loading...

მადონამ სიყვარულს და ამერიკულ ფეხბურთს ერთად უმღერა – მსოფლიო პრემიერა 5 თებერვალს


მადონამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კვლავ გაახარა თავისი თაყვანისმცემლები და ახალი სიმღერა შეთავაზა.

სიმღერის პრემიერა 5 თებერვალს შედგება. ამერიკული ფეხბურთის საფინალო მატჩის დღეს.

ეს მხოლოდ დამთხვევა არ რის – მადონას კლიპში ამერიკული ფეხბურთის სპორტული ტანსაცმელია გამოყენებული.

ახალ ჰიტში მადონასთან ერთად M.I.A. და Nicki Minaj მონაწილეობენ.



რომ არ არსებობდეს ვიკიპედია და მადონას არაერთი ბიოგრაფი, მხოლოდ ვიდეოს ნახვით გაგვიჭირდებოდა მისი ასაკის გამოცნობა.

ვიდეოკლიპი ჯერჯერობით მადონას იუთუბის ოფიციალურ საიტზეა.

ვეფხისტყაოსანი მეგრულად- "ყილოშტყებამი"


ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

ძირეს კოჩი უჩინებუ
ხედ ინგარდუ წყარი პისუ
უჩა ცხენი მოჭკადილი
ყურნდ ჯილოს დო გერგუზუდუ

ნახეს უცხო მოყმე ვინმე
ჯდა მტირალი წყლისა პირსა
შავი ცხენი სადავითა
ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა

მარგალიტეფ გეღვარღუდუ
ლაგამ,ანჯარ,უნდაგირსუ
ჩხე თოლიში ჩილამური
ნირსო გეძუდ ვარდიშ პირსუ

ხშირად ესხა მაგრალიტი
ლაგამ,აბჯარ,უნდაგირსა
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა
გულსა მდუღრად ანატირსა

თის ტანსუ კაბა გაძუდუ
გალე ტყებიშ ყილოშ ჭიბილი
ჟიმორე,ყილოშ თი ტყებ
აფუდ დუს კინოჭიპილ

მას ტანსა კაბა ემოსა
გარე თმასა ვეფხის ტყავსა
ვეფხის ტყვაი ქუდივე
იყო სართქმელი თავისა

მათრახი ხეში ნაჭკადა
კილეშ უშხვაშ დო ჯიკილი
ძირეს დო მიკორინესუ
უცხო ოჯინეშ თიკინი

ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა
უცხოსი მკლავისა
ნახეს და ნახვა მოუნდათ
უცხოსა სანახავისა

მდინარეები დასავლეთ საქართველოში(ჩხოროწყუ)


სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3‰ და საერთო სიგრძის 7.6‰. აქედან 10 კმ–ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43‰–ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.

უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.

მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.

სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94, 44 და 99 კმ–ს.

რატომ ზამთრის საბურავი?


  საბურავის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მძღოლისათვის ასევე ავტომობილისათვის. ზოგადად არსებობს საბურავის სამი ტიპი, ზამთრის, ზაფხულის და ორივე სეზონის საბურავები. საბურავებს მარჯვენა ან მარცხენა მხარეს აქვთ აღნიშვნა თუ რომელ სეზონს განეკუთვნებიან.  ამინდიდან გამომდინარე ყურადღება გავამახვილოთ ზამთრის საბურავებზე. როდესაც ტემპერატურა +7 ◦C ქვემოთ ეცემა რეკომენდირებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა.

რა უპირატესობები გააჩნია ზამთრის საბურავებსს? ზამთრის საბურავები უზრუნველყოფენ ყინულის საფარზე საბურავის უკეთ მოჭიდებას.  მოძრაობისას საბურავსა და ყინულის საფარს შორის წარმოიქმნება წყლის თხელი ფენა, რაც იწვევს ავტომობილის მოცურებას. ზამთრის საბურავები დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, რომლითაც წყლის თხელ ფენას ისრუტავს და შედეგად მას პირდაპირი შეხება და უკეთესი მოჭიდება აქვს ზედაპირთან.

„მე ჯანმრთელი გული მაქვს და მშვიდად მძინავს! მომბაძე შენც!“


             გული არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც სისხლს გადატუმბავს სისხლძარღვებში. გულსა და სისხლძარღვებს ერთად კარდიოვასკულარული ანუ გულსისხლძარღვთა სისტემა ეწოდება. გულს გარს აკრავს პერიკარდიუმის პარკი. იგი შედგება გარეთა მემბრანისგან (პერიკარდიუმისგან) და ღრუსაგან (პერიკარდიუმის ღრუ), რომელიც გარეთა მემბრანასა (პერიკარდიუმსა) და გულს შორისაა მოთავსებული. ამ ღრუში არის საამორტიზაციო სითხე (პერიკარდიული სითხე).

            გულს აქვს ოთხი საკანი: ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ყველა მათგანი ამოფენილია თხელი ქსოვილოვანი შრით, რომელსაც ეწოდება ენდოკარდიუმი. საერთოდ, გულის ციკლი ასე მიმდინარეობს: ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და გადაისვრის სისხლს შესაბამის პარკუჭებში, რომლებიც ამ დროს დუნდებიან, რათა სისხლი მიიღონ; შემდეგ წინაგულები დუნდებიან და იღებენ სისხლს, ხოლო პარკუჭები იკუმშებიან, რათა სისხლი გადაისროლონ. გულის საკნის მოდუნების ფაზა არის მისი დიასტოლის ფაზა; შეკუმშვის ფაზა სისტოლის ფაზაა.



              სწორედ აქედან წარმოსდგება სისტოლური (წნევის გაზომვისას ზედა მაჩვენებელი) და დიასტოლური (ქვედა მაჩვენებელი) წნევა. პარკუჭთა სისტოლის ფაზის შემდეგ დგება ხანმოკლე პაუზა, რომლის დროსაც გულის ყველა საკანი დიასტოლის (მოდუნების) ფაზაშია.

          გულის კუნთი შედგება განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან. მისი გამუდმებული შეკუმშვები გამოწვეულია იმ ზონებიდან წამოსული სტიმულაციებით, რომლებიც ელექტრულ იმპულსებს წარმოქმნიან. ნებისმიერი ნერვული იმპულსი ან აჩქარებს, ან ანელებს გულის კუნთის მუშაობას.

              ყველა, ზემოთ აღნიშნული გულის ორგანული შედგენილობა, რომ იყოს ჯანმრთელი და გულის რითმი იყოს მოწესრიგებული, საჭიროა 6-თვეში ერთხელ ჩატარებულ იქნას ფიტოთერაპიული მკურნალობა.

           მისასალმებელია, რომ მსოფლიოში და საქართველოში დაწესდა ე.წ. გულის დღე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების ან გულის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რამდენი „დანიშნულებაც“ არ უნდა მოგვცეს ექიმმა, რამდენიმე დეტალი ცალსახად ნათელია:  ნუ მოწევ! მეტი ივარჯიშე! აკონტროლე ემოციები და თავი აარიდე მუდმივ დაძაბულობას ან დამთრგუნველ გარემოს! დროულად მიმართე კარდეოლოგს!

მეგრულის ერთთანხმოვნიანი სიტყვები, ანბანთრიგის მიხედვით


....მეგრულის ერთთანხმოვნიანი სიტყვები, ანბანთრიგის მიხედვით

ა – აგერ

ბჷ – დაბმულია,ბ - ღვრია (წყალი)

გჷ – გავსგ - როჭო

ე – ეგერ

ზჷ – მოზილა

თჷ – დათოვა

ი – იმ

კ – ქინქლი

ლ – ვარდება

მჷ – რა

ნჷ – ყურძნის წვენი

პჷ – მამყოფა

ჟჷ – ზევით

სჷ – ჩუმად

ტ – ცური

ფჷ – ადუღდა

ქჷ – დაფქვა

ჸჷ - ქნას

შ – ახსოვსშ- სველი

შჷ – მოქსოვა

ჩ – აჭამა

ც – ქვირითიც- თელა

ძჷ – დევს

წ – წელს

წჷ – წოვა

ჭ – ნაწლავი

ხჷ - შობა

"წყირ დო ჭიჭკიტია"--რწყილი და ჭიანჭველა (მეგრულად)



  წყირ დო ჭიჭკიტიაქ დეჯიმაკოჩეს,ქიგიოდირთეს შარას.ქიმიადირთეს ართ წყუს,წყირქქ უწუ ჭიჭკიტიას:

-მა ქოფსხაპუნქ დო სი მუ გოხვარუნია?

-მახლოლო გინოფსხაპუნქია!-უწუ ჭიჭკიტიაქ.

წყირქ გინოსხაპუ; ჭიჭკიტიაქ ხოლო გინოსხაპუ დო ქინანთხუ წყარს. ქოთხუ რწყირს:

-ჯიმა, ქომშველ მუდგაენ, ვა დუმოშკვიდუავა!

რწყირქ ესხაპ, დესხაპ, ქიმერთუ ღეჯწკუმა დო ქოთხუ:—გაგრძელება იქნება.

ქართულად!
 რწილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:

- მე გადავხტები და შენ რაღა გეშველებაო?

- განა მე კი ვერ გადავხტებიო?! – უთხრა ჭიანჭველამ.

რწუილმა ისკუპა – გადახტა; ჭიანჭველამ ისკუპა – წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს:

- ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა:

პ.ს. მეგრულად ვეძებდი ვერსად ვნახე ამიტომ გადავწყვიტე რაც შემეძლო მეთარგმნა,მგონი მარტო ამ საიტზე დევს მეგრულად რწყილი და ჭიანჭველა. და არ დავინახო მოპარვა ავტორთან შეუთანხმებლად
 პირველი მეგრულად გადავთარგნე როგორც შემეძლო და მეორა არის ის რაც გადავთარგმე ქართულიდან..

ჩხოროწყუ-ეკოლოგიური კატასტროფა...


  ჩხოროწყუს რაიონში არის უნიკალური ჯიშის ხეები, რომლებიც საშიშროებაშია. ესენია ბზა, უთხოვარი, ძელქვა, ხურმა. აგრეთვე ხარობს კანადიდან შემოტანილი კანადური ვერხვი, ავსტრალიიდან-ევკალიპტი, ციმბირიდან-კედრი.
 ტყე არის მცენარეთა თანასაზოგადოება, სადაც მცენარეები, ცხოველებიმ და გარემო ერთიანობაშია.
 საქართველო ტყის სიმდიდრით ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყნის ტერიტორიის 40%-მდე
 ტყითაა დაფარული. ჩხოროწყუს რაიონის ტყეების მთლიანი ფართობი შეადგენს 29815 ჰექტარს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ რაიონის ტყიანობის პროცენტი უფრო მაღალია 46%, რესპუბლიკის საშუალო ტყიანობის მაჩვენებელზე.
 მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ტყესა და მისი შემადგენელი ჯიშების ბიოლოგიას, მათი არსებობა-განვითარებისა და გარემოსთან ურთიერთკავშირის კანონზომიერებას, მეტყევეობა ეწოდება. მისი მიზანია შეისწავლოს ტყის აღზრდის, ტყით სარგებლობის ნორმები და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა.
  მეტყევეობა ეყრდნობა ნიადაგმცოდნეობას, კლიმატოლოგიას, ბოტანიკას, მცენარეთა ფიზიოლოგიას, გეოგრაფიას, გეოლოგიას დაა.შ ტყის მეურნეობა, როგორც ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის განსაზღვრული დარგი მჭიდრო კავშირშია საზოგადოების საწარმოო ურთიერთობათა ისტორიულ განვითარებასა და სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან, მისი განვითარება დაკავშირებულია ტყის ყოველმხრივ მოხმარების ზრდასთან, მრეწვწლობისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასთან.
 ტყის მოხმარების სისტემებისა და ტყის აღზრდის მეთოდების წარმოება მჭიდრო კავშირშია საზოგადოებრივი წყობის ეკონომიკურ სტრუქტურასთან. ადამიანთა წარსულ ისტორიაში ტყეების მიმართ უზრუნველობა და მათი განადგურება ხშირად ძლიერ უბედურებას იწვევდა. მაგალითად იმ ადამიანებს, რომელიც მესოპოტამიაში, საბერძნეთში,მცირე აზიაში და სხვაგან ტყეები ძირფესვიანად ამოაგდეს, რათა სახნავ-სათესი მიწები ეშოვათ, არც კი უფიქრიათ, რომ ამით საფუძველი ჩაუყარეს ქვეყნის გაუდაბნოებას.
  სამწუხაროდ საქართველოშიც ბოლო ორი ათეული წლების განმავლობაში ხდებოდა უკანონოდ ტყეების ჩეხვა და საზღვარგარეთ გაზიდვა. ჩვენი ამოცანაა ტყის მოვლა-დაცვა, კვლავწარმოება, მიზანდასახული გამოყენება და მათი ბიოლოგიური მრავალფეროვნების პოტენციალის შენარჩუნება. ტყე თვითგანახლებადი ბუნებრივი რესურსია და ქვეყნის ეკონომიკასთან ორგანულად დაკავშირებული ფენომენი.
 ტყე იცავს მიწების წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან, მოსავლიანობაზე გაბატონებული ქარის უარყოფით ზემოქმედებისაგან,ატმოსფერულ ტენიანობასა და ტემპერატურის სტაბილურობასთან.
 ტყე იძლევა ძვირფას მერქანს, რომელიც გამოიყენება სამშენებლო საქმეში, ავეჯის დასამზადებლად. ალტერნატიული საწვავ-სათბობის უდიდესი წილი შეშაზე მოდის. გარდა მერქნისა ტყე იძლევა ხილს, კენკრას, სოკოს, ნეკერს და ა.შ. ტყის ეკოლოგიური დაცვის მიზნით საჭიროა დავადგინოთ ფართობის ყოველ ერთეულზე მოსაჭრელი მერქნის რაოდენობა რამდენად შეესაბამება ტყის მატებას ე.წ “სანგარიშო ტყეკაფი“. როცა ტყის მატება-ე.ი მერქნის რაოდენობის ზრდა შესაბამისობაშია მისგან გამოტანილი მერქნის რაოდენობასთან, მაშინ შეიძლება ტყის სარგებლობა. ტყის ზომიერი სარგებლობა დადებითად მოქმედებს მის მდგომარეობაზე, ამ პროცესში ხდება ხმობადი და გადაბერებული , მრუდეღერიანი და ზრდაჩამორჩენილი ხეების გამოტანა, რითაც საშუალება ეძლევა ახალგაზრდა ხეებს და აღმონაცენ მოზარდს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, რაც თავისთავად ზრდის ტყის წარმადობას.
 ტყე არის ერის საუნჯე მას უნდა მოუაროთ, დავიცვათ და დავრგოთ ახალი ნერგები, რითაც ხელი შეეწყობა ეკოლოგიურ კატასტროფას.

ძილი სექსის შემდგომ

 მიჩიგანის უნივერსიტეტის გამოკვლევაში მონაწილეობა 465-მა წყვილმა მიიღო. გაირკვა, რომ სექსის შემდეგ ძილი მეტყველებს იმაზე, რომ წყვილს შორის ნამდვილად არსებობს სასიყვარულო მუხტი. მონაწილეებმა ანონიმური კითხვარები შეავსეს სადაც მათ გრძნობების შესახებ უნდა ჩამოეყალიბებინათ აზრი. ასევე იყო რამდენიმე დამატებითი კითხვა, მაგალითად ისეთი როგორიცაა: რომელი იძინებთ პირველი სექსის შემდეგ და სხვა. გაირკვა, რომ ის წყვილები, რომლებიც მალევე იძინებენ სექსის შემდეგ, ერთმანეთისადმი მეტ სითბოს გამოხატავენ რეალურ ცხოვრებაში და ლოგინში. გამოკითხული ადამიანებიდან გაირკვა, რომ მამაკაცები პირველები იძინებენ ხშირ შემთხვევაში, ხოლო თუ სექსი მათ არ ჰქონიათ, მაშინ პირველი ქალი იძინებს. საინტერესოა, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.

კვირაში ერთხელ ჩხუბი სასარგებლოა

 ინდოელი ფსიქოლოგების აზრით ჩხუბი სასარგებლოა წყვილებს შორის. ფსიქოლოგების აზრით კვირაში ერთხელ კამათი წყვილებს ეხმარება ახლო ურთიერთობებში და ინარჩუნებს მათ შორის წარმოქმნილ მუხტს. თუმცა მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ხშირი ჩხუბი მიჩვევას იწვევს. ადამიანი უკვე ზედმეტად ღიზიანდება ყველაფერზე და ჩხუბის მიზეზის ძიებაშია მუდმივად. პროფესორების აზრით არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის გაბრაზების მიზეზი რაში მდგომარეობს, მთავარია როგორ შეურიგდება იგი მის წყვილს. ზოგიერთ ექიმს მიაჩნია, რომ კარგია ხანდახან ბავშვების თანდასწრებით ჩხუბი, რადგან ამ შემთხვევაში უფროსები მათ ანახებენ მაგალითს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისინი პრობლემებს მომავალში.

თანამედროვე მხატვარი – Alison Brady

 თანამედროვე მხატვარი – Alison Brady ნიუიორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი უჩვეულო შემოქმედება, რომელიც არანაირად არ ჯდება ტრადიციულ ფორმატში, შესაძლებელია შევაფასოთ, როგორც: „გროტესკი“, „ფსიქოზი“ ან „ეპატაჟი“ .Alison Brady ნიუიორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებულია.




















Darla Baker- ფოტომოდელი...
















უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვების ფოტოკოლაჟი...




















































loading...