Breaking

loading...

სექსუალური სერფინისტები




სერფინგი. საწყლოსნო სპორტის სახეობა. ტალღებზე სრიალი სპეციალური (კორპის, ფენოპლასტის) დაფით. დაფის სიგრძეა 2,7-3,0 მეტრი, სიგანე _ 56-58 სმ, სისქე _ 7,6-10,2 სმ, წონა 11-იდან 26 კგ-მდე, სპორტსმენის წონისა და დასახული ამოცანის მიხედვით. დაფის თავი და ბოლო ოდნავ აწეულია. 1970-იანი წლებიდან დაფის ბოლოში ამაგრებენ თევზის ფარფლის მსგავს ერთ ან რამდენიმე ქიმს.

სრიალი შეიძლება 30-სანტიმეტრიან ტალღებზეც, მაგრამ, რაც უფრო დიდია ტალღა, მით უფრო დიდია სისწრაფე. აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიაში, სერფინგისთვის გამოსადეგი ორმოცამდე პლაჟია. პროფესიონალური სერფინგისთვის საუკეთესოა ჰავაის სანაპირო, სადაც ტალღები 9 მეტრსაც კი აღწევს. ავსტრალიური სანაპიროებიდან ყველაზე ცნობილია ბონდი.
ადრე სპორტსმენთა ოსტატობის შეფასება განსხვავებული კრიტერიუმების გამო ძნელი იყო, ბოლო ხანს კი ყველაზე მეტად დაპირისპირებულმა ჰავაელებმა და ავსტრალიელებმა საერთო სისტემა შეიმუშავეს და ჩემპიონატებიც უფრო ობიექტურად ტარდება. სპორტსმენთაგან ადგენენ სამკაციან ჯგუფებს, თითოეულ ჯგუფს აძლევენ 20-20 წუთს, შემდეგ კი ჯგუფებში გამარჯვებულები პლეი-ოფის პრინციპით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამინდის მიხედვით მსაჯებმა დრო შეიძლება 40 წუთამდეც გაზარდონ. ამ ხნის განმავლობაში სპორტსმენები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ისრიალონ, ხუთი მსაჯი კი მათ ქულებს უწერს. საუკეთესო და ყველაზე დაბალი შედეგი უქმდება, შემდეგი ოთხი უმჯობესი მაჩვენებელი კი იკრიბება. მსოფლიოს ჩემპიონატების პროგრამაშია ოთხი ქვესახეობა: კლასიკური სერფინგი, ანუ სრიალი დგომელა, ბოდიბორდინგი, ნიბორდინგი (ჩოქელა სრიალი) და ლონგ ბორდინგი (გრძელი ბორდინგი). მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება 1964 წლიდან.





















































































loading...

ssss