loading...

იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის.
შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com
ეს მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ორიგინალი ბრენდების სიმრავლით, თუმცა ფასებიც შესაბამისია და არაორიგინალ პროდუქტში არც ისე ძვირს ითხოვენ. საიტი მოხმარების მხრივ ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაადვილებულია ძებნის ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ მიუთითოთ ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობის პარამეტრი და ისიც კი, რა ფასების ფარგლებში გაინტერესებთ.
აქ წარმოდგენილი პროდუქტების ჩამონათვალი:



მობილური ტელეფონები შეგიძლიათ აარჩიოთ ფერის, ფუნქციების, სიმძლავრის, ორიგინალობის მიხედვით. რომელი ტელეფონიც ნამდვილად ბრენდს ეკუთვნის, აუცილებლად აწერია- original. აქ მრავლად არის ორ სიმ ბარათიანი, wi-fi, ტელევიზიიანი მობილურები. შიდა კატეგორიებში სხვადასხვა წვრილმანი აქსესუარებია- მოდელების მიხედვით ტელეფონების დამტენები მაგალითად. ერთ-ერთი ყველაზე იაფი კი მაინც მობილურების სხვადასხვანაირი ფერის და დიზაინის ხუფებია.
კომპიუტერების სექცია საკმაოდ დიდია- ლეპტოპები, დესკტოპები, პერსონალური კომპიუტერები. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპისთვის ცალკეული ნაწილების შეძენაცაა შესაძლებელი, მაგალითად ელემენტის, ქულერის და სხვა მსგავსი აქსესუარების.
ფლეშ დრაივერების, კლავიატურების, მაუსების და სხვა წვრილმანი დეტალების მრავალფეროვანი არჩევანია.
ელექტრო პროდუქტის განყოფილებაში ყურსასმენები, ფოტო და ვიდეო კამერები, მპ4 პლეიერებისა და მეხსიერების ჩიპების შეძენა შეგიძლიათ. ფასები საკმაოდ მისაღებია, პროდუქტი - საინტერესო.
ტანსაცმელების კატეგორიაში ამჟამად აქცენტი მაინც ზამთრის ტანსაცმელზე აქვთ. არის ფეხსაცმლის განყოფილებაც, სადაც თანამედროვე დიზაინის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ფეხსაცმელებია. ფასები დაახლოებით 15-20 დოლარიდან იწყება და ბრენდისა და ხარისხის შესაბამისად იზრდება. ბავშვის ფეხსაცმლის ყიდვა 2-5$-დანაც კი არის შესაძლებელი.
ავტომანქანის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ხელსაწყოებს ნახავთ. GPS, მანქანის ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, სხვადასხვა მოვლის საშუალებები - სარეცხი ხელსაწყოები თუ ნაფხაჭნების მოსაშორებელი კალმები. აქ ცალკე არის მოტოციკლების განყოფილება, სადაც სათამაშოდან დაწყებული ნამდვილით დამთავრებული, ყველანაირი მოტოციკლია (2000$-დან). არის სპეციალური აქსესუარები და ტანსაცმელიც კი.
ჩანთების განყოფილებაში დიზაინების, დანიშნულების დიდი არჩევანია. აქ არის როგორც სპორტული, ისე კლასიკური ჩანთები ქალისთვის, მამაკაცისთვის. არის განსაკუთრებული სექციაც, სადაც კოსმეტიკის, შოპინგების და სხვა მსგავსი დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ჩანთებია. ლეპტოპების და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი კატეგორიაც, რა თქმა უნდა, აქვთ.

გარდა ამისა ამ საიტზე იპოვით სახლისთვის და ეზოსთვის განკუთვნილი ნივთებს,სპორტისთვის და გართობისთვის საჭირო საშუალებებს, საბავშვო სათამაშოებს და ა.შ
სამკაულის კატეგორიაში ძვირფასი მეტალის გარდა, ბევრნაირი ჩვეულებრივი მასალისგან დამზადებული ნივთებიც არის- საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები და ა.შ. საათების არჩევანიც დიდია.

ყველაზე განსაკუთრებული ამ ონლაინ მაღაზიაში მაინც საქორწინო და პრომო პროდუქტისდასამზადებელი არხებია.

საქორწინო განყოფილებაში ქორწილისთვის საჭირო ყველა საჭირო აქსესუარს ნახავთ- ხელსახოცების დასაბმელიდან დაწყებული, შარვალ-კოსტუმით დამთავრებული.

პრომო მიზნისთვის დამზადებული აქსესუარების განყოფილება ემსახურება ნებისმიერს, ვისაც პრომო ან თუნდაც კომერციული მიზნისთვის უნდა საკუთარი ლოგოს (ან სახელის, ან ნებისმიერი რამის) განთავსება რაიმე საგანზე. აქსესუარების არჩევანი მართლაც დიდია-
ქოლგა, კეპი, მაისური, ჭიქა, კალამი, ბრელოკი, სამაჯური, ტანსაცმელი და ა.შ.
loading...