საიტის შაბლონს.დამწყებებს ვურჩევთ შაბლონს სახელწოდებით "ცარიელი შაბლონი"

5.შეიყვანეთ თქვენი საიტს სახელი.მიაქციეთ ყურადღება იმას რომ,ქვემოთ მდებარე ფანჯარაში ავტომატურად ფორმირდება თქვენი საიტის მისამართი, თქვენს მიერ არჩეული სახელის შესაბამისად.სწორედ ამ ფანჯრის ახლოს ვნახულობთ შეტყობინებას,თავისუფალია თუ არა ჩვენს მიერ არჩეული სახელი და მისამართი.თუ არჩეული სახელი დაკავებულია, სახელი უნდა შეიცვალოს.ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე სანამ გუგლის სამსახური არ მოგცემთ თანხმობას არჩეული სახელის დარეგისტრირებაზე.

6.აირჩიეთ საიტისთვის  თემა. მისი შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში.

7.საიტი შეიძლება იყოს გახსნილი ყველასთვის ან იმ პირთა ჯგუფისთვის რომელთაც თქვენ მოიწვევთ.საიტები უმეტესად იქმნება ყველასათვის. თუმცა სანამ მასზე მუშაობთ, ყველასათვის ნახვა არ არის აუცილებელი.  დაკეტეთ იმ დრომდე სანამ არ მისცემთ მას საბოლოო დასრულებულ სახეს, რათა არ იყოს დემონსტრირებული თქვენი დაუმთავრებელი ნამუშევარი.ამ პარამეტრის შეცვლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
თუ საიტი მხოლოდ დიდებისთვის არის შექმნილი,  მაშინვე მიუთითე ამის შესახებ. 

8.საიტის შექმნის შემდეგ,შეგიძლიათ გახსნათ ახალი საიტის ახალი გვერდი,თუ დააჭერთ ღილაკზე  New page  (создать страницу),რომელიც მდებარეობს ფანჯრის ზემოთ, მარჯვენა კუთხეში.
შემდეგ დაარქვით  სახელი გვერდს და შეარჩიეთ გვერდის ის ტიპი რომელიც თქვენ გსურთ:ვებ გვერდი, განცხადება, კართოტეკა ან სია. გვერდის ტიპის არჩევის შემდეგ, თუ სად გინდათ იპოვოთ ის, დააწკაპეთ Create ღილაკზე ფანჯრის ზედა ნაწილში.  

ბლოგის შექმნა და მასზე გამომუშავება

     ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ ბლოგის შექმნა არის საკმარისი იმისათვის რომ გამოიმუშავონ თანხები. დაწერონ ერთი-ორი სტატია და ბლოგის სტუმრების რაოდენობა ყოველ დღიურად ათასებს და ათი ათასებს შეადგენს, მასზე განთავსებული რეკლამა კი დიდი რაოდენობის მუქთა ფულს მოუტანთ, რომელსაც ბანკომატიდან უპრობლემოდ გამოიტანენ. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ბლოგზე აუცილებელია მუდმივი მუშაობა და მისი ახალი, ხარისხიანი და გამოსადეგი სტატიებით (კონტენტით) შევსება, აგრეთვე აუცილებლია ბლოგის მუდმივი ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია, რაზეც მინიმუმ ნახევარი წელი არის საჭირო. 
       იმისათვის რომ, ბლოგი გახდეს წარმატებული, არსებობს უამრავი საშუალება და გზა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთს (და არა ერთადერთს).
 
ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს ბლოგერმა, რათა გახდეს წარმატებული.

ბლოგის შექმნა:

  აუცილებლად უნდა ითქვას რომ თავისთავად უფასო სერვისები არ არის ცუდი და პირველი ეტაპისათვის, რათა დამწყებმა ბლოგერმა დააგროვოს გარკვეული გამოცდილება, ითვლება იდეალურ საშუალებად, მაგრამ სერიოზული შედეგების მისაღწევად  და სერიოზული თანხების გამოსამუშავებლად საჭიროა  საკუთარი, მეორე დონის დომენის (საიტის დასახელება) შეძენა და მომავალი საიტის ან ბლოგის ხარისხიან, ფასიან ხოსტინგზე (ადგილი სადაც განთავსებული იქნება თქვენი ბლოგი) განთავსება. ასევე უნდა ითქვას რომ რუსულის და ინგლისური ენების კარგი ცოდნა იგივე ძალისხმევით, შემოსავლებს ზრდის ათჯერ და თქვენ წარმოიდგინეთ ასჯერაც კი. ეს მკაცრი რეალობაა, მაგრამ ეს ასეა.

წინასწარი სამუშაოები:

   განსაზღვრეთ და მოიფიქრეთ თხუთმეტამდე  "გასაღები" სიტყვა თქვენი ბლოგისთვის და თითოეულ ამ სიტყვას მიუძღვენით თითო საოპტიმიზაციო სტატია.  ასევე უნდა ჩატარდეს ყველა აუცილებელი ოპერაცია, რათა მოცემული სტატიები მოხვდნენ საძიებო სისტემებისს ტოპ ათეულებში. ანუ მოვამზადოთ ერთგვარი  საძირკველი რათა ბლოგი გახდეს წარმატებული.

კონტენტით შევსება, ოპტიმიზაცია და პოპულარიზაცია:

    წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შეადგინეთ გრაფიკი რომელ დღეს რა სტატიას შემატებთ თქვენს ბლოგს. კვირაში რეგულარულად  3-4 სტატია საკმარისი რაოდენობაა. რა თქმა უნდა სტატიის შედგენასაც აქვს თავისი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ და ასევე აუცილებლად უნდა  მოხდეს მზა სტატიის პოპულარიზაცია. კარგი სტატია, კარგი რეკლამა და კარგი ოპტიმიზაცია, დაახლოებით  6-7 თვეში თქვენს ბლოგს მოუტანს 600-700 ყოველდღიურ მნახველს. სწორედ დროის ამ მონაკვეთში არის ძალიან მნიშვნელოვანი არ დაკარგოთ მოთმინება და არ მიატოვოთ დაწყებული საქმე. 

ბლოგის მონეტიზაცია:

   არც მონეტიზაცია გახლავთ იოლი საქმე. არ გეგონოთ რომ საკმარისი იქნება რომელიმე სარეკლამო სამსახურში გაწევრიანება, კოდის მიღება, მისი ბლოგში გენერირება და ფულის მიღება. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. იმისათვის რომ რეკლამამ მოგიტანოთ მაქსიმუმი შემოსავალი, საჭიროა მისი ოპტიმიზაციაც. უნდა შეირჩეს ოპტიმალური ვარიანტები. მაგალითად ფერი, სარეკლამო ბლოგების რაოდენობა და მათი განთავსების ადგილები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ბლოგის მართვა:

     გარკვეული დროის შემდეგ სტატიები წერის რაოდენობა შეგიძლიათ შეამციროთ. 1-2 სტატია კვირაში საკმარისი იქნება. 

 ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური დეტალების მიუხედავად, თუ თქვენი ბლოგი და მასში განთავსებული სტატიები იქნება ხარისხიანი, გამოსადეგი და უბრალო გასაგები ენით დაწერილი, ადრე თუ გვიან მოძებნის თავის მკითხველს და გაზრდის თქვენი ბლოგის თაყვანისმცემელთა რიცხვს.

loading...

ssss