Breaking

loading...

იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა)

იოანე XXIII (ანტიპაპი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა)
იოანე XXIII (ბალთაზარ დელა კოსა) (დ. 1370 — 21 დეკემბერი 1418) — რომის პაპი 1410—1415 წლებში, რომლის დროსაც მოხდადიდი განხეთქილება. მიუხედავად ამისა კათოლიკური სამყარო მას ანტიპაპად მიიჩნევს და არ აღიარებს მის კანონიერებას. ბალთაზარ კოსას შემდეგ იოანეს სახელი ხუთ საუკუნეზე მეტი ხნის გამავლობაში არცერთ პაპს არ უტარებია, რაც გამოწვეული იყო მისი სისასტიკით და ცუდი სახელით. 540 წლის შემდეგ, ვენეციის პატრიარქმა ანჯელო რონკალიმ1958 წელს, მიიღო იოანე XXIII-ის სახელი იმის დასამტკიცებლად, რომ ბალთაზარ კოსა, როგორც პაპი არ არსებობდა.


ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბალთაზარ კოსა დაიბადა ნეაპოლის სამეფოში გაღატაკებულ დიდგვაროვანთა ოჯახში. ის თავდაპირველად გაჰყვა სამხედრო კარიერას. მის ორ ძმას კი სიკვდილი ჰქონდა მისჯილი მეკობრეობის გამო.
ბალთაზარი სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე და მიაღწია დოქტორის ხარისხის მიღებასაც კი. 1392წელს ის შევიდა ბონიფაციუს IX-ის სამსახურში, ჯერ ბოლონიაში, შემდეგ კი რომში. ჯერ კიდევ ერისკაცი, 1402 წელს გახდაკარდინალი, ხოლო 1403 წელს პაპის წარმომადგენელი ფორლიში. ამავე დროს, კოსას კავშირები ჰქონდა ადგილობრივ ყაჩაღურ ბანდებთან, რაც მის მტრებს ძალიან აშინებდა. სწორედ ამ კავშირებმა მოუტანა მას გავლენა და ძალაუფლება რეგიონში.
ბალთაზარ კოსა იყო ერთ-ერთი იმ შვიდი კარდინალიდან, რომელთაც მიატოვეს პაპი გრიგოლ XII, და შემდგომ ,ანტიპაპი ბენედიქტე XIII ავინიონიდან და 1408 წლის მაისში მოაწყვეს პიზის კონკლავი, სადაც კოსა არჩეულ იქნა კრების ხელმძღვანელად. კონკლავის მიზანი იყო ბოლო მოეღოთ დიდი განხეთქილებისათვის, ამიტომაც გადააყენეს პაპი გრიგოლ XII და ანტიპაპი ბენედიქტე XIII, ხოლო 1409 წელს ახალი პაპი გახდა ალექსანდრე V. არც გრიგოლ XII-მ და არც ბენედიქტე XIII-მ არ მოახდინა რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე და ამიტომაც, უკვე არა თუ ორი, არამედ სამი პაპი მართავდა კათოლიკურ სამყაროს.
მალე ალექსანდრე V გარდაიცვალა; 1410 წლის 25 მაისს კოსა ეკურთხა ახალ პაპად და მიიღო სახელი იოანე XXIII. ხოლო სასულიერო წოდება მას კურთხევამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე მიენიჭა. იოანე კანონიერ პაპად სცნო საფრანგეთმაინგლისმაბოჰემიამპრუსიამპორტუგალიამსაღვთო რომის იმპერიის ნაწილმა, უამრავმა იტალიურმა ქალაქმა, ფლორენციისა და ვენეციის ჩათვლით. თუმცა, ავინიონის პაპი ბენედიქტე XIII ნამდვილ პაპად აღიარა არაგონის სამეფომკასტილიამსიცილიამ დაშოტლანდიამ; ხოლო გრიგოლ XII-ს მხარი დაუჭირა ლადისლაო ნეაპოლელმაკარლო მალატესტამბავარიამპოლონეთმა და გერმანიის ნაწილმა. კოსას მხარი დაუჭირამედიჩებმა რაც მნიშვნელოვანი წარმატება იყო მისთვის.
იოანე აწარმოებდა ინდულიგენციებით ვაჭრობას, რასაც ევროპის სხვადასხვა ნაწილში დიდი პროტესტი მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ნაწილი იყო პრაღა, სადაც ხელმძღვანელი იყო იან ჰუსი.
ფლორენციაში კოსა შეხვდა სიგიზმუნდ I-ს, რომელსაც ამბიცია ჰქონდა გამხდარიყო საღვთო რომის იმპერატორი. სიზიგმუნდს სურდა დაესრულებინა დიდი განხეთქილებადა ამიტომ აიძულა იოანე მოეწვია კონკლავი. 1413 წლის 30 ოქტომბერს მოწვეულ იქნა კონსტანცის საეკლესიო კრება. კრებამ ბოლო მოუღო განხეთქილებას, გადაყენა პაპის ტახტის მოცილე სამივე პაპი (გრიგოლ XII, იოანე XXIII, ბენედიქტე XIII), და 1417 წელს პაპად აირჩია მარტინ V. გამოცხადდა საეკლესიო კრების რეგულარულად მოწვევის აუცილებლობა, პაპებზე მსოფლიო საეკლესიო კრების ზემდგომობის პრინციპი (ეს გადაწყვეტილებები ცხოვრებაში არ გატარებულა). კონსტანცის საეკლესიო კრებამ დაგმოჯონ უიკლიფისა და იან ჰუსის მოძღვრება. იან ჰუსი იმპერატორ სიგიზმუნდის დაცვის სიგელის მიუხედავად, 1415 წლის 6 ივლისს კონსტანცში კოცონზე დაწვეს.
თავად კოსა დაპატიმრებულ იქნა და პატიმრობის პერიოდი გერმანიაში გაატარა. 1418 წელს, მედიჩების მიერ გადახდილი დიდი გამოსასყიდის შემდეგ ის გაათავისუფლეს. კოსა დაბრუნდა ფლორენციაში და რამდენიმე თვეში, 1418 წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
loading...

ssss