loading...

ბლოგი და ხასიათი


დღეს ერთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი ინტერნეტში სეირნობის დროს. მოკლედ, კოლორადოს ერთერთი უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გამოიკვლიეს 694 ბლოგერის ტერმინოლოგია, შემდეგ კი შეადარეს მათ ხასიათს.



აღმოჩნდა, რომ ის ბლოგერები, რომლებიც ხშირად იყენებენ სიტყვებს ”მეგობრები”, ”ბარი”, ”ცრემლები”, ”მაგარია” და ა.შ., ასევე წერენ დაუსრულებელ ფრაზებს, არიან ძალიან აქტიურები და გახსნილები.

ბლოგერები, რომელთა ბლოგებიც სავსეა სიტყვებით ”რთული”, ”მძიმე”, ”აუტანელი”, ”ავადმყოფი”, მიდრეკილები აქვთ სტრესისკენ, ხშირად წუწუნებენ ნებისმიერ რამეზე და ემოციურად არამდგრადები არიან.

სიტყვებს ”ხელოვნება”, ”კულტურა”, ”ისტორია”, ”სამყარო”, ”ბუნება” იყენებენ იმ ბლოგების ავტორები, რომლებიც არიან გახსნილები, კომუნიკაბელურები და არაკონფლიქტურები, თუმცა, თავისუფლად ერთვებიან კამათში და ჯიუტად იცავენ საკუთარ აზრს.

ის ბლოგერები, რომლებიც ხშირად წერენ სიტყვებს ”სიყვარული”, ”ურთიერთობა”, ”სინაზე”, არიან გულისხმიერები, კეთილები და არააგრესიულები.

ვულგარული ბლოგერების გამოცნობა შეიძლება სიტყვებით ”სექსი”, ”პორნოგრაფია”, ”ძალადობა”.

და ბოლოს, თუ ბლოგერი გოგო ხშირად ახსენებს ”ზომას”, ის დაკომპლექსებულია და ძალიან არის დამოკიდებული სხვების აზრზე.

ქართველი ბლოგერები


WordPress.Com-ზე არსებული ბლოგები

Blogger.Com-ზე არსებული ბლოგები

სხვადასხვა

loading...