Breaking

loading...

სიზმრების ახსნა



რა არის სიზმარი? ფროიდი გვპასუხობს: “ეს არის განდევნილი სურვილების, მოთხოვნილებების შენიღბული ასრულება” . ბავშვი სიზმარში ნახულობს, რომ დაკარგა საყვარელი სათამაშო დათუნია — აქედან თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, მაგალითად, რომ ბავშვს აქვს განდევნილი აგრესია და-ძმების მიმართ, რომლებიც მას ართმევენ დედის ძვირფას ყურადღებას. სიზმარი— ეს არის წერილი ჩვენი არაცნობიერისგან. სწორედ ამიტომაა, რომ სიზმრის შინაარსი ყოველთვის შენიღბულია. თუკი საიდუმლო სურვილები მასში შეუნიღბავ ფორმაში იქნებოდა წარმოდგენილი, მძინარე ადამიანს გაეღვიძებოდა და სიზმარიც ვეღარ შეასრულებდა თავის ფუნქციას. იმისთვის, რომ გავიგოთ მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, საჭიროა მისი ანალიზი, რომელიც მოითხოვს თავისუფალი ასოციაციების ტექნიკის გამოყენებას. სიზმარი — ეს არის დაშიფრული ამბავი სულის საიდუმლო ცხოვრებაზე.




გველის კბენა – ცუდის ნიშანია, მტერი ადვილად მოგერევათ.
გვამი მკვდრის საფლავიდან აღდგენილი ნახო – სიხარულის ნიშანია.გაკრეჭილი შენი თავი ნახო, ძალიან ცუდი ამბავია.
დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ
ბეჭედი – სიხარულის და მალე ქორწინების ნიშანია.
ბუხარი – სიმდიდრისა და წარმატების.
ბროწეული – სიხარული და ბედნიერება.
ბაყაყის ნახვა – ნიშანია ერთგული ამხანაგისა.
არწივი – უცხო ამბავის ნიშანია.
აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია.
ბალი – ძალიან კარგია და კეთილი
აუზში ბანაობა- ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია.
არაყის სმა – სირცხვილისა და სიმწრის ნიშანია.
ატმის ჭამა – ავადმყოფობას მოასწავებს.
ყვავილი ნახო – სიხარულია.
ცოლი შეირთო – ძალიან ცუდი და დარდის შემატებაა.
ყიდვა რაიმე ნივთისა- კარგი და კეთილია.


ღვინის სმა – კარგია, ღონე შეგემატოს.
ღამით სიარული – კარგია და სიხარულის ნიშანია.
ოქროს სამკაული ან რაიმე ოქროსი – ყოველივე კეთილია.
პურის ჭამა ან გამოცხობა – ორივე ცუდია.
სიზმარში სიზმარს ამბობდე- კარგია და სასიხარულო.
საზამთროს ყიდვა ან ჭამა – მწუხარებას მოასწავებს.
თკბილი რამე ჭამო ან დალიო – ცუდია და მწუხარების ნიშანია.
კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართოს.
კოცნა ვინმესი – კარგია და დოვლათი შეიმატო.
მგელი ნახო – ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს.
ამხანაგის ნახვა-ახალი საქმისა და ახალი ამბის ნიშანია

ალერსი-საკეთილოა და კარგია,გულის ნდობა აგისრულდება
ამაღლებულ ადგილზე სიარული-ამხანაგებში ამაღლებას ნიშნავს
loading...

ssss