loading...

I Love !!! დღეს ვალენტინობაა! შეყვარებულს თუ არა შეყვარებულს ყველას გილოცავთ ამ დღეს!


გილოცავთ ვალენტინობას!!!



































ყველაფერი ერთ ბლოგში...: გავაფუჭო რაა?

ყველაფერი ერთ ბლოგში...: გავაფუჭო რაა?
თვალები ენერგიულად გარბიან და ათვალიერებენ ზეპირად შესწავლილ ოთახს. მთელი დღე ერთ ადგილას ყოფნამ და ერთი და იგივე ფიზიონომიების ცქერამ მრავალფეროვნება უფრო ...
Посмотреть, чем поделился пользователь gio giorgi »
В Google+ делиться интересным с друзьями и близкими можно так же, как в реальной жизни. Подробнее...
Присоединиться к Google+
Это сообщение было отправлено на george.kvaratskhelia.giorgigigeo@blogger.com, так как пользователь gio giorgi поделился с вами контентом. Больше не присылать подобные сообщения.

აი აურზაური...


ალბათ პოსტების წაკითხვის შემდეგ , ჩემს გემოვნებაზე, ფიქრებზე, სურვილებზე საუბრის შემდეგ გარკვეული წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე


  • ბავშვობიდან ვსვამ  შაქრიან ჩაის
  • მე მაქვს საათი, არა ჩვეულებრივი კი არა, 10 წუთით წინ გადაწეული იმის გამო, რომ დილით არ დამაგვიანდეს სამსახურში
  • დაწოლის წინ აუცილებლად გავდივარ აივანზე, გაშტერებული ვუყურებ ცას და ვეწევი სიგარეტს.
  • სულ რამოდენიმე ოცნება მაქვს..
  • ერთ-ერთ ოცნებას გაგანდობთ – მინდა ვუკრავდე საქსაფონზე და ტუჩისგარმონზე.
  • მიყვარს უცნაური ილუსტრაციები და მომწარო ყავა
  • ძალიან სწრაფად ვწერ პოსტებს, მაგრამ სამაგიეროდ მინიმუმ ნახევარ საათს ვუთმობ შესაფერისი სურათის მოძებნას.
  • ძალიან ადვილად მეტყობა სახეზე ვიტყუები თუ სიმართლეს ვამბობ..
  • ვარ მორიდებული და ვცდილობ ვიყო უფრო თავდაჯერებული.
  • მინდა ვისწავლო გერმანული.
  • მკლავს კალვადოსის გასინჯვის სურვილი...
  • მიყვარს ცეკვა.
  • ვმღერი..
  • ვუკრავ გიტარაზე...
  • მიყვარს ჩემი ავტომობილით კატაობა..
  • ვერ ვიტან "ალდაგი BCI"-ს(დამტანჯა)
  • და სხვა...

კალვადოსი (სასმელი)


კალვადოსი (Calvados) არყის ტიპის სპირტიანი სასმელია, რომელიც საფრანგეთში ნორმანდიის პროვინციის საუკეთესო მიწებზე იწარმოება. აღნიშნულ სასმელს ვაშლისგან ხდიან და მასში წყალსა და საფუარს ურევენ. რამდენიმე ხილის ბაზაზე შექმნილ სასმელს უძველესი ისტორია აქვს. უცნობია, თუ როდის დაიწყეს ნორმანდიის ან ბრეტონსკის სოფლებში კალვადოსის გამოხდა. მევენახეობისგან განსხვავებით, ვაშლისა და მსხლის გამოყვანის კულტურა გლეხების ძირითადი საქმიანობა არ ყოფილა. ადვილი შესაძლებელია, რომ სწორედ ამ მიზეზით, სიდრი და მასზე დაყრდნობით შექმნილი სპირტიანი სასმელი დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო მისი "სამშობლოს" ფარგლებს გარეთ.

ვაშლის სასმელი სიდრი საფრანგეთში ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ყურძნისგან გამოხდილი ღვინოები. ძირითადად იგი ნორმანდიაში, ბრეტანსა და ილ-დე-ფრანსში სხვადასხვა ჯიშის ვაშლისგან იწარმოება და დაბალალკოჰოლურ სასმელად ითვლება (გრადუსი მაქსიმუმ 5-6%). პირველი წერილობითი ცნობა აღნიშნული სასმელის შესახებ, 1553 წელს განეკუთვნება, როცა ჟილ დე გუბერვილი მესნილან-ვალიადან აღნიშნავდა, რომ ის დაკავებულია ვაშლის სასმელის დისტილაციით. 1741 წელს კანცლერის ანრი ფრანსუა დ`ეგესოს მოთხოვნით, სამეფო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავდა სასმელის მწარმოებელთა ვალდებულებებსა და პრივილეგიებს ნორმანდიაში. თუმცა საჭირო იყო დრო იმისთვის, რომ სპირტიან სასმელს სიდრს თავისი ადგილი მოეპოვებინა. XIX საუკუნეში გავრცელებას იწყებს ტერმინი "კალვადოსი", რაც დაკავშირებულია ერთ-ერთი დეპარტამენტის სახელთან, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს შეიქმნა. ამ სიტყვის ეტიმოლოგია ბევრად უფრო რთულია. რეალურად ეს სახელი "El Calvador" ერქვა ესპანეთის მეფის ფილიპ მეორის გემს, რომელიც 1588 წელს ნორმანდიის სანაპიროზე გაჩერდა.

cool blog...

cool blog...
Посмотреть, чем поделился пользователь gio giorgi »
В Google+ делиться интересным с друзьями и близкими можно так же, как в реальной жизни. Подробнее...
Присоединиться к Google+
Это сообщение было отправлено на george.kvaratskhelia.giorgigigeo@blogger.com, так как пользователь gio giorgi поделился с вами контентом. Больше не присылать подобные сообщения.
loading...