Breaking

loading...

კომპანია – Microsoft–მა წარმოადგინა საკუთარი ვერსია 10 დუიმიანი პლანშეტური კომპიუტერისა – Surface 2.0, რომელიც – Apple Ipad–ის კონკურენტად მოიხსენიება.




კომპანია – Microsoft–მა წარმოადგინა საკუთარი ვერსია 10 დუიმიანი პლანშეტური კომპიუტერისა – Surface 2.0, რომელიც – Apple Ipad–ის კონკურენტად მოიხსენიება.
Microsoft–ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა – Surface–ის წარდგენისას განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერი ნაწილია იმ „ახალი ოჯახისა“, რომელსაც კომპანია ამჟამად შეიმუშავებს.

მოწყობილობა სისქით 9.3 მმ–ისაა, წონით 680 გრ–ია, აღჭურვილია მოსახერხებელი გამოყენებისთვის განკუთვნილი სპეციალური სამაგრით და კლავიატურით. სიახლეს 2 ვერსიით წარუდგენენ მომხმარებელს: ARM-პროცესორითა და Windows RT–თი და Intel–ის მესამე თაობის ჩიპქსელითა და Windows 8–ს მართვის რეჟიმით.

პლანშეტის მეორე ვერსია შედარებით სქელი (14 მმ) და შესაბამისად წონითაც უფრო მეტი (680) იქნება, ვიდრე პირველი. სხვა სიახლეები ჯერ–ჯერობით არ ხმაურდება.
როგორც გვპირდებიან, სიახლე გასაყიდ ქსელში გამოჩნდება ამ შემოდგომაზე – Windows 8–სთან პარალელურად.

























loading...

ssss