loading...

SQL Sever 2008-ის მიმოხილვა

SQL Sever 2008-ის მიმოხილვა
SQL Server როგორც პროდუქტი, შედგება  შემდეგი კომპონენტისაგან:
1.      SQL Server Database Engine;
2.      SQl Server 2008 Administration and management Tools:
2.1.       SQL Server Management Studio;
2.2.       SQL Server Configuration Manager;
2.3.       SQL Server Agent;
2.4.       SQL Server Profiler.
3.      Replication:
3.1.       SnapShot Replication
3.2.       Transaction Replication
3.3.       Marge replication
3.4.       Immediate Apdate
4.      Database Mirroring;
5.      Full Text Search;
6.      SQL Server Integration Services;
7.      SQL Server Analyzes  Services;
8.      SQl Server Reporting Serveces.
განვიხილოთ თითოეული მათგანი
1.    SQL Server Database Engine
Database Engine წარმოადგენს ძირითად სერვისულ უზრუნველყოფას, რომელიც შედის SQL Server -ის პაკეტში მონაცემების დამუშავებისა და დაცვისათვის.
 Database Engine რეალურად წარმოადგენს windows-ის სერვისს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მონაცემების შენახვა-დამუშვებისათვის რელაციურ ფორმატში როგორც  XML  დოკუმენტები,  აგრეთვე სივრცული მონაცემები. (სიახლე 2008 ვერსიისათვის)


Database Engine ძირითადი ამოცანებია:
·         უზრუნველყოს მონაცემების საიმედო დაცვა (შენახვა)- საიმედო დაცვა იწყება აპარატურულ დონეზე. ეს არ წარმოადგენს მის პირდაპირ პასუხისმგებლობას, მაგრამ აუცილებელია მონაცემთა ბაზის კაარგად აგებისათვის. რა თქმ უნდა შესაძლებელია მთელი სქლ ბაზის განთავსება ცალკეულ ვინჩესტერზე ან  მისი დისკზე ჩაწერა, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია მონაცემების გადანაწილება RAD მასივებად. თანამედროვე რდ მასივები უზრუნველყოფენ მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მონაცემების დაკარგვისაგან თავის არიდებას. Database Engine მართავს ყველა მონაცემთა  სტრუქტურას, რომელიც აუცილებელია მონაცემების შენახვისათვის. მონაცემთა სტრიქონები ინახება გვერდებში და თითოეული გვერდი არის 8 კილობაიტის ზომის.  8 გვერდი შეადგენს ექსტენტს.  Database Engine აკონტროლებს თუ  რომელ ცხრილსა და რომელ ინდექსს რომელი ექსტენტი გამოეყოფა.  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება Database Engine მდგომარეობს განახლების ჟურნალის საიმედო დაცულობაში. განახლების ჟურნალში იწერება ყველა ის ცვლილება, რომელიც ხორციელდება მონაცემების ბაზაში.
·          მონაცემების სწრაფი ამოღების საშუალებებით უზრუნველყოფა- სქლ სერვერი იძლევა საშუალებას ინდექსების შექმნის, რაც უზრუნველყოსფს მონაცემებთან სწრაფ წვდომას. მეორე ხერხს მონაცემებზე სწრაფად წვდომის,  წარმოადგენს   ხშირად მოთხოვნადი მონაცემების მეხსიერებაში შენახვა. სქლ სერვერის ექზემპლარში ჭარბი მეხსიერება გამოიყენება როგორც მონაცემების კეში. როდესაც მონაცემთა ბაზიდან ხდება გვერდების მოთხოვნა, Database Engine ამოწმებს მოთხოვნილი გვერდები არის თუ არა კეშში, თუ არ არის, კითხულობს მათ დისკიდან და ინახავს მონაცემების კეშში. თუ არ არის ადგილი კეშში, ხდება ყველაზე უფრო ნაკლებად მოთხოვნადი გვერდის მონაცემების კეშიდან ამოღება, რათა მოხდეს ახლად მოთხოვნილი გვერდისათვის ადგილის გამოთავისუფლება. თუ ამოღებული გვერდები შეიცავენ ისეთ ცვლილებებს, რომლების ჯერ არ იქნა დაფიქსირებული, ახდენს მათ დისკზე ჩაწერას, სხვა შემთხვევაში კი მათ უბრალოდ შლის. 
·         უზრუნველყოფს მოთხოვნების ადეკვატური დამუშავება-მოცემების სწრაფად წვდომა ბევრას არ ნიშნავს, თუ ინფორმაციას, რომელსაც მივიღებთ არ არის ზუსტი. ამიტომ სქლ სერვერი იცავს გარკვეულ წესებს, რათა უზრუნველყოს მოთხოვნის შედეგად მიღებული მონაცემების ადეკვატურობა. ზოგადი იდეა მონაცემების ადეკვატური წვდომის, მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ  ერთ კლიენტს ერთ ჯერზე მისცეს მონაცემების ცვლილების საშუალება, ხოლო დანარჩენებს  უზღუდავს დამუშავების პროცესში მყოფ მონაცემებზე წვდმას. მონაცემები და ტრანზაქციების შეთანხმებულობა,სქლ სერვერში უზრუნველყოფილია ტრანზაქციების ჩაკეტვის მექანიზმით. ტრანზაქციის შეთანხმებულობას გააჩნია შესაბამისობის რამდენიმე დონე, რომელთაგან თითოეული უზრუნველყოფს კომპრომისს  მონაცემების სიზუსტესა და პარალელიზმს შორის.
·         აკონტროლებს მონაცემებითან წვდომის უსაფრთხოებას. სქლ სერვერი ახდენს მონაცემებთან უსაფრთხო წვდომის კონტროლს სხვადასხვა დონეზე.  უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სერვერის, მონაცემთა ბაზის, სქემის და ობიექტის დონეებზე.  სერვერის დონეზე უსაფრთხო  წვდომა ხორციელდება იუზერის და პაროლის ან ინტეგრირებული ქსელური უსაფრთხოების მეშვეობით, რომელიც იყენებს კლიენტის ქსელის ლოგინს უნიკალური კავშირის დასამყარებლად.
·         მონაცემების საიმედოობისა და ადეკვატურობისათვის ახდენს მონაცემთა სისრულის წესის დაცვას- ზოგიერთ მონაცემთა ბაზას უხდება ემსახუროს რამდენიმე პროგრამულ დამუშავებას. მაგალითად კორპორატიულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, შეიძლება გააჩნდეს უამრავი სხვადასხვა დეპარტამენტის მოთხოვნა ბაზის  სხვადასხვა ნაწილიდან ინფორმაციის ამოღების, გამომდინარე სხვადასხვა საჭიროებებიდან.   მსგავს სიტუაციაში არაპრაქტიკულია თითოეული  დეველოპერს მოვთხოვოთ თითოეულ აპლიკაციისათვის იდენტური სტანდარტების დაცვა, მონაცემთა სისრულის უზრუნველსაყოფად. მაგ. ერთი დეპარტამენტს შეიძლება სჭირდებოდეს გაფართოებული ტელეფონის ნომერი, სხვას არა, ან სჭირდებოდეს ინფორმაცია გამყიდველის და მყიდველის ჩანაწერს შორის არსებული კავშირის შესახებ. მაშინ როდესაც სხვა დეპარტამენტს მხოლოდ გამყიდველის შესახებ ინფორმაცია აინტერესებს. საუკეთესო საშუალება, რომ ამ გარემოში ყველაფერი  წესრიგში იყოს, მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემები არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და სასარგებლო, მდგომარეობს თავად მონაცემთა ბაზისათვის მონაცემების სისრული წესის დაცვაში, რომელიც ხორციელდება ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა შეზღუდვები და ტრიგერები.

2.    SQl Server 2008 Administration and management Tools
2.1. SQL Server Management Studio
SSMS  წარმოადგენს ცენტრალურ კონსოლს, რომლიდანაც ხდება მონაცემთა ბაზის მართვის ძირითადი ამოცანების კოორდინირება. SSMS აქვს ერთი ინტერფეისი, რომლიდანაც  შესაძლებელია ყველა სერვერის მართვაა
სურ.1
სურათზე მარცხენა ზედა პანელში არის ჩამონათვალი რეგისტრირებული სერვერების, ქვედა ნაწილში არის ფანჯარა   რომელიც საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ მონაცემთა ბაზის შიგთავსი. ფანჯრის მარჯვენა მხარე  გვიჩვენებს გახსნილი ცხრილის სვეტებს.
განვიხილოთ SSMS -ის რამდენიმე ძირითადი ამოცანა.
·                    სრულყოფილად მართოს მრავალი სერვერი მოსახერხებელი ინტერფეისით.
·                    მოახდინოს სერვერის კონფიგურაცია და ისეთი პარამეტრების დაყენება, როგორიცაა: მეხსიერების მოცულობა, გამოსაყენებლი პროცესების რაოდენობა, მონაცემების და ლოგ ფაილების მდებარეობის, აგრეთვე ენის გაჩუმებითი მნიშვნელობები.
·                    მონაცემთა ბაზის მომხმარებლების (იუზერების) და მონაცემთა ბაზის როლების მართვა.
·                    შექმნა, რედაქტირება, დავალების ავტომატურ რეჟიმში შესრულება, სქლ სერვერ აგენტის მეშვეობით.
·                    მონაცემთა ბაზის სარეზერვო კოპირება-აღდგენა და მომსახურების სქემის განსაზღვრა.
·                    ახალი მონაცემთა ბაზის შექმნა;
·                    ცხრილის შიგთავსის ძებნა;
·                    მონაცემთა ბაზის ისეთი ობიექტების, როგორიცაა: ცხრილები, ინდექსები, შენახვადი პროცედურები შექმნა-მართვა;
·                    მონაცემთა ბაზის და მონაცემთა ბაზის ობიექტებისათვის DDL (ტრიგერები) სკრიპტების შექმნა;
·                    რეპლიკაციების შექმნა-მართვა;
·                    T-SQL სკრიპტების შექმნა, რედაქტირება;
·                    სქლ სერვერის დამოკიდებულებების  განსაზღვრა, რეალიზაცია, მართვა, გამოძახება.
·                    სქლ სერვერის თვისებების ჩართვა-გამორთვა.
SQl server Configuration Manager
SQl server Configuration Manager არის ინსტრუმენტარია, რომელიც მოყვება სქლ სერვერ 2008 და  გამოიყენება  იმ სერვისების მართვისათვის , რომლებიც ეხება  სქლ სერვერის მიერ გამოყენებული ქსელური პროტოკოლების კონფიგურირებას. პირველ რიგში SQl server Configuration Manager გამოიყენება სქლ სერვერ სერვისების  გაშვება, დაპაუზება, შეწყვეტა გაჩერებისათვის, აგრეთვე სერვისების თვისებების დათვალიერება-შეცვლისათვის.
 SQL Server Agent
SQL Server Agent წარმოადგენს დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომელიც ინტეგრირებულია სსმს-ში და საშუალებას გვაძლევს მოხერხებულად განვსაზღვროთ და შევასრულოთ დაგეგმილი  სკრიპტი და სამუშაო.აგენტი არის ვიდოუსის სერვისი, რომელიც ეშვება იმავე მანქანაზე, რომელზეც სქლ სერვერ დატაბაზე ენჯინე. სქლ სერვერ აგენტ სერვისი შესაძლებელია გაეშვად და შეჩერდეს როგორსც სსმს-ის, ასევე  სქლ სერვერ კონფიგურატიონ მანაგერ-ის ან უბრალოდ წინდოწს სერვისე მანაჯერის მეშვეობით.
ინდუსტრიულ გარემოში, როდესაც საჭიროა მრავალი სქლ სერვეერ მანქანის ერთდროულად მართვა, შესაძლებელია სქლ სერვერ აგენტი დავაკონფიგუროთ ისე, რომ შეასრულოს  საერთო სამუშაო მრავალ სერვერზე Multi Server Administration -ის მეშვეობით.  თითოეული სამუშაოს შედეგს განხორციელებულს შესაბამის სერვერზე, შესაძლებელია დავაკვირდეთ ერთი ინტერფეისიდან. მაგალითად თუ გვაქვს 20 სერვერი, რომლებმაც უნდა გაუშვან ერთნაირი სამუშაო, შესაძლებელია შევამოწმოთ სამუშოს სტსტუსი მიმდინარე მომენტში, იმის მაგივრად, რომ თითოეულ მანქანაზე დავლოგინდეთ და შევამოწმოთ სტატუსი 20-ჯერ.
SQL Server Profiler
SQL Server Profiler წარმოადგენს სქლ სერვერ -ის SQL Server Trace თვისების გრაფიკულ ინტერფეისს. იგი ახდენს Database Engine -ში შემავალი და გამომავალი მოთხოვნების და შედეგების  დაჭერას. SQL Server Profiler- შეუძლია დაიჭიროს და შეინახოს ტ-სქლ ის მთლიანი ჩანაწერი, აგრეთვე ისეთი მოვლენების, როგორიცაა ლოგინები და კრიტიკული შეცდომები. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
·                  შესაძლებელია დაჭერა ზუსტი სქლ  წინადადება, რომლებიც სერვერს გაეგზავნა გარკვეული პროგრამიდან და რომლის კოდიც მიუწვდომელია, მაგალითად მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფა.
·                  შესაძლებელია ყველა მოთხოვნის დაჭერა, რომელიც ეგზავნება ტესტ სერვერზე SQL Server-ს სამომავლო დამუშავებისათვის.
·                  თუ სერვერზე მოხდა რეკურსიული მიმართვის შედეგად შეცდომა, შესაძლებელია გამოვიყენოთ Profile რომ მოვახდინოთ რეკონსტრუქცია სიტუაციის, რომლმაც გამოიწვია ეს დარღვევა.
·                  კომპლექსური შენახვადი პროცედურის შემთხვევაში, პროფილერს შეუძლია მოახდინოს მისი იმ ნაწილის იდენტიფიკაცია, რომელმაც გამოიწვია გარკვეული პრობლემა.
·                  შესაძლებელია მოვახდინოთ სერვერის მუშაობის აუდიტი რეალურ დროში.
Replication
რეპლიკაცია არის სერვერზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ მონაცემების სინქრონიზაციისათვის ორ ან მეტ ბაზას შორის. რეპლიკაციას შეუძლია გააგზავნოს მონაცემები ერთი სერვერიდან მეორეზე ან მოახდინოს რეპლიკაცია მონაცემების Access, Oracle    ან სხვა მონაცემთა ბაზაში, რომელზე შესაძლებელია წვდომა ODBC ან OLDB -ს მეშვეობით.
SQL Server უზრუნველყობს ოთხი სახის რეპლიკაციას:
·                    Snapshot რეპლიკაცია -ამ დროს სერვერი სურათს უღრებს მონაცემს ცხრილში კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას. როგორც წესი, თუ ეს ოპერაცია დაგეგმილია, მაშინ სამიზნე მონაცემი უბრალოდ იცვლება თითოეული განახლების დროს. რეპლიკაციის ეს ფორმა მიზანშეწონილია პატარა მონაცემების სიმრავლეებისათვის ან მართვის სიმარტივისათვის.
·                    Transaction რეპლიკაცია-შესაძლებელია მონაცემთა ბაზა შეინახოს სინქრონში დაახლოებბით 5 წამის განმავლობაში, ეს დამოკიდებულია ქსელია ინფრასრუქტურაზე. იგი არ გვაძლევს გარანტიას მონაცემთა ბაზების იდენტურობის მოცემულ დროში და მოცემულ ადგილშ,. თუმცა ის გარანტიას იძლევა, რომ თითოეული ცვლილებას  წყაროში სათანდო ცვლილება მოყვება სამიზნე ბაზაში.  თუ გვინდა, რომ გარანტირებული იყოს მონაცემთა ბაზების ტრანზაქციული იდენტურობა, ამისათვის უნდა იქნას გამოყენებულია Distribution Transactions ან Database  Mirroring. ტრანზაქციული რეპლიკაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვებ-გვერდზე, რომელიც უზრუნველყობს დიდი რაოდენობით კონკურენტული ბრაუზერების მხარდაჭერას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე განახლებას. მაგ, როგორიცაა დიდი და პოპულარული Messaging board.
·                    Merge რეპლიკაცია-ზემოთ აღნიშნული რეპლიკაციების შემთხვევაში არსებობს მონაცემების ერთიანი წყარო, რომლიდანაც ისახება ყველა რეპლიკაციის სამიზნეები.ზოგ სიტუაციაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ან სასურველი იყოს რეპლიკაციის სამიზნეში ცვლილებების შეტანა და შეტანილი ცვლილებების გაერთიანება რაიმე სამომავლო მონაცემში.  Merge რეპლიკაცია მომთხოვნს ა მონაცემების მოდიფიცირების  და შემდგომში მათი სინქრონიზაციის საშუალებას აძლევს. ეს სინქრონიზაცია შესაძლებელია მოახდინოს როგორც რამდენიმე წამის, ასევე რამდენიმე დღის შემდეგ. მისი გამოყენება მოსახერხებელია გაყიდვების ბაზასთან მიმართებაში, რადგანაც როდესაც გამყიდველიები აკეთებენ გაყიდვების მოთხოვნას, მათ შეუძლიათ დაამტონ ახალი მონაცემები მომხმარებლის ბაზას ან შეცვალონ შეცდომები არსებულ მონაცემებში. შემდეგ, როდესაც გამყიდველები დაბრუნდებია ოფისში, მათ შეეძლებათ ტავიიანთ ლეპტოპები მოიყვანონ სინქრონში ცენრტრალურ მონაცემთა ბაზასთან.
·                    Immediate update - იგი საშუალებას ძლევს რეპლიკაციის სამიზნეს, წყაროში მოახდინოს  მონაცემის მყისიერი ცვლილება.ეს ამოცანა ხორციელდება ტრიგერების საშუალებით დისტრიბუციული ტრანზაქციების გაშვების გზით.

Database Mirroring
მონაცემთა ბაზის სარკისებული ასახვის თვისება SQL Server 2008-ში უკავშირდება  მონაცემთა ბაზის ზრდადობის შესაძლებლობას. განსაკუთრებით იგი ახდენს ერთი მონაცემთა ბაზის ორი ასლის შენახვას SQL Server-ის სხვადასხვა ადგილას. როგორც წესი იგულისხმება კომპიტერის სხვადასხვა ადგილი. ტიპიურ Database Mirroring -ის შემთხვევაში ერთი სერვერი მუშაობს როგორც პირდაპირი მონაცემთა ბაზა, რომელსაც უკავშირდება კლიენტ პროგრამები, ხოლო მეორე სერვერი მუშაობს Hot standby სერვერი.
Full Text Search
SQL Server 2008 საშულებას იძლევა ცხრილებში  Full Text მოთხოვნების გამოყენების. ეს შესაძლებლობა ხელსაყრელია როდესაც გვჭირდება დიდი ზომის ტექსტის მოძიება, მაგალითად როგორიცაა შენიშვნები, წიგნის აღწერილობა, კინოს მიმოხილვა და ა.შ. Full Text მოთხოვნები შეიძლება შეიცავდეს მთლიან სიტყვებს და ფრაზებს, აგრეთვე სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერად ფორმებს. Full Text Search შესაძლებლობას SQL Server 2008 ში უზრუნველყოფს Microsoft Full Text Engine.  მისი გამოყენებისას ვახდენთ ცხრილის ან მთლიანი მონაცემთა ბაზის მონიშვნას. Full Text ინდექსები იგება SQL Server მონაცემთა ბაზის ფაილების გარეთ Windows file system-ში სპეციალური  Full Text ინდექსების სახით. შესაძლებელია მოხდეს სპაციფიკაცია, თუ რა სიხსირით განახლდეს ეს ინდექსები, რათა დაბალანსდეს მონაცემების გამოყენების საკითხები დროსთან  მიმართებაში.
SQL Server Database Engine -ის მეშვეობით შესაძლებელია ძირითადი ტექსტის ძებნა(base text search). მაგალითად, იმისათვის რომ მოვნახოთ ყველა სტრიქონი, რომლის ტექსტური სვეტი შეიცავს სიტყვას“guru”, შესაძლებელია დავწეროთ შემდეგი SQL  ბრძანება:
Selectfrom resume where description like ‘%guru%’;
ეს მოთხოვნა იპოვის resume ცხრილიდან ყველა იმ სვეტს, რომლის description ველი შეიცავს სიტყვას “guru”. შევნიშნოთ, რომ ამ მეთოდს გააჩნია გარკვეული პრობლემა: პირველი, ძებნა ხორციელდება საკმაოდ ნელა, რადგანაც   Database Engine-ს  არ შეუძლია სტრიქონების ინდექსირება რის გამოც Database Engine-ს უხდება ძებნა მთელ ცხრილში . მეორე, თუნდაც მონაცემები ყოფილოყო varchar ტიპის და არა text ტიპის, ინდექსირება ვერ გვიშველიდა ვერც ამ შემთხვევაში, რადგან  ჩვენ უნდა მოგვეძებნა „guru”მთელ სტრიქონში და არა მხოლოდ მის დასაწყისში. შესაბამისად ინდექსის გამოყენება არ იქნებოდა შედეგიანი. გარდა ამისა როგორ უნდა ვიმოქმედოთ თუ გვინდა ამ სიტყვის მოძებნა მთლიან ცხრილში და  არა მხოლოდ სტრიქონში, ან თუ გვინდა მოვძებნოთ კონკრეტული აღწერილობა, მაგ თუ ვეძებთ “SQL” და “ability to work independently”. Full Text ინდექსები უზრუნველყოფს ამ პრობლემის გადაჭრას. იმისათვის რომ გაგვეხორციელებინა ძებნა ზემოთ აღნიშნული პირველი მაგალითის შესაბამისად, უნდა დაგვეწერა:
Selectfrom resume where contains (description,  ‘guru’);
ხოლო მეორე მაგალითისათვის მოთხოვნას ექნება სახე:
Selectfrom resume where contains (*,’ SQL and “ability to work independently” ’)

SQL Server Integration Services (SSIS)
SSIS წარმოადგენს პლატფორმას მონაცემების ინტეგრაციის ამოცანების გადასაწყვეტად. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ, გარდაქმნათ, ჩატვირთოთ პაკეტები რათა მოახდინოთ მონაცემების საწყობის განახლება, იურთიერთოთ გარე პროცესებთან, მართოთ ანალიტიკური ობიექტები, შეასრულოთ სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები. ქვემოთ ჩამოვთვლით SSIS-ის ძირითადი შესაძლებლობები:
·         გრაფიკული ინსრტუმენტარია და ვიზარდი SSIS პაკეტების აგებისათვის
·         სამუშაოს წარმმართავი ფუნქციები როგორიცაა მაგალითად FTPპროტოკოლი, SQL წინადადებების შესრულება და სხვა
·         SSIS აპლიცაციების პროგრამირების ინტერფეისები (API-ები);
·         მონაცემების რთული ტრანსფორმაცია მათ დასასუფთავებლად(დასალაგებლად), აგრეგირების, გაერთიანებისა თუ კოპირებისათვის;
·         Email-შეტყობინებების ინტერფეისი;
·         სერვერული მხარის იმპლემენტაცია;
·         ბუნებრივი და სამართი კოდის მხარდაჭერა (C++,C#,J#) ;
·         SSIS ობიექტის მოდელირება.
ძირითადად SSIS გამოიყენება შემდეგი საკითხებისათვის:
·         SQL სერვერის ცხრილებიდან მონაცემების ექსპორტირებისათვის სხვა აპლიკაციებსა თუ გარემოში (მაგალითად ODBC ან OLE DB, აგრეთვე flat ფაილები)
·         სხვა აპლიკაციებიდან და გარემოდან (მაგალითად ODBC ან OLE DB, აგრეთვე flat ფაილები) მონაცემების SQL სერვერის ცხრილებში იმპორტირებისათვის
·         მონაცემების ზოგიერთი რეპლიკაციის შემთხვევაში მონაცემების ინიციალიზაციისათვის;
·         მონაცემთა საწყობში ან საწყობიდან მათი დისტრიბუციისათვის მონაცემების აგრეგირებისათვის;
·         მონაცემების კონტექსტის ან ფორმატის შეცვლისათვის მათ იმპორტ/ექსპორტამდე.
SQL Server Analysis Services (SSAS)
SSAS უზრუნველყოფს OLAP (Online Analytical Processing)-ს და მონაცემების ფუნქციონალურობას ბიზნეს ამოცანების(Business Intelligence) გადაწყვეტისათვის,რისთვისაც ის იყენებს როგორც კლიენტურ ისე სერვერულ კომპონენტებს. SSAS შედგება ალანიზური სერვერისგან, პროცესების სერვისებისაან, გაერთიანების სერვისებისაან და რამოდენიმე მონაცემების მომწოდებლისაგან.მას გააჩნია ორივე: სერვერზე დაყრდნობილი და კლიენტ/ლოკალურზე დაყრდნობილი ანალიზური სერვისების შესაძლებლობები. ეს თავისებურება უზრუნველყოფს სრულ პლატფორმას SSAS-ისათვის. ძირითადი კომპონენტები SSAS-ისა არის ფოკუსირებული მონაცემების კუბების აგება მართვაზე. SSAS საშუალებას იძლევა ჰეტეროგენული მონაცემების წყაროდან აიგოს კუბები. მას შეუძლია წვდომა რელაციურ OLTP ბაზებზე, მულტიგანზომილებიან მონაცემთა ბაზებზე, ტექსტურ მონაცემებზე და ნებისმიერ სხვა წყაროზე რომელსაც გააჩნია OLE DB მოწოდების შესაძლებლობა. საჭირო არაა მონაცემები ჯერ SQL  სერვერ მონაცემთა ბაზაში მოათავსოთ, შეგიძლიათ პირდაპირ წყაროს დაუკავშირდეთ, მეტიც SSAS საშუალებას აძლევს დიზაინერს მოახდინოს OLAP კუბების იმპლემენტაცია, მონაცემების ფიზიკური შენახვის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიბიც პირდაპირ დაკავშირებულია მონაცემების აგრეგირების მოთხოვნებთან.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოახდინოთ წვდომა SSAS-ის მიერ  Pivot ცხრილების მეშვეობით აგებულ OLAP კუბებზე, დაწერთ რა ჩვეულებრივ კლიენტ აპლიკაციას მულტიგანზომილებიანი წინადადებების (Multidimentional Expressions) გამოყენებით OLE DB-ში OLAP-ისათვის bbbbbbbbbbbbbbbbbbbbbbgb++++++++++++++++++++++++++++++++ან ActiveX  მონაცემთა ობიექტებს.
SSAS ძირითადად გამოიყენება შემდეგი ამოცანების განსახორციელებლად:
·         განახორციელოს ანალიზი სამომავლო შედეგის წინასწარგანჭვრეტისათვის, მაგალითად იცით რა რამდენი widget გაყიდეთ გასულ წელს, თქვათ რამდენს გაყიდით მომავალ წელს














loading...