loading...

ლეგენდარული ელიზაბეტ ტეილორი ***

 ლეგენდარული ელიზაბეტ ტეილორი კინოში ძალიან პატარა ასაკში მოხვდა. იგი სულ რაღაც ათი წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა და მას შემდეგ წარმატებული როლები არ მოკლებია. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი ლიზის პირველ ნაბიჯებს დიდ კინოში.
 ლიზმა 'ჯეინ ეარის' ეკრანიზაციაში მიიღო მონაწილეობა, 1943 წელს. სადაც ჰელენ ბარნსი განასახიერა- ჯეინ ეარის ბავშვობის მეგობარი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარიდან.
 The White Cliffs of Dover (1944)-როდი მაკდაუელისა და ელიზაბეტ ტეილორის ტანდემი უკვე მეორედ. ეს ორი მსახიობი მაშინდელ კინოსტუდიებში ჩამოყალიბებულ არტისტებსაც არ ჩამოუვარდებოდნენ. ლიზმა ამ ზღაპრულ ფილმში ბეტსი განასახიერა.
 ელიზაბეტის პირველი ფილმი იყო There's One Born Every Minute,რომელიც 1942 წელს გამოვიდა, მაშინ ლიზი 10 წლის იყო. გოგონამ გლორია თვაინის როლი განასახიერა.

 შემდეგი იყო Lassie Come Home(1943), ელიზაბეტმა შეასრულა პრისცილას როლი.

 National Velvet (1944)-ამ ფილმმა პატარა, უნიჭიერეს ელიზაბეტს უდიდესი წარმატება მოუტანა. ელიზაბეტმა შეასრულა მთავარი, ველვეტის როლი.
 Courage of Lassie იყო ფილმი, სადაც ელიზაბეტმა კვლავ მთავარი როლი მოირგო, ორწლიანი ტაიმაუტის შემდეგ მსახიობი მაყურებელს უფრო დახვეწილი და გალამაზებული დაუბრუნდა.

 შემდეგი იყო შეყვარებული სინტიას როლი ფილმ "სინტიაში". ასევე Little Women-ის პირველი ეკრანიზაცია, სადაც მარგარეტ ო ბრაიენმა და ლიზმა მეორედ ითამაშეს ერთად. Julia Misbehaves-ში კი ელიზაბეტმა სიუზანის როლი განასახიერა. იგი ნელ-ნელა იხვეწებოდა და ჩამოყალიბდა როგორც მსახიობი. ტეილორმა უკვე დაიკავა საკუთარი ადგილი ჰოლივუდში და მას უკვე აღარ ერქვა ბავშვი. თუმცა კი კარიერის დასაწყისში უდაოდ სახასიათო ბავშვთა როლები განასახიერა.









 

 

ცივ და სუსხიან ზამთარში სამოსის არჩევა რათქმაუნდა მამაკაცებისთვის უფრო რთული ამოცანაა. თუმცა საბოლოო ჯამში, მსოფლიოს დიდ ქალაქებში მათი უმრავლესობა მაინც ელეგანყტურად გამოიყურება. გადავხედოთ, მეგაპოლისების ქუჩებში დაფიქსირებულ გემოვნებიან და ელეგანტურ მამაკაცებს

 













ნატაშა პოლი, იზაბელა ფონტანა და საშა პივოვაროვა H&M-სთვის



დიზაინერები და ცნობილი ბრენდები გაზაფხული/ზაფხულის სეზონებისთვის ახალი ტენდენციებით სავსე
კოლექციებს გვთავაზობენ და მომხმარებლების სიმპატიებს იმსახურებენ.

სხვა ბრენდების მსგავსად, ცნობილმა შვედურმა ბრენდმა H&M-მაც წარმოადგინა ახალი კოლექცია, რაღათქმაუნდა
2012 წლის ყველაზე ცხელი სეზონებისთვის - გაზაფხული/ზაფხული. კოლექცია გაჯერებულია მოდური და
 ელეგანტური ფერებით, როგორებიცაა: ვარდისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, კრემისფერი/თეთრი და შავი, ხოლო
სამოსს მეტ ელეგანტურ იერს სძენს მბზინავი ფერების კომბინაცია. ბრენდის უახლოესი კოლექცია დახვეწილი
და მოდურია, ხოლო სილუეტები მარტივი. სამოსს დემონსტრაციას უკეთებენ ცნობილი მოდელები : ნატაშა პოლი, იზაბელა ფონტანა და საშა პივოვაროვა.





პოზა ფოტოკამერის წინ


ფოტოკამერის წინ ხშირად არ იცი, ხელი და ფეხი სად წაიღო, ამ დროს თავი მაღლა აწიე და მხრებში გასწორდი, სხეული 3/4-ით შემოაბრუნე.  ეს პოზა უფრო ბუნებრივიცაა, შენც მაღალი და ტანწერწეტა გამოჩნდები. თუ შენი მკლავის სისქე არ მოგწონს, შეგიძლია წელზე დოინჯი გაიკეთო.

სწორი პოზა და სიარულის მანერა

სიარულის და დგომის მანერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო იმისათვის, რომ სწორი ხერხემალი და ლამაზი ზურგი გვქონდეს.  მაღლა აწეული ნიკაპი, გაშლილი მხრები, შეწეული მუცელი და სწორი ზურგი სიმაღლის ილუზიას ქმნის, მაღალი ადამიანი კი ყოველთვის იმაზე უფრო თხელი ჩანს, ვიდრე იგივე ზომების, მაგრამ დაბალი ადამიანი.

შეარჩიე ჯინსი

არასწორად შერჩულ მოდელს და ზომას შეუძლია შენი სილუეტი სრულიად შეცვალოს, თანაც უარესისკენ. ჯინსი მთლიანად უნდა იმეორებდეს შენს ფორმებს, არ ქონდეს ნაოჭები ან იჩაჩებოდეს, მისი ჩაცმისას არ უნდა ჩნდებოდეს ე.წ. muffin top.  ცადე დაბალწელიანი ჯინსი და უფრო წელვადი ქსოვილის მოდელები. ან ერთი ზომით დიდი ჯინსი, წელვადი ქსოვილით, სადაც უფრო კომფორტულად იქნება შენი მუცელი და არც muffin top გექნება, რომელსაც უმეტესაც მუცელზე მოჭერილი ჯინსები იწვევს.

გათავისუფლდი არასწორი სამოსისგან

გადაყარე ან გააჩუქე ტანსაცმელი, რომელიც დიდი გაქვს, უფორმო სვიტრები და მაისურები, სატინის მბზინავი კოფთები, ფეხსაცმელი, რომლის ყელიც შუა წვივზე მთავრდება. მოიშორე თავიდან ყველა ის აქსესუარი და ნივთი, რომელიც გგონია, რომ არ გიხდება, მაგრამ მაინც იცვამ პრინციპით: ტყუილად ხომ არ ეკიდება საკიდზე.

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულადაც



1. სიცილი

უნდა აღინიშნოს რომ სიცილი მამაკაცთან საწოლში (მისი სიამაყის შემხედვარე) არაფრით არ შეიძლება მიუხედავად იმისა იცინით თქვენ სიამაყისა და ბედნიერებისაგან, თუ გაგახსენდათ სასაცილო სიტუაცია და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში მამაკაცი აუცილებლად განაწყნედება და შემდეგ მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენ არ გაგეცინათ მის მოძრაობაზე, აღნაგობასა თუ მიხვრა მოხვრაზე ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სექსის დროს სიცილი ასევე შეურაცხყოფს ქალსაც.
2. პარტნიორების რაოდენობის ხსენება

საუკეთესო ვარიანტია თუ ამ თემას საერთოდ არ შეეხებით.თუ მაინც და მაინც მამაკაცი არ გეშვებათ და უნდა სიმართლის გაგება შეგიძლიათ უპასუხოთ 1 (თუ ეს სიმართლესთან ახლოა), ან შესაძლებელია უპასუხოთ რამოდენიმე (თუ პარტნიორები იყვნენ 10მდე ან ცოტა მეტი :) )

ძირითადად ასეთ შემთხვევებში მამაკაცი მომართულია იმისაკენ რომ დაიჯეროს თქვენი ნათქვამი. შესაძლოა ის ამბობდეს, რომ მას უბრალოდ აინტერესებს და მეტი არაფერი, ამ შემთხვევაშიც კი, არ ღირს ზუსტი დეტალებისა და რაოდენობის დასახელება, მისივე კეთილდღეობისათვის.

ნებისმიერ ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მამრსაც კი სიამოვნებს “პირველობა” და შესაძლოა სიმართლის ცოდნის შემთხვევაში მან არაფერი თქვას, ის ამას როდისმე მაინც ცუდად გაიხსენებს.
3. წინა თაყვანისმცემლების ცუდად მოხსენიება

განსაკუთრებით არ შეიძლება მათ სექსუალურ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილება, თუნდაც თქვენ გინდოდეთ ახლანდელი პარტნიორისათვის “კომპლიმენტის” გაკეთება.

ამის შედეგად შესაძლოა მის თავში მინიმუმ 2 ასეთი აზრი გაჩნდეს : ” ჩვენ რომ დავშორდებით მეც ასე გამანადგურებს” ან “იქნება ამას სჭირს რამე, ყველა ასეთი დებილი თუ ამასთან იყო”.

დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ არც ერთი აზრი ჩვენს სასარგებლოდ არ არის. ყველაფერ ზემო ხსენებულს ჯობია თქვათ დაახლოებით ასე : “ჯერ არასოდეს ვყოფილვარ ასე კარგად”.
4. ყოფილების გახსენება

მამაკაცებს შეურაცხყოფთ ისეთი ფრაზებიც კი, როგორიცაა “გუშინ ვნახე X მისი შვილით , რა საყვარელი ბავშვი ყავს…”

ასევე თქვენი მამაკაცისათვის შეურაცხმყოფელი იქნება წარსულიდან პატარა სიტუაციის გახსნებაც კი, სადაც ფიგურირებს თქვენი ყოფილი.


სიცილი
 5. ყველაფერში სიმართლის თქმა

არც ისე იშვიათია რომ მამაკაცებს (ისვე როგორც ქალებს) უნდათ იცოდნენ მათ პარტნიორზე ყველაფერი: ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დეტალებიდან დაწყებული მათ ახლანდელ ურთიერთობებში არსებული შეგრძნებებით დამთავრებული.

სექსუალური სიახლოვე და ემოციური მიჯაჭვულობა თითქოს საკმარისი მიზეზებია იმისათვის რომ ორივე ნახევარმა მშვიდად მოისმინოს ყველა წარსულისა თუ აწმყოს ისტორიები და განცდები , იმ იმედით რომ “ჩვენ ხომ ასე კარგად და ამდენი ხანია ერთად ვართ და უკვე ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის”.

ზუსტად ეს არის შეცდომა. იცოდეთ ეს არათუ საკმარისი საერთოდ არაფრის მომცემი პირობაა მსგავსი საუბრებისათვის. არ ღირს პარტნიორის განაწყენება ისიც წარსულის გამო. არ დასვათ შეკითხვები და თვითონაც უარი თქვით პასუხზე.
6. ტკივილის მიყენება

მიუხედავად იმისა დნება თუ არა პარტნიორი თქვენი გრძელი ფრჩხილების დანახვისას (სავარაუდოა რომ მაგაზე მხოლოდ თქვენი მეგობრები დნებიან), მაინც არ ღირს მისთვის ზურგის დაკაწვრა, ვნების შემოტევისას. ის რაც ეკრანზე შესაძლოა ძაიან ეროტიკულად გამოიყურებოდეს, რეალურ ცხოვრებაში ფრიად მტკივნეულია.
7. არასასიამოვნო სუნები და არომატები

კაცები ძალიან მძაფრად გრძნობენ ქალის სხეულზე არსებულ ყველა სუნს, იმდენად მძაფრად გრძნობენ რომ შესაძლოა ერთი “არომატის” გამო საერთოდ გაუქრეთ სიახლოვის სურვილი. ნუ ეცდებით სხეულზე სუნამო იპკუროთ უკეთესი შედეგისათვის.

მამაკაცისათვის სხეულის ბუნებრივი სურნელი ყველაზე მისაღები და ყველაზე საყვარელია, ასე რომ ჯობია თქვენს სხეულს წყლის წვეთების, შხაპის გელის, ტანის კრემისა და რბილი პირსახოცის ხაოების ერთობლივი არომატი ამკობდეს რაც თქვენი სხეულის ჭეშმარიტ სურნელებასთან ახლოა და ქმნის კიდეც მას.
ავტორი:PINC Love

სათვალე



 დღეს სათვალე უკვე მოდურ აქსესუარად იქცა, ნაირ-ნაირი ფერის, ფორმის და ზომის ჩარჩოების არჩევანი ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ მოსაწონი მოდელი შეარჩიოს. ზოგიერთი მას აქსესუარადაც კი ხმარობს, იმის მიუხედავად, სჭირდება თუ არა.

იმისათვის, რომ ჩარჩოს არჩევა და შემდეგ იდეალურად მორგება არ გაგიჭირდეს, რამდენიმე პატარა ხრიკი უნდა იცოდე.
სახის ფორმა

შენი სახის ფორმას ყველა ტიპის ჩარჩო არ მოუხდება, ამიტომ, არჩევანის გაკეთებისას ეს უნდა გაითვალისწინო.
სახის მრგვალი მოყვანილობა – ოთხკუთხა ჩარჩო, განიერი ან ვიწრო, სახეს უფრო მოგრძოს გამოაჩენს.
სახის ოთხკუთხედი მოყვანილობა – განიერ შუბლს კარგად დააბალანსებს ოვალური ან მრგვალი ფორმის ჩარჩო.
სახის ოვალური მოყვანილობა – სახის ასეთ მოყვანილობას თითქმის ყველა ტიპის ჩარჩო უხდება
გულისებრი მოყვანილობის სახე – ეცადე ისეთ ჩარჩოებს აარიდო თავი, რომლებიც ქვედა მხარეს უფრო ვიწროა

მას შემდეგ, რაც ჩარჩოს ფორმას შეარჩევ, დარწმუნდი, რომ სათვალე ცხვირზე კომფორტულად “გაზის” და არ გტკენს.

ამოძრავე თავი ზემოთ-ქვემოთ, რათა დარწმუნდე, რომ სათვალე ძირს არ გიცურდება. ამ დროს ის საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს.

თვალის მაკიაჟი

მკვეთრი მაკიაჟი, მუქი კონტური და ჩრდილები ძალიან ეფექტურია, მაგრამ თუ ამ ყველაფერს სათვალე ემატება, რომლის ჩარჩოც თვალებზე აკეთებს აქცენტს, ეს შეიძლება მეტისმეტი იყოს. იმის მაგიერ, რომ მუქი შავი  მაკიაჟი გაიკეთო, უპირატესობა მუქ   ნაცრისფერ ან ლურჯ ტონებს მიანიჭე, რომელსაც თვალის ქუთუთოს გარეთა კიდეში წაისმევ და შემდეგ ფუნჯით მიცემ  “Smokey eyes” ეფექტს.
წარბის ეფექტი

ყოველთვის მოიწესრიგე წარბები, რადგან სათვალის ტარებისას ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. მიეცი მათ ლამაზი მოყვანილობა, დავარცხნე სპეციალური სავარცხლით და საჭიროებისას წარბის ფანქარიც გადაისვი მსუბუქად.
loading...